Jump in the Fire

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Jump in the Fire“
სინგლი  - მეტალიკა
ალბომიდან Kill 'Em AllKill 'Em All
B-მხარე Phantom Lord (ცოცხალი), Seek & Destroy (ცოცხალი)
გამოსვლის თარიღი 20 იანვარი, 1984[1]
ფორმატი 12"
ჩაიწერა 10-27 მაისი, 1983
სტუდიაში Music America Studios
კალიფორნია[1]
ჟანრი თრეშ მეტალი
ხანგრძლივობა 4:40
ლეიბლი Megaforce
სიმღერის ავტორი ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი,
დეივ მასტეინი
პროდიუსერი პოლ ქარსიო,
ჯონი ზაზულა
მეტალიკა - სინგლების ქრონოლოგია
Whiplash
(1983)
Jump in the Fire
(1984)
Fade to Black
(1984)
აუდიო ნაწყვეტი
ინფორმაცია ფაილზე

Jump in the Fireამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეოთხე სიმღერა და მეორე სინგლი მათი 1983 წლის სადებიუტო ალბომიდან Kill 'Em All. სინგლი გამოიცა მხოლოდ აშშ-ის ფარგლებს გარეთ.[2] იგი მოხვდა ახალი ზელანდიის სინგლების ჩარტში, სადაც მან სამი კვირა გაატარა. მისი საუკეთესო შედეგი ამ ჩარტში ოცდამეათე ადგილი იყო.[3]

მუსიკა[რედაქტირება]

მისი ავტორები არიან ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი და დეივ მასტეინი.[1] სიმღერასთან Hit the Lights ერთად Jump in the Fire მეტალიკის ერთ-ერთი პირველი სიმღერათაგანია, რომელიც შესულია დემოში Ron McGovney's '82 Garage demo, ხოლო შემდგომ შეტანილია დემოში No Life 'til Leather.[2] ულრიხის განცხადებით, ჰეტფილდმა ეს სიმღერა დაწერა აირონ მეიდენის Run to the Hills ჟღერადობის მსგავსად, რომელიც იმ პერიოდისათვის პოპულარული იყო.[4][5]

ტექსტი[რედაქტირება]

სიმღერის თავდაპირველი ტექსტი ეთმობოდა სექსს, რომელშიაც ჩაკეტილი იყო მასტეინი. მასტეინის წასვლის შემდეგ, სიმღერის The Four Horsemen მსგავსად, ახალი ტექსტი დაწერა ჰეტფილდმა. ახალი ტექსტი ეშმაკის თვალთახედვიდან არის დაწერილი, რომელიც უყურებს ხალხს, ერთმანეთს როგორ ხოცავენ, და დარწმუნებულია, რომ ისინი განწირულნი არიან ჯოჯოხეთისათვის. აქედან გამომდინარე, ალეგორიულად, ცეცხლში ხტებიან (Jump in the Fire).[2][5]

ცოცხალი შესრულება[რედაქტირება]

სიმღერა პირველად ცოცხლად შესრულდა 1982 წლის 14 მარტს ანაჰეიმში, კალიფორნია.[6][7] 1984 წლის შემდეგ კი თითქმის ოცი წელი არ შესრულებულა, თუ არ ჩავთვლით კირკის მიერ jam სესიებში სიმღერის ნაწყვეტების იშვიათად შესრულებას. ამის მიზეზი კი ჯეიმზის მიერ ამ სიმღერის შეჯავრება გახდა დეივ მასტეინთან დაკავშირებული საწყისების გამო. საბოლოოდ, ჯგუფმა ახსნა ტაბუ ამ სიმღერას და შეასრულა იგი 2004 წლის 23 მარტს ედმონტონში, ალბერტა, კანადა. მას მერე 2008-2010 წლებშიც შესრულდა World Magnetic ტურნეს ფარგლებში.[7]

სიმღერების სია[რედაქტირება]

გვერდი A (სტუდიური მხარე)
  1. Jump in the Fire
გვერდი B (ცოცხალი მხარე)
  1. Seek & Destroy
  2. Phantom Lord

პერსონალი[რედაქტირება]

მეტალიკა[რედაქტირება]

პროდუქცია[რედაქტირება]

  • აღმასრულებელი პროდიუსერი: ჯონი ზაზულა
  • პროდიუსერი: პოლ ქარსიო
  • ინჟინერი: კრის ბუბაჩი
  • ინჟინერ-ასისტენტი: ენდი ვრუბლევსკი[1]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 სინგლი Jump in the Fire. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-08-11.
  2. 2.0 2.1 2.2 Jump in the Fire. Encyclopedia Metallica. წაკითხვის თარიღი: 2011-08-11.
  3. Jump in the Fire. Charts.org.nz. წაკითხვის თარიღი: 2011-08-11.
  4. ინტერვიუ ლარს ულრიხთან
  5. 5.0 5.1 Jump in the Fire. Songfacts.com. წაკითხვის თარიღი: 2011-08-11.
  6. სიმღერა Jump in the Fire. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-08-11.
  7. 7.0 7.1 Jump in the Fire. Metlists.com. წაკითხვის თარიღი: 2011-08-11.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Jump_in_the_Fire&oldid=2704691“-დან