Nothing Else Matters
| „Nothing Else Matters“ | ||
|---|---|---|
![]() |
||
| სინგლი, შემსრულებელი - მეტალიკა | ||
| ალბომიდან Metallica | ||
| B-მხარე | Enter Sandman (ცოცხალი)/ Harvester of Sorrow (ცოცხალი)/ Nothing Else Matters (დემო) |
|
| გამოსვლის თარიღი | 1992 | |
| ფორმატი | CD სინგლი | |
| ჩაიწერა | ოქტომბერი, 1990 - ივნისი, 1991 One on One Recording ლოს ანჯელესი კალიფორნია |
|
| ჟანრი | მძიმე მეტალი, სასიყვარულო ბალადა | |
| ხანგრძლივობა | 6:28 | |
| ლეიბლი | Elektra | |
| სიმღერის ავტორი | ჰეტფილდი, ულრიხი | |
| პროდიუსერი | ჯეიმზ ჰეტფილდი ლარს ულრიხი ბობ როკი |
|
| მეტალიკა - სინგლების ქრონოლოგია | ||
| The Unforgiven (1991) |
Nothing Else Matters (1992) |
Wherever I May Roam (1992) |
Nothing Else Matters — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სინგლი ალბომიდან Metallica, რომელმაც 1992 წელს მეთერთმეტე ადგილს მიაღწია ბილბორდის ჩარტში ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები და მრავალ ქვეყანაში საუკეთესო ათეულებში მოხვდა.
სექციების სია |
ისტორია[რედაქტირება]
ჯეიმზმა Nothing Else Matters შესავალი მის მეგობარ გოგონასთან ტელეფონზე საუბრისას დაწერა. სიმღერის ტექსტიც მას ეძღვნება. სანამ ცალი ხელით ყურმილი ეჭირა, მეორეთი გიტარას უკრავდა. საუბრის დასრულების შემდეგ დაუმატა კიდევ გარკვეული შტრიხები.
ჯეიმზი ამბობს:
სიმღერა გახდა ჰიტი და განსაკუთრებული დამახასიათებელი შტრიხი მეტალიკას კონცერტებისათვის. ესაა მეტალიკის იმ მცირერიცხოვანი სიმღერებიდან ერთ-ერთი, სადაც გიტარის სოლოს ჰემეტის მაგივრად ჰეტფილდი ასრულებს.
მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება]
მუსიკალური ვიდეოს პრემიერა 1992 წლის 26 თებერვალს MTV-ზე შედგა. კლიპის რეჟისორი იყო ადამ დუბინი. მოიცავს ნაწყვეტებს დოკუმენტური ფილმიდან A year and a half..., რომელიც გადაღებულია „შავ ალბომზე“ მუშაობისას. ერთ ეპიზოდში ნაჩვენებია როგორ უკრავს ჰეტფილდი თორმეტ სიმიან გიტარაზე. MTV აღარ უშვებს ამ ვიდეოს დღის საათებში, რადგან მასში ჩანს სტუდიაში დაკიდული პოსტერები, რომლებზედაც შიშველი ადამიანები არიან გამოსახულნი. ასევე ჩანს კიფ უინგერის ფოტო, რომელსაც ლარსი, როგორი შთაბეჭდილებაც იქმნება, მოკლე ხელით სატყორცნ ისრებს ესროდა.
ალტერნატიული ვერსიები[რედაქტირება]
| „Nothing Else Matters“ | ||
|---|---|---|
| სინგლი, შემსრულებელი - მეტალიკა | ||
| ალბომიდან S&M | ||
| B-მხარე | For Whom the Bell Tolls(S&M ვერსია)/ -Human |
|
| გამოსვლის თარიღი | 2000 | |
| ფორმატი | CD სინგლი | |
| ჩაიწერა | 21-22 აპრილი, 1999 წელი, ბერკელის საზოგადოებრივი თეატრი, კალიფორნია | |
| ჟანრი | მძიმე მეტალი, აკუსტიკური როკი | |
| ხანგრძლივობა | 6:47 | |
| ლეიბლი | Elektra | |
| სიმღერის ავტორი | ჰეტფილდი, ულრიხი | |
| პროდიუსერი | ჯეიმზ ჰეტფილდი ლარს ულრიხი ბობ როკი მაიკლ კემენი |
|
| მეტალიკა - სინგლების ქრონოლოგია | ||
| Die, Die My Darling (1999) |
Nothing Else Matters '99 (2000) |
No Leaf Clover (2000) |
S&M და ლიფტის ვერსია[რედაქტირება]
„შავი ალბომის“ გამოსვლიდან მცირე ხანში ჯგუფის პროდუსერმა ბობ როკმა შესთავაზა მეტალიკას Nothing Else Matters-თვის დაემატებინათ ორკესტრი. დაუკავშირდნენ სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორს, მაიკლ კემენს, და სთხოვეს დაეწერა მათთვის საორკესტრო პარტია და გაუგზავნეს მას სიმღერის ჩანაწერი. მაიკლმა დაწერა და გამოუგზავნა აღნიშნული პარტია, მაგრამ მას აღარავინ დაკავშირებია.
მალე მაიკლ კემენი 1992 წელს გრემის დაჯილდოვების ცერემონიაზე შეხვდა ჯგუფს კულისებში. მათ მოასმენინეს სიმღერის ე.წ. „ლიფტის ვერსია“(Elevator Version, განთავსებულია სინგლის Sad But True B-გვერდზე). ესაა ჩანაწერი, სადაც ელექტრული გიტარები ჩანაცვლებულია აკუსტიკურით (სოლოს შესრულების დროსაც კი), ისმის მხოლოდ ჯეიმზის ხმა, გიტარა და ორკესტრი. მაიკლს მოეწონა იგი და შესთავაზა ჯგუფს კონცერტის ჩატარება ორკესტრთან ერთად. ამ მომენტისთვის ჯგუფი მხოლოდ დაპირდა, რომ იფიქრებდნენ ამაზე. შედეგად 1999 წლის 21-22 აპრილს ჩაატარეს კონცერტი ორკესტრთან ერთად და გამოუშვეს ამ კონცერტის ჩანაწერი ალბომად, სახელწოდებით S&M, რომელშიც შედის Nothing Else Matters „გაორკესტრებული“ ვერსიაც.
Nothing Else Matters '99[რედაქტირება]
მეტალიკამ 2000 წლის 4 იანვარს გამოუშვა სინგლი Nothing Else Matters '99, რომელშიც შესულია სიმღერის S&M ვერსია, ხოლო B-გვერდზე - For Whom The Bell Tolls (S&M ვერსია) და Human. ამ ვერსიაში ჯეიმზი მთლიან სიმღერას უკრავს აკუსტიკურ გიტარაზე, სოლოს დროსაც კი.
ქავერები[რედაქტირება]
სიმღერის პოპულარობამ და იმ ფაქტმა, რომ შედარებით მეტალიკის სხვა სიმღერებთან ადვილი დასაკვრელია, გამოიწვია ქავერების სიმრავლე. დღეისათვის ცნობილია Nothing Else Matters-ის ორმოცზე მეტი ქავერი, რომლებსაც ასრულებენ: Apocalyptica, String Quartet, Scott D. Davis, Gregorian, Marco Masini და სხვები.
პერსონალი[რედაქტირება]
- ჯეიმზ ჰეტფილდი – მთავარი ვოკალი, რიტმური გიტარა
- კირკ ჰემეტი – მთავარი გიტარა
- ჯეისონ ნიუსტედი – ბასი, შემცვლელი ვოკალი
- ლარს ულრიხი – დრამი
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
-
Nothing Else Matters - ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
