Black Sabbath

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Black Sabbath
Black Sabbath 1999-12-16 Stuttgart.jpg
ბიოგრაფია
წარმოშობა ესტონი, ბირმინგემი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი
აქტიური 1968–2006, 2011–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Vertigo, Warner Bros., I.R.S.
ასოციაციები Heaven & Hell
GZR
დიო
საიტი www.blacksabbath.com
წევრები ოზი ოსბორნი
ტონი აიომი
გიზერ ბატლერი
ყოფილი წევრები იხილეთ შემადგენლობა

Black Sabbathინგლისური მძიმე-მეტალ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ბირმინგემში, 1968 წელს. მისი ამჟამინდელი წევრები არიან ოზი ოსბორნი (ვოკალი), ტონი აიომი (გიტარა) და გიზერ ბატლერი (ბას გიტარა). წლების განმავლობაში ჯგუფის შემადგენლობის ცვლილებებს ჰქონდა ადგილი. თავდაპირველად Black Sabbath არსებობდა ჯგუფის „Earth“ სახით, რომელიც ბლუზ-როკს უკრავდა. მაგრამ დროთა განმავლობაში კოლექტივის ტექსტებს ოკულტური ტექსტების გავლენა დაეტყო, ხოლო გიტარებმა შესამჩნევი უხეში ჟღერადობა შეიძინეს. Black Sabbath-ად გარდაქმნილი შემადგენლობა 1970-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. დღეისათვის იგი ითვლება მძიმე მეტალის ერთ-ერთ დამაარსებლად.

1979 წლიდან ოზი ოსბორნი წასული იყო Black Sabbath-ის შემადგენლობიდან. იგი შეცვალა რონი ჯეიმზ დიომ, ჯგუფ „რეინბოუს“ ვოკალისტმა. წლების განმავლობაში მთავარ ვოკალებს ასევე ასრულებდნენ იენ გილანი, გლენ ჰიუზი და ტონი მარტინი. 1997 წელს კვლავ შეიკრიბა ორიგინალური შემადგენლობა (ოსბორნთან ერთად) და ტურნეს შემდეგ გამოსცა ცოცხალი ალბომი Reunion, ხოლო მასში შეტანილი „Iron Man“, რომელიც პირველად ალბომზე Paranoid გამოჩნდა, გახდა „გრემის“ მფლობელი.

უკანასკნელ პერიოდში, დიოს გარდაცვალებამდე, ჯგუფის წევრები ბატლერი და დიო დაკავებულები იყვნენ პროექტით Heaven & Hell. 2011 წლის 11 ნოემბერს, ჰოლივუდში, კლუბში Whisky a Go Go შედგა ჯგუფის ორიგინალურ წევრთა პრეს-კონფერენცია. Black Sabbath-მა გააჟღერა ოფიციალური ინფორმაცია გაერთიანების შესახებ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტონი აიომი მკურნალობდა ლიმფომას, ხოლო ბილ უორდმა (დასარტყმელი საკრავები) უარი თქვა ტურნეში მონაწილეობაზე არახელსაყრელი კონტრაქტის გამო. Black Sabbath-ის მე-19 სტუდიური ალბომი 13, ჩაწერილი სამი წევრის მიერ, გამოვიდა 2013 წლის ივნისში.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Black Sabbath-ის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები

შემადგენლობა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Black Sabbath-ის შემადგენლობა.
მიმდინარე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Black_Sabbath&oldid=2698951“-დან