The Unforgiven

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„The Unforgiven“
The Unforgiven ყდა
სინგლი, შემსრულებელი - მეტალიკა
ალბომიდან Metallica
B-მხარე Killing Time, So What?, The Unforgiven (დემო)
გამოსვლის თარიღი 28 ოქტომბერი, 1991[1]
ფორმატი CD სინგლი
ჩაიწერა 1990 წლის ოქტომბერი - 1991 წლის ივნისი
სტუდიაში One on One
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
ჟანრი მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 6:27
ლეიბლი Elektra
სიმღერის ავტორი ჯეიმზ ჰეტფილდი
ლარს ულრიხი
კირკ ჰემეტი
პროდიუსერი ბობ როკი
მეტალიკა - სინგლების ქრონოლოგია
Don't Tread on Me
(1991)
The Unforgiven
(1991)
Nothing Else Matters
(1992)

The Unforgivenამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სინგლი 1991 წლის ალბომიდან Metallica. მიუხედავად იმისა რომ ალბომის სხვა სიმღერებთან შედარებით ერთერთი ნელია, მისი რიფები და აკორდების თანამიმდევრობა უდავოდ ერთერთი უმძიმესია. სიმღერის ტექსტი ასახავს ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში რისკი არ გაუწევია და საბოლოოდ ნანობს ამას.

სიმღერა ჯგუფის მესამე ნამუშევარი იყო, რომელმაც ბილბორდის საუკეთესო 40 სიმღერას შორის მოხვდა, დაიკავა რა 35-ე ადგილი. სიმღერაზე გადაღებული იქნა მუსიკალური ვიდეოც, რომელსაც რეჟისორობა მეთიუ მაჰურინმა გაუწია.

როგორ სახელწოდების მიხედვით, ასევე თემატურად, სინგლმა გაგრძელება ჰპოვა კიდევ ორ სიმღერაში: The Unforgiven II ალბომიდან ReLoad და The Unforgiven III ალბომიდან Death Magnetic.

ისტორია[რედაქტირება]

დრამერმა ლარს ულრიხმა განმარტა, რომ ჯგუფს უნდოდა ეცადა რაიმე ახალი იდეა, ბალადის მსგავსი - ნაცვლად სტანდარტული მელოდიური ტაეპებისა და ძლიერი მისამღერისა (რაც დასტურდება მათ წინა ბალადებში Fade to Black, Welcome Home (Sanitarium) და One), ჯგუფმა აირჩია შეეცვალა ეს განლაგება - დინამიური, მძიმე ტაეპები დისტორშენის თანხლებით და რბილი, მელოდიური მისამღერი, რომელსაც კლასიკურ გიტარაზე დაუკრავდნენ.

როგორც ჯეიმზმა მოგვიანებით განაცხადა დოკუმენტურ ფილმში Classic Albums: Metallica - Metallica, სიმღერის შესავალი საყვირზე ძირითადად აღებული იყო ერთერთი ვესტერნიდან და მერე შეცვლილი იყო ისე, რომ წყარო დამალულიყო. მიუხედავად იმისა, რომ მეტალიკას არასოდეს დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი ფილმიდან იყო აღებული შესავალი, გავრცელებული მოსაზრებით იგი არის ენიო მორიკონეს კომპოზიციიდან Showdown , რომელიც მან დაწერა კლინტ ისტვუდის 1965 წლის იტალიური ვესტერნისათვის რამდენიმე დოლარით მეტი.

ცოცხალი შესრულება[რედაქტირება]

The Unforgiven სრულდებოდა საკონცერტო შემადგენლობაში მეტალიკის Nowhere Else to Roam მსოფლიო ტურნეს დროს, რომელიც გაიმართა შავი ალბომის მხარდასაჭერად და გრძელდებოდა 1991-1993 წლებში. იგი კვლავ შესრულდა ტურნეებზე Madly in Anger with the World 2003-2004 წლებში და Escape from the Studio '06. უკანასკნელად შესრულდა World Magnetic ტურნეზე.

The Unforgiven-ის ცოცხალ ვერსიაში შედის მეორე სოლო სიმღერის დასასრულს, რაც ორიგინალურ ჩანაწერში არ გვხვდება.

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება]

სინგლთან ერთად გამოვიდა მუსიკალური ვიდეოც. შავ-თეთრი ვიდეოს თემატიკა იმ ბიჭის გარშემოა, რომელიც მთელ თავის ცხოვრებას პატარა, უფანჯრებო, მთლიანად ქვით ნაგებ ოთახის ტყვეობაში ატარებს. ვიდეო მსვლელობისას იგი ასაკში შედის, ხდება ზრდასრული და მერე მოხუცი. იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე ფანჯარას კვეთს ქვის კედელში, შიგადაშიგ კადრში ჩანს მის მფლობელობაში არსებული საგანი: მედალიონი. შესაძლებელია დავასკვნათ, რომ მეორე ტყვე ცხოვრობს მეორე მხარეს ქვის ოთახში.

ოთახი ჩანს მეტაფორა ცხოვრებაში. ბიჭი შემოცოცდება ოთახში პატარა გვირაბის მეშვეობით, იგი ჩნდება პირველად ამ ოთახში, რაც სიმბოლურ დაბადებას უნდა აღნიშნავდეს. ბიჭი შედის საკუთარი ნებით, არავინ სვამს მას იქ ან კეტავს გვირაბს - ის აშკარად მხოლოდ საკუთარი აზრის ტყვეობაშია: რა უნდა გააკეთოს ამ ოთახში. ბიჭი არასოდეს ჩანს გვირაბის მეშვეობით მოსარგებლე, რაც საჭიროს ხდის განიმარტოს, თუ როგორ ჭამს ბიჭი და როგორ იღებს იგი ზრდასრული ადამიანის ზომის ტანსაცმელს და სხვადასხვა ნივთებს, რომელიც თანდათან ჩნდება კედლებზე. ოთახში არავინ არის, გარდა იმ ბიჭსა/კაცსა - ის ყოველთვის მარტოა ოთახში. ვიდეოს დასაწყისში ჩანს, თუ როგორ იდებს ბიჭი დაწნულ თოკს თავის ჯიბეში. დასასრულისკენ მოხუცი იღებს თოკს და ვხედავთ, რომ თოკზე მიბმულია გასაღები. აღარ ჩანს მედალიონი - მოხუცს აქვს თოკი გასაღებით და იარაღი ბეტონის გასათხრელად. იგი პოულობს ჯიბის საათს ოთახში და აგროვებს ნივთებს კედლებზე. როცა მოხუცი საბოლოოდ დაასრულებს თავისი ფანჯარას, მას მიაქვს ბეტონის ამოჭრილი ნაწილი ოთახის მეორე კედლისკენ და იყენებს მას გვირაბის დასალუქად, რათა კიდევ ერთი ბიჭი არ აღმოჩნდეს იქ. საიდანღაც ბეტონის ამ ამოჭრილ ნაწილზე ჩნდება საკლიტული, რომელიც აძლევს მოხუცს საშუალებას მოათავსოს მასში თავისი გასაღები და დაკეტოს გვირაბი. ვაზი, რომელიც ფანჯარას გარს ერტყმის, ააშკარავებს, რომ მოხუცი არ თხრიდა ფანჯარას მეორე ტყვესთან დასაკავშირებლად - მისი ქმედება მიზანმიმართული იყო საკუთარი ტყვეობის დასრულებისაკენ და შემდგომი ტყვის შემოსვლისგან დაზღვევისაკენ. ვიდეო მთავრდება სცენით, სადაც მოხუცი გასაღებს ფანჯარაში აგდებს და წვება დაბლა სასიკვდილოდ გამზადებული.

არსებობს 11:33 ხანგრძლივობის, თეატრალური ვერსიაც, რომელშიც ვიდეოს წინ უძღვის რამდენიმე წუთის გაცნობითი სცენა. ეს ვერსია შესულია ჯგუფის 2006 წლის მუსიკალური ვიდეო კრებულში The Videos 1989–2004.

ქავერები[რედაქტირება]

სიმღერის ქავერი შეასრულეს ფრენკი ბანალიმ (დრამები), ტონი ფრანკლინმა (ბასი), დაგ პინიკმა (ვოკალი)და ვერნონ რეიდმა (გიტარა) ალბომისთვის Metallic Assault: A Tribute to Metallica.

The Unforgiven შესრულდა ასევე მუსიკის სხვა სტილის მომღერლების მიერ, რომელთა შორის შეიძლება გამოვარჩიოთ ბლუგრას ჟანრში მოღვაწე აირონ ჰორსი, ალბომში Fade to Bluegrass: The Bluegrass Tribute to Metallica; გრეგორიანული გალობის სტილში შეასრულა ჯგუფ გრეგორიანმა, ალბომში Masters of Chant Chapter V, სვიზ პოპ მომღერალმა სტეფანი ჰეინზმანმა სიმღერის ქავერი შეიტანა მისი სადებიუტო ალბომის Masterplan დელუქს გამოცემაში; კლასიკური ინსტრუმენტული ვერსია შეგვიძლია ვიხილოთ ფინური ჯგუფ აპოკალიპტიკის ალბომში Plays Metallica by Four Cellos. ტრიბუტ დუეტმა ჰარპტალიკამ ჩაწერა სიმღერის არფა ვერსია ალბომისთვის Harptallica: A Tribute.

სიმღერების სია[რედაქტირება]

  1. The Unforgiven
  2. Killing Time
  3. So What (მხოლოდ 12-ზე)
  4. The Unforgiven (დემო)

გაგრძელებები[რედაქტირება]

The Unforgiven II[რედაქტირება]

„The Unforgiven II“
The Unforgiven II ყდა
სინგლი, შემსრულებელი - მეტალიკა
ალბომიდან ReLoad
გამოსვლის თარიღი 23 თებერვალი, 1998[2]
ფორმატი CD სინგლი
ჩაიწერა 1996, სტუდიაში The Plant Studios, საუსალიტო, კალიფორნია
ჟანრი მძიმე მეტალი,
მძიმე როკი
ხანგრძლივობა 6:36
ლეიბლი Elektra
სიმღერის ავტორი ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი,
კირკ ჰემეტი
პროდიუსერი ბობ როკი,
ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი
მეტალიკა - სინგლების ქრონოლოგია
The Memory Remains
(1997)
The Unforgiven II
(1998)
Fuel
(1998)

The Unforgiven II ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სინგლია 1997 წლის ალბომიდან ReLoad. დაწერილია ჯეიმზ ჰეტფილდის, ლარს ულრიხის და კირკ ჰემეტის მიერ და წარმოადგენს მათი სიმღერის The Unforgiven(რომელიც შესულია ალბომში Metallica). ორივე სიმღერას მსგავსი მუსიკალური თემები აქვთ: ორივე იწყება მსგავსი საყვირის ხმით. აკორდების თანამიმდევრობა ტაეპების დროს მსგავსია თანამიმდევრობისა The Unforgiven-ის მისამღერში. 11 წლის შემდეგ მეტალიკა კიდევ ერთხელ უბრუნდება ამ თემას სიმღერაში The Unforgiven III ალბომიდან Death Magnetic.

ისევე როგორც სიმღერაზე The Unforgiven, The Unforgiven II-ზე გადაღებული იქნა მუსიკალური ვიდეო, რომელსაც რეჟისორობა კვლავ მეთ მაჰურინმა გაუწია.

სიმღერა ცოცხლად შესრულდა მხოლოდ 1997 წელს ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე მას მერე, რაც ჯგუფმა წლის არტისტის ჯილდო მიიღო.

სიმღერების სია[რედაქტირება]

საერთაშორისო სინგლი, ნაწილი 1
  1. The Unforgiven II
  2. Helpless (ცოცხალი)
  3. The Four Horsemen (ცოცხალი)
  4. Of Wolf & Man (ცოცხალი)
საერთაშორისო სინგლი, ნაწილი 2
  1. The Unforgiven II
  2. The Thing That Should Not Be (ცოცხალი)
  3. The Memory Remains (ცოცხალი)
  4. King Nothing (ცოცხალი)
საერთაშორისო სინგლი, ნაწილი 3
  1. The Unforgiven II
  2. No Remorse (ცოცხალი)
  3. Am I Evil? (ცოცხალი)
  4. The Unforgiven II (დემო)
ამერიკული სინგლი
  1. The Unforgiven II
  2. The Thing That Should Not Be (ცოცხალი)
იაპონური EP
  1. The Unforgiven II
  2. The Thing That Should Not Be (ცოცხალი)
  3. The Memory Remains (ცოცხალი)
  4. No Remorse (ცოცხალი)
  5. Am I Evil? (ცოცხალი)
  6. The Unforgiven II (დემო)

The Unforgiven III[რედაქტირება]

„The Unforgiven III“
სიმღერა , შემსრულებელი მეტალიკა
ალბომი Death Magnetic
გამოსვლის თარიღი 12 სექტემბერი, 2008[3]
ჟანრი მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 7:47
ხმისჩამწერი ლეიბლი Warner Bros.
ავტორი ჯეიმზ ჰეტფილდი
ლარს ულრიხი
კირკ ჰემეტი
რობერტ ტრუჰილო
პროდიუსერი რიკ რუბინი
Death Magneticსიმღერების სია
„Cyanide“
(6)
The Unforgiven III „The Judas Kiss“
(8)


მუსიკალური ნაწყვეტები:

The Unforgiven III ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერაა 2008 წლის ალბომიდან Death Magnetic. ეს სიმღერა მეორე გაგრძელებაა სინგლისა The Unforgiven, რომლის მოსმენაც შესაძლებელია ალბომში Metallica. იგი წარმოადგენს პრეცენდენტს სიმღერისათვის The Unforgiven II ალბომიდან ReLoad რომელიც აღნიშნული სიმღერის მეორე გაგრძელებაა. მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენს ტრილოგიის ნაწილს, The Unforgiven III სტრუქტურულად არ გავს მის წინა ნაწილებს. იგი საყვირის ნაცვლად ფორტეპიანოს მელოდიური პარტიით იწყება და გაგრძელებისასაც მსგავსება არ იგრძნობა. სიმღერა სცენაზე პირველად 2010 წლის 14 აპრილს შესრულდა ოსლოში, ნორვეგია.[4]

პერსონალი[რედაქტირება]

პოზიცია ჩარტებში[რედაქტირება]

The Unforgiven
ქვეყანა პოზიცია
ავსტრალია
10[5]
საფრანგეთი
28[6]
ნიდერლანდები
25[7]
შვედეთი
32[8]
ახალი ზელანდია
24[9]
აშშ
35[10]
გაერთიანებული სამეფო
15[11]
The Unforgiven II
ჩარტი/ქვეყანა პოზიცია
მეინსტრიმული როკ ტრეკები, აშშ
2[12]
ბილბორდის ცხელი ასეული, აშშ
59[13]
გაერთიანებული სამეფო
15[11]
ავსტრია
18[14]
საფრანგეთი
89[14]
ნიდერლანდები
16[14]
ბელგია
45[14]
შვედეთი
8[14]
ფინეთი
1[14]
ნორვეგია
8[14]
ავსტრალია
9[14]
ახალი ზელანდია
22[14]
კანადის ცხელი ასეული
89[15]
The Unforgiven III
ქვეყანა პოზიცია
შვეიცარია
12[16]
ბელგია
50[16]
შვედეთი
34[16]
ფინეთი
16[16]
ნორვეგია
8[16]
დანია
24[16]
ავსტრალია
41[16]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. სინგლი The Unforgiven. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2012-06-26.
  2. სინგლი The Unforgiven II. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2012-06-26.
  3. ალბომი Death Magnetic. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2012-06-26.
  4. სიმღერა The Unforgiven III. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2012-06-26.
  5. METALLICA - THE UNFORGIVEN (SONG). Australian-Charts.com. წაკითხვის თარიღი: 2012-07-09.
  6. METALLICA - THE UNFORGIVEN (CHANSON). Lescharts.com. წაკითხვის თარიღი: 2012-07-09.
  7. METALLICA - THE UNFORGIVEN (NUMMER). Dutchcharts.nl. წაკითხვის თარიღი: 2012-07-09.
  8. METALLICA - THE UNFORGIVEN (SONG). Swedishcharts.com. წაკითხვის თარიღი: 2012-07-09.
  9. METALLICA - THE UNFORGIVEN (SONG). Charts.org.nz. წაკითხვის თარიღი: 2012-07-09.
  10. The Unforgiven - Metallica. Billboard.com. წაკითხვის თარიღი: 2012-07-09.
  11. 11.0 11.1 METALLICA - THE UNFORGIVEN (SONG). Officialcharts.com. წაკითხვის თარიღი: 2012-06-03.
  12. მეინსტრიმული როკ ტრეკები“. ბილბორდი (1998 წლის 28 თებერვალი, გვ: 75). წაკითხვის თარიღი: 2012-07-09. 
  13. The Unforgiven II - Metallica. Billboard.com. წაკითხვის თარიღი: 2012-07-09.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 14.6 14.7 14.8 METALLICA - THE UNFORGIVEN II (SONG). Australian-Charts.com. წაკითხვის თარიღი: 2012-07-09.
  15. The Unforgiven III - Metallica. Billboard.com. წაკითხვის თარიღი: 2012-07-09.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 16.6 METALLICA - THE UNFORGIVEN III (SONG). Australian-Charts.com. წაკითხვის თარიღი: 2012-07-09.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Unforgiven&oldid=2568754“-დან