Slipknot
| ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის? ხარისხის სტანდარტების? დასაკმაყოფილებლად. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში შესაბამისი შიდა ბმულების მითითებით. ამოიღეთ ეს თარგი სტატიის გამართვის შემდეგ. |
| Slipknot | ||
|---|---|---|
ჯგუფის გამოსვლა ტორონტოში, 2005 წელს
|
||
| ბიოგრაფია | ||
| წარმოშობის ადგილი | აიოვა, აშშ | |
| ჟანრ(ებ)ი | ნიუ მეტალი, რეპკორი, ალტერნატიული მეტალი, მძიმე მეტალი, მძიმე როკი | |
| აქტიური | 1995 - დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | Roadrunner, Nuclear Blast | |
| ასოციაციები | Stone Sour, Murderdolls, To My Surprise, DJ Starscream, Dirty Little Rabbits, The Black Dots of Death | |
| ვებგვერდი | www.slipknot1.com | |
| წევრები | ||
| სიდ უილსონი ჯოი ჯორდისონი კრის ფენი ჯიმ რუთი კრეიგ ჯონსი შონ კრახანი (კლოუნი) მიკ ტომსონი კორი ტეილორი |
||
| ყოფილი წევრები | ||
| პოლ გრეი ანდერს კოლსეფნი გრეგ უელტსი ჯოშ ბრეინარდი |
||
სლიპნოტი — ამერიკული როკ ჯგუფი აიოვადან, რომელიც 1991 წელს ჩამოყალიბდა (საბოლოო სახე მან 1997 წელს მიიღო). ჯგუფი ბევრჯერ იყო წარდგენილი გრემის ჯილდოზე, მაგრამ მისი მოპოვება მხოლოდ 2006 წელს მოახერხა სინგლით „Before I Forget“. ის საუკეთესო მეტალ შესრულებად აღიარეს.
[რედაქტირება] ადრეული წლები (1992-1999)
1992 წლის ზამთარში ანდრეს კოლზეფინი მეგობარ, შონ კრახანს ელექტროშედუღებაში (ნუ ელექტროშედუღება სვარკაა) ეხმარებოდა და თან ელაპარაკებოდა. ამ დროს სიტყვა ჩამოუვარდათ ჯგუფის შექმნაზე და გადაწყვიტეს შეექმნათ ის. შონი და ანდერსი დრამერები იყვნენ, ჯგუფში კი როგორც წესი ერთი დრამერი არის, მაგრამ როგორც ისინი შეთანხმდნენ მომავალ ჯგუფს სამი დრამერი უნდა ყოლოდა. მალე შონმა პოლ გრეის (მის მეგობარს) დაურეკა და ჯგუფის ბასისტობა შესთავაზა. პოლი დათანხმდა და შეიქმნა ახალი ჯგუფი. კრახანმა,კოლზეფინმა და გრეიმ 5 სიმღერა ჩაწერეს. ეს სიმღერები იყo: Idiot, What’s Wrong, Wise up Gently და Slipknot (სიმღერა). პირველ ნამუშევრებში გამოირჩეოდა დასარტყამების პარტია. ვოკალისტი ანდერსი კი ცდილობდა მაქს კავალერას მიბაძვას ( მაქს კავალერა იყო სეპულტურას ვოკალისტი და გიტარისტი ახლა სოულფლაიში მღერის ). 1993 წელს შონ კრახანს სხვა საქმეები გამოუჩნდა და ჯგუფი დაიშალა.
1995 წელს პოლმა შონმა და ანდერსმა გადაწყვიტეს პროექტის აღდგენა. იანვარში ჯგუფს დონი სტილი შეუერთდა, რომელიც გრინის დეს მეტალ ჯგუფში უკრავდა. დონმა სოლო გიტარისტობა ითავა ხოლო რითმ სექციით კვან ნონგი დაკავდა. ნონგი მალევე სხვა ჯგუფში გადავიდა. ამ დროისთვის შონ კრახანს მობეზრდა ჯგუფში მთავარი დრამერის ადგილზე ყოფნა და ჯო ჯორდისონი მოიყვანა ჯგუფში. თვითონ კი ელექტროშემდუღებლობა გაიხსენა, გააკეთა ბარაბანები და დაიწყო არაორიდინალური საინტერესო ჰანგების გამოცემა ჯგუფისთვის. სექტემბერში ბენდს კიდევ ერთი წევრი ჯონ ბრეინარდი შეუერთდა.
თავისი არსებობის პირველ წლებში ჯგუფი ანდერს კოლზეფინის საკუჭნაოში (პადვალში) ვარჯიშობდა. საკუჭნაო პატარა იყო და მოსახერხებელი სარეპეტიციოდ. 1995 ში ჯგუფი პირველად გამოვიდა სცენაზე. ამ გამოსვლის დროს ჯგუფს Pyg System ერქვა და მის წევრებს მასკები არ ეკეთათ. გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ ბენდს სახელი შეეცვალა და slipknot დაერქვა ამ დროს გადაწყდა სცენაზე მასკებში გამოსვლაც.
სლიპნოტის წევრები ძალიან დიდ დროს უთმობდნენ ტექსტის და მუსიკის წერას და განვითარებას. როდესაც ყველაფერი მზად იყო, მატერიალის შესრულებაზე ვარჯიშობდნენ. ჯგუფის რეპეტიციებს არავინ არ ესწრებოდა. ამ დროისთვის ჯგუფი ამზადებდა მასალას პირველი დემო ჩანაწერისთვის და პარალელურად გამოდიოდნენ დე მოინის კლუბებსა და სტრიპტიზ ბარებში. ხალხს არ მოწონდა ის რასაც მეტალ ჯგუფი უკრავდა, მაგრამ ამის მიუხედავად ჯგუფს მუსიკალური მიმართულება არ შეუცვლია.
[რედაქტირება] დისკოგრაფია
- სტუდიური ალბომები
- Slipknot (1999)
- Iowa (2001)
- Vol. 3: (The Subliminal Verses) (2004)
- All Hope Is Gone (2008)
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
სტატიის