ჯეიმზ ჰეტფილდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეიმზ ჰეტფილდი
ჯეიმზ ჰეტფილდი 2012 წელს
ჯეიმზ ჰეტფილდი 2012 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯეიმზ ალან ჰეტფილდი
დაბ. თარიღი 3 აგვისტო, 1963
წარმოშობა დოვნეი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი, მძიმე როკი, მოდერნ როკი
საქმიანობა ვოკალისტი, გიტარისტი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
აქტიური 1981 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Warner Bros., Elektra, Megaforce, Vertigo
საიტი Metallica.com

ჯეიმზ ალან ჰეტფილდი (დ. 3 აგვისტო, 1963) — ვოკალისტი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი, მძიმე მეტალ-ჯგუფ მეტალიკის თანადამაარსებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ბავშვობა[რედაქტირება]

ჯეიმზი დაიბადა სატვირთო ავტომობილის მძღოლისა და ოპერის მომღერლის ოჯახში 1963 წლის 3 აგვისტოს. მისი ოჯახის ქრისტიანობა და რელიგიურობა ხშირად მოიხსენიება როგორც საფუძველი ჯეიმზის „ტანჯული სულის“ თემატიკის მისსავე ლირიკასა და ლექსებში. მისი მამა, ვირგილი (რომელმაც მოგვიანებით ოჯახი მიატოვა) და დედა, სინტია იმდენად იყვნენ გატაცებულნი რელიგიით, რომ უარყოფდნენ ყოველგვარ წამალს და რწმენის იმედად იყვნენ მაშინაც კი, როცა სინტია სიმსივნეთი კვდებოდა (ეს ფაქტი მოგვიანებით აისახა სიმღერაში The God That Failed).

მუსიკალური გავლენა[რედაქტირება]

ჯეიმზი პირველად დაკვრის ხელოვნებას 9 წლის ასაკში ეზიარა ფორტეპიანოს გაკვეთილებზე, შემდეგ მისი ძმის, დეივის ბარაბანებს ურახუნებდადა, ბოლოს, 14 წლის ასაკში, გადავიდა გიტარაზე.

ჯეიმზზე, მისივე თქმით, ბავშვობაში ძირითადი მუსიკალური გავლენა აეროსმიტმა მოახდინა. სწორედ ეს ჯგუფი იყო მიზეზი, რის გამოც ჯეიმზმა გიტარაზე დაკვრა გადაწყვიტა. სხვა ჯგუფებმა და მუსიკოსებმა, როგორებიც არიან მოუტერჰედი, UFO, ZZ Top, ბლექ საბათი, საქსონი, დაიმონდ ჰედი, ჯონი კეში, დორსი, ჯიმი ჰენდრიქსი, კრიმი, The Who, ჰენკ უილიამსი უმცროსი, კისი, რაში, აირონ მეიდენი, ელის კუპერი, უაილონ ჯენინგსი, ჰენკ უილიამსი, ლაინარდ სკაინარდი, Judas Priest , ტედ ნუგენტი, AC/DC, ბლუ ოისტერ კალტი, ვენომი, ლედ ზეპელინი, ენვილი, იეარდბერდსი და Thin Lizzy ასევე დიდი გავლენა მოახდინეს მასზე და მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე.

ადრინდელი წლები[რედაქტირება]

პირველად მუსიკალური მწვერვალების დაპყრობა ჯეიმზმა ჯგუფ ობსეშენში სცადა. ჯგუფი შედგებოდა ძმები ველოზებისაგან ბასზე და დრამზე და ჯიმ არნოლდი გიტარაზე. ჯგუფს მხარში ედგა რამდენიმე მეგობარი, რონ მაკგოვნი და დეივ მარსი. ობსეშენის დაშლის შემდეგ ტრიო მარსი-ჰეტფილდი-მაკგოუნი აგრძელებდა დაკვრას.

ფანტომ ლორდი — ჰეტფილდის მეორე ჯგუფია. ლა ბრეაში გადასვლის შემდეგ, ჯეიმზი შევიდა სკოლაში Brea Olinda, სადაც ის შეხვდა დრამერ ჯიმ მულიგანს. მალე მათ დაემატათ ჰიუ ტანერი… ამის შემდეგ ჩამოყალიბდა ფანტომ ლორდი. ჰიუ გიტარაზე, ჯიმი დრამზე, ჯეიმზი მღეროდა და უკრავდა გიტარაზე. ჯგუფმა გამოიცვალა რამდენიმე ბასისტი იმ მომენტამდე, სანამ ჯეიმზმა არ დაამთავრა სკოლა და დაბრუნდა უკან დოვნიში. აქ ჯეიმზი გადავიდა სახლში, რომელიც რონ მაკგოუნის მშობლებს ეკუთვნოდა, და რომელიც უნდა დანგრეულიყო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაფართოების გამო. ეს სახლი იდეალური იყო ჯეიმზისა და რონისათვის, რომ თავზე დაემხოთ, „ცეცხლი დაენთოთ“. ასე ჩამოყალიბდა ლიზერ ჩარმი.

ჯეიმზის მესამე ჯგუფი — ლიზერ ჩარმი — შედგებოდა ფანტომ ლორდის ყოფილი წევრებისაგან. ჯეიზს და რონს შეუერთდნენ ჰიუ ტანერი და ჯიმ მულიგანი. ლიზერ ჩარმი უფრო წარმატებული ცდა აღმოჩნდა. ჯგუფი უკრავდა როგორც საკუთარ სიმღერებს, ისე ქავერებს, მაგალითად, ქუიეტ რიოტის „Slick Black Cadillac“ და აირონ მეიდენის „Remember Tomorrow“. ჯგუფმა მოახერხა რამდენიმე კონცერტზე დაკვრა და ჩაწერა პირველი დემო, მაგრამ დაშლა დაიწყო. პირველმა ჯგუფი ტანერმა დატოვა — ჩაანაცვლეს ტროი ჯეიმზით. შემდეგ მულიგანი წავიდა უფრო პროგრესულ ჯგუფში. საბოლოო ანგარიშში ლიზერ ჩარმი დაიშალა.

მეტალიკა[რედაქტირება]

ჯეიმზი შეხვდა ლარს ულრიხს და მათ ჩამოაყალიბეს ახალი ჯგუფი — მეტალიკა. თავიდან ჯეიმზი იყო მთავარი ავტორი მეტალიკის სიმღერების — რიფებიდან დაწყებული ტექსტებით დამთავრებული. დასაწყისში, მეტალიკამ მოსინჯა რამდენიმე განსხვავებული შეთანწყობა გიტარისდა ვოკალის. რამდენიმე ასეთი ცდა ითვალისწინებდა კიდევ ერთი გიტარისტის დამატებას. ჯონ ბუშის მოწვევაც კი სცადეს ჯგუფ არმორედ საინტიდან.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

როცა ის არ წერს, არ მღერის და არ უკრავს, ჯეიმზი ნადირობით იქცევს თავს. რამდენიმე წლის წინ ჯეიმზი დაინტერესდა სნოუბორდინგით.

გიტარები — მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ჯეიმზმა დაიწყო ძველი გიტარების შეგროვება, გამოშვებული 1963 წლიდან — მისი დაბადების წლიდან. მისი პოვნა ავტოფარეხშიც შეიძლება. ამაჟამად მას ჰყავს Chevy BelAir, რომელიც თვითონ ააწყო.

ჰეტფილდს რამდენიმე ტატუ აქვს. ერთი მათგანი გამოსახავს ალში გახვეულ ოთხ კარტს: ტუზს, ცხრიანს, ექვსიანს და სამიანს, რაც მის დაბადების თარიღს აღნიშნავს. მარჯვენა ხელზე გამოსახული აქვს ლათინური ასო M, რომელიც მიანიშნებს მეტალიკაზე, ხოლო მარცხენა ხელზე ასო F, ცოლის, ფრანჩესკას პატივსაცემად.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მეტალიკის დისკოგრაფია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]