Madly in Anger with the World Tour

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Madly in Anger with the World Tour
ტურნე, გამართული მეტალიკი მიერ
ალბომი St. Anger
დაწყების თარიღი 6 ნოემბერი, 2003
დასრულების თარიღი 28 ნოემბერი, 2004
კონცერტების რაოდენობა 137

Madly in Anger with the World Tour იყო ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის 2003-2004 წლებში გამართული საკონცერტო ტურნე, ჩატარებული მათი მერვე სტუდიური ალბომის, St. Anger, მხარდასაჭერად, რომელიც გამოვიდა 2003 წლის 5 ივნისს.[1]

ალბომის St. Anger გამოშვების შემდეგ მეტალიკამ ჩაატარა რამდენიმე კონცერტი როგორც მათი ტურნეს Summer Sanitarium Tour 2003 ნაწილი; ეს კონცერტები იყო პირველი, სადაც ჯგუფი ახალ ბასისტთან, რობერტ ტრუჰილოსთან ერთად წარსდგა მაყურებლის წინაშე. მსოფლიო ტურნე კი მხოლოდ 2003 წლის 6 ნოემბერს დაიწყო ტოკიოში, რომელიც 2004 წლის 28 ნოემბერს დასრულდა სან-ხოსეში.

ტურნეს ყოველი კონცერტი პროფესიონალურად იწერებოდა და წარმატებით იყიდებოდა საიტზე livemetallica.com, რაც ტურნეს სიახლეს წარმოადგენდა.[2]

2004 წლის 6 ივნისს დრამერმა ლარს ულრიხმა თავი ცუდად იგრძნო Download Festival-ის წინ, რის გამოც ჯგუფს მოუწია დროებით მისი ჩანაცვლება მოხალისეებით, რომელთა შორისაც იყვნენ დეივ ლომბარდო სლეიერიდან, ჯოი ჯორდისონი სლიპკნოტიდან და ფლემინგ ლარსენი, ულრიხის დასარტყმელი ინსტრუმენტების ტექნიკოსი.[3]

ტურნე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა სკანდინავიაში, რამაც გამოიწვია მეტალიკის მთელი ძველი კატალოგის გამოჩენა ჩარტებში.[4]

სიმღერების სია მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა ტურნეს დროს. ჯგუფმა ძველი სიმღერები ფართოდ წარმოადგინა ტურნეზე, ხოლო სიმღერები ახალი ალბომიდან St. Anger შემცირებული რაოდენობით, ზოგჯერ, მხოლოდ ერთი სიმღერითაც კი შემოიფარგლებოდა.[5] იშვიათი შესრულების ნახვაც შეიძლებოდა ტურნეზე,[6] მაგალითად, რამდენიმე სიმღერა ალბომიდან ...And Justice for All, ადრე მიჩნეული მეტად რთულად და ხანგრძლივად ცოცხალი შესრულებისთვის. ერთ-ერთი ასეთია Dyers Eve, რომლის დებიუტი სცენაზე შედგა 2004 წლის ხუთ მარტს ლოს-ანჯელესში, 16 წლის შემდეგ მისი ჩაწერიდან.[7]

ჟურნალ Pollstar-ის ცნობით, Madly in Anger with the World Tour იყო 2004 წლის მეოთხე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურნე: ჯგუფს მოუტანა 160 500 000 აშშ-ის დოლარი ბილეთების გაყიდვიდან.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ალბომი სიმღერა შესრულების
რაოდენობა
Kill 'Em All (1983) Hit the Lights 19
Kill 'Em All The Four Horsemen 33
Kill 'Em All Motorbreath 9
Kill 'Em All Jump in the Fire 15
Kill 'Em All Whiplash 11
Kill 'Em All Phantom Lord 1
Kill 'Em All No Remorse 5
Kill 'Em All Seek & Destroy 109
Kill 'Em All Metal Militia 6
Ride the Lightning (1984) Fight Fire with Fire 29
Ride the Lightning Ride the Lightning 15
Ride the Lightning For Whom the Bell Tolls 47
Ride the Lightning Fade to Black 79
Ride the Lightning Trapped Under Ice 1
Ride the Lightning Creeping Death 116
Ride the Lightning The Call of Ktulu 2
Master of Puppets (1986) Battery 100
Master of Puppets Master of Puppets 134
Master of Puppets The Thing That Should Not Be 22
Master of Puppets Welcome Home (Sanitarium) 73
Master of Puppets Disposable Heroes 20
Master of Puppets Leper Messiah 19
Master of Puppets Damage, Inc. 21
...And Justice for All (1988) Blackened 124
...And Justice for All One 135
...And Justice for All Harvester of Sorrow 58
...And Justice for All Dyers Eve 17
Metallica (1991) Enter Sandman 136
Metallica Sad but True 135
Metallica Holier Than Thou 28
Metallica The Unforgiven 21
Metallica Wherever I May Roam 62
Metallica Nothing Else Matters 136
Metallica Of Wolf and Man 2
Metallica The God That Failed 12
Load (1996) King Nothing 27
Load Bleeding Me 11
Load Wasting My Hate 1
Load The Outlaw Torn 13
ReLoad (1997) Fuel 114
ReLoad The Memory Remains 21
Garage Inc. (1998) Turn the Page 9
Garage Inc. Die, Die My Darling 8
Garage Inc. Whiskey in the Jar 3
Garage Inc. Helpless 1
Garage Inc. The Wait 10
Garage Inc. Last Caress 11
Garage Inc. Green Hell 2
Garage Inc. Am I Evil? 6
Garage Inc. Blitzkrieg 8
Garage Inc. Breadfan 8
Garage Inc. The Prince 1
Garage Inc. Stone Cold Crazy 7
Garage Inc. So What? 11
Garage Inc. Killing Time 1
S&M (1999) No Leaf Clover 62
M:I-2 (2000) I Disappear 63
St. Anger (2003) Frantic 121
St. Anger St. Anger 119
St. Anger Some Kind of Monster 3
St. Anger Dirty Window 30
St. Anger Sweet Amber 1
St. Anger The Unnamed Feeling 16
We're a Happy Family: A Tribute to Ramones (2003) 53rd & 3rd 1
B-მხარე სინგლისა St. Anger Commando 2

პერსონალი[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. St. Anger. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-11-04.
  2. Metallica Launches Music Download Site. nugs.net (2 მარტი, 2004). წაკითხვის თარიღი: 2011-11-04.
  3. Metallica's Lars Ulrich Hospitalized In Switzerland, Misses Show. Yahoo Music. წაკითხვის თარიღი: 2007-12-12
  4. Metallica Band: Biography. metallicaband.net. წაკითხვის თარიღი: 2011-11-04.
  5. Metallica - Fleet Center, Boston Ma. afgrant.com (24 ოქტომბერი, 2004). წაკითხვის თარიღი: 2011-11-04.
  6. Metallica Madly In Anger Tour Notes. dennis.ca (12 ოქტომბერი, 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-12-25-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-11-04.
  7. SHOW NOTES. livemetallica.com (5 მარტი, 2004). წაკითხვის თარიღი: 2008-03-01.