ლუ რიდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუ რიდი
Lou Reed at the Hop Farm Music Festival.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ლუის ალან რიდი
დაბ. თარიღი 2 მარტი, 1942
ბრუკლინი, ნიუ-იორკი
დაბ. ადგილი აშშ
გარდ. თარიღი 27 ოქტომბერი, 2013
ჟანრ(ებ)ი როკი, ექსპერიმენტული როკი, არტ-როკი, პროტოპანკი, ნოიზი, დროუნი, ფსიქოდელიური როკი, ფოლკ-როკი, გლემ-როკი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, ფოტოგრაფი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა, სინთეზატორი, კლავიშიანი ინსტრუმენტები, ფორტეპიანო, ჰარმონიკა, დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
აქტიური 1964–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Matador, MGM, RCA, Sire, Reprise, Warner Bros.
ასოციაციები The Velvet Underground, ჯონ კეილი, ნიკო, დევიდ ბოუი, The Killers, მიკ რონსონი, Gorillaz, ლორი ანდერსონი, პიტერ გებრიელი, მეტალიკა, Metric
საიტი www.loureed.com

ლუის ალანლურიდი (დ. 2 მარტი, 1942 — გ. 27 ოქტომბერი, 2013) — ამერიკელი როკ-მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, ფოტოგრაფი.[1] ცნობილია, როგორც ჯგუფ The Velvet Underground-ის გიტარისტი, ვოკალისტი და სიმღერების ავტორი, ისევე, როგორც საკუთარი სოლო-კარიერით, რომელიც რამდენიმე ათწლეულს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ The Velvet Underground 1960-იანების კომერციული წარუმატებლობა იყო, მან მნიშვნელოვანი საკულტო სტატუსი შეიძინა შემდგომ წლებში და იქცა თავისი ეპოქის ერთ-ერთ გავლენიან ჯგუფად.[2] როგორც The Velvet Underground-ის სიმღერების ავტორი, რიდი წერდა პირად გამოცდილებაზე, რაც იმ პერიოდში როკ-ენ-როლში იშვიათად განიხილებოდა (სიმღერების თემებს შორის იყო სექსუალურობა და ნარკოტიკების კულტურა).

ჯგუფიდან წასვლის შემდეგ 1971 წელს რიდმა სოლო-კარიერა დაიწყო. შემდეგ წელს მისი სიმღერა „Walk on the Wild Side“ ჰიტად იქცა, თუმცა მეინსტრიმული წარმატება მუსიკოსს არ ჰქონია.[3] რიდი გამოირჩევა ვოკალით, პოეტური ტექსტებით და „სირაქლემის გიტარის“ ტერმინის გამოგონებით.

2008 წელს რიდმა იქორწინა მომღერალ ლორი ანდერსონთან.[4]

ლუ რიდი 2013 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა, 71 წლის ასაკში.[5][6]

დისკოგრაფია[რედაქტირება]

The Velvet Underground[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : The Velvet Underground-ის დისკოგრაფია.

სოლო-ალბომები[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ლუ რიდის დისკოგრაფია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ლუ რიდი – Walk on the Wild Side: ისტორიები სიმღერების მიღმა, კრის რობერტსი და ლუ რიდი, 2004, ჰოლ ლეონარდი, ISBN 0-634-08032-6
  2. Rock and Roll Hall of Fame (2000). The Velvet Underground. დაარქივებულია ორიგინალიდან June 29, 2006-ში. წაკითხვის თარიღი: September 15, 2006.
  3. Richie Unterberger & Greg Prato (2005). Lou Reed Biography. წაკითხვის თარიღი: September 15, 2006.
  4. "[1]". "People". Retrieved August 19, 2011.
  5. rollingstone.com, Lou Reed, Velvet Underground Leader and Rock Pioneer, Dead at 71
  6. 71 წლის ასაკში THE VELVET UNDERGROUND-ის ლიდერი ლუ რიდი გარდაიცვალა. „ტაბულა“