Fuel

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Fuel“
Fuel ყდა
სინგლი, შემსრულებელი - მეტალიკა
ალბომიდან ReLoad
B-მხარე Sad But True (ცოცხალი)/Nothing Else Matters (ცოცხალი)
Wherever I May Roam (ცოცხალი)/One (ცოცხალი)
Until it Sleeps (ცოცხალი)/Fuel (ცოცხალი)/Fuel (დემო)
გამოსვლის თარიღი მარტი, 1998
ფორმატი CD სინგლი
ჩაიწერა 1996
ჟანრი მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 4:29
ლეიბლი Elektra
სიმღერის ავტორი ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი,
კირკ ჰემეტი
პროდიუსერი ბობ როკი
მეტალიკა - სინგლების ქრონოლოგია
The Unforgiven II
(1998)
Fuel
(1998)
Better than You
(1998)
აუდიო ნაწყვეტი
ინფორმაცია ფაილზე

Fuelამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მესამე სინგლი და პირველი სიმღერა 1997 წლის ალბომიდან ReLoad.

სიმღერა[რედაქტირება]

სიმღერა დაწერილია ჯეიმზ ჰეტფილდის, ლარს ულრიხისა და კირკ ჰემეტის მიერ. მისი თემატიკა შესაძლოა აღნიშნავდეს იმ ფაქტს, რომ ხალხს მოსწონს ცხოვრების ტარება მეტისმეტად სწრაფად (როგორც საკუთარი მანქანების).

ცოცხალი შესრულება[რედაქტირება]

როგორც ჩანს, Fuel ჯეიმზის ერთერთი საყვარელი სიმღერაა, როგორც მან მოგვიანებით განაცხადა კონცერტზე Oakland Raiders-ის თამაშის დაწყების წინ:

ვიკიციტატა
„We have to play Fuel...'cause it gets me pumped up!“

[1]

მეტალიკა ხშირად ასრულებდა ამ სიმღერას კონცერტებზე წლების განმავლობაში, მათ შორის 1999 წლის კონცერტზე სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით (დირიჟორი - მაიკლ კემენი), რომელიც შესულია ცოცხალ ალბომში S&M. ხანდახან სიმღერის დაწყებამდე ჰეტფილდი და ჰემეტი უკრავენ გიტარებზე იმგვარად, რომ შეიქმნას ეფექტი, როდესაც მოტოციკლი სიჩქარეს უმატებს და გადაცემათა კოლოფში სიჩქარეებს ცვლის (როგორც ეს S&M-შია).

ქავერ და ტრიბუტ ვერსიები[რედაქტირება]

  • 2003 წელს მეტალიკისადმი მიძღვნილ საღამოზე, MTV Icon, ავრილ ლავინმა შეასრულა ამ სიმღერის ქავერი ცოცხლად. ლავინის ვერსია გამოჩნდა ასევე ბონუს CD-ზე, რომელიც შედიოდა მისივე შეზღუდული რაოდენობით გამოცემულ DVD-ის My World შემადგენლობაში.
  • ჯგუფმა Iron Horse შეასრულა ასევე ამ სიმღერის ქავერი.

დემო[რედაქტირება]

არსებობს ამ სიმღერის რამდენიმე დემო. Fuel-ის ერთერთ დემო ვერსიას ერქვა Fuel For Fire და ჩაიწერა 1995 წელს. მას ჰქონდა ალბომის ვერსიისგან განსხვავებული ტექსტი. Fuel დემო ვერსიის ტექსტით გამოჩნდა ვიდეოში Cunning Stunts. მეორე დემო ვერსიას აშკარად ერქვა უბრალოდ Fuel.

სიმღერა პოპულარულ მედიაში[რედაქტირება]

Fuel იყო მთავარი თემა NASCAR-ის გადაცემებისთვის NBC-სა და TNT-ზე შუა 2001 წლიდან 2003 წლის სეზონებამდე. 2001 წლის სეზონზე სიმღერის დასაწყისი შეძახილი (Give me fuel, Give me fire, Give me that which I desire!) ამოღებული იქნა მისი ტერორისტულ კონტექსტში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტებთან ასოციაციის გამო. სიმღერის დემო ვერსია Fuel For Fire გამოჩნდა NASCAR Full Throttle CD-ზე. ტექსტი „Fuck 'em, man“ დატოვილი იქნა ცენზურის გარეშე ყველა ამერიკულ როკ რადიო სადგურებში 2004 წლამდე.

Fuel შეტანილია ასევე ვიდეო თამაშების კონსოლ PlayStation-ისთვის განკუთვნილ თამაშში Hot Wheels Turbo Racing და Test Drive Off-Road: Wide Open PlayStation 2-სა და Xbox სისტემებისთვის. Fuel ასევე შესულია მუსიკალურ ვიდეო თამაშში Guitar Hero: Metallica და Apple iPhone-ის თამაშში Tap Tap Revenge 2.

NASCAR-ის მძღოლებმა კაილ ბაშმა და ჯოი ლოგანომ გამოიყენეს ეს სიმღერა როგორც მათი მთავარი თემა WWE Raw-ს ეპიზოდში, რომელშიც ისინი წარმოადგენდნენ სტუმარ-მასპინძელს იმ ღამისთვის (26 ოქტომბერი, 2009).

ლურჯმა ანგელოზებმა გამოიყენეს ეს სიმღერა მათი Sneak Pass/Vertical Rolls-ის განმავლობაში როგორც მათი საჰაერო ჩვენების ნაწილი.

სიმღერა გამოყენებული იქნა ასევე სატელევიზიო სერიალ ექიმი ჰაუსის მეექვსე ეპიზოდში ცნობილი უცნობები.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ბრიტანული CD სინგლი 1
  1. Fuel
  2. Sad But True (ცოცხალი)
  3. Nothing Else Matters (ცოცხალი)
ბრიტანული CD სინგლი 2
  1. Fuel
  2. Wherever I May Roam (ცოცხალი)
  3. One (ცოცხალი)
ბრიტანული CD სინგლი 3
  1. Fuel
  2. Until It Sleeps (ცოცხალი)
  3. Fuel (ცოცხალი)
  4. Fuel (დემო)

ყველა ცოცხალი სიმღერა ჩაწერილია 1998 წლის 20 აპრილს, ბრიზბენში, ავსტრალია.

პოზიცია ჩარტებში[რედაქტირება]

ჩარტი (1998) პიკური
პოზიცია
ბრიტანული სინგლების ჩარტი 31
აშშ-ის ბილბორდის ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები 6

პერსონალი[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Fuel&oldid=2568744“-დან