ალტერნატიული როკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალტერნატიული როკი
ჟანრობრივი წარმომავლობა: პანკ-როკი
პოსტ-პანკი
ჰარდკორ-პანკი
კულტურული წარმომავლობა: ადრეული 1980-იანების დიდი ბრიტანეთი და აშშ
დამახასიათებელი ინსტრუმენტები: გიტარა - ბასი - დასარტყმელი საკრავები
მეინსტრიმული პოპულარობა: 1990-იან წლებში გრანჟის და ბრიტპოპის წარმატებამდე - შეზღუდული. მას შემდეგ, ფართოდ გავრცელდა. თუმცა, ბევრი არტისტი ისევ ანდერგრაუნდში მოღვაწეობს.
ქვეჟანრები
ბრიტპოპი - კოლეჯ-როკი - დრიმ-პოპი - გოთიკური როკი - გრანჟი - ინდი-პოპი - ინდი-როკი - ნოიზ-პოპი - ფეისლი ანდერგრაუნდი - პოსტ-როკი - შუგეიზინგი - ტუი პოპი
აღრეული ჟანრები
ალტერნატიული მეტალი - გოთაბილი - ინდუსტრიული როკი - მედჩესტერი - პოსტ-პანკის აღორძინება - რაიოტ გრრრლი
რეგიონული განშტოებები
მასაჩუსეტსი - სიეტლი - ილინოისი - მერილენდი - მანჩესტერი
სხვა თემები
ჯგუფები - კოლეჯის რადიო - ისტორია - ინდი მუსიკა - ლოლაპალუზა

ალტერნატიული როკი (ასევე, ალტერნატიული მუსიკა ან უბრალოდ ალტერნატივა) (ინგლ. Alternative music, ასევე, ძირითადად დიდ ბრიტანეთში, — indie) როკ მუსიკის ჟანრია რომელიც 1980-იან წლებში გამოჩნდა და პოპულარობა 1990-იან წლებში მოიპოვა. ტერმინი „ალტერნატიული“ გამოგონებულ იქნა, რათა აღეწერა პანკ-როკით შთაგონებული ჯგუფები დამოკიდებელი რეკორდ ლეიბლებით, რომელიც იმ დროის მეინსტრიმულ ჟანრებში არ ჯდებოდნენ. როგორც მუსიკალური ჟანრი, ალტერნატივა შეიცავს სხვადასხვა ქვეჟანრებს რომლებიც ამოტივტივდნენ დამოუკიდებელი მუსიკიდან ეს ჟანრები არიან: გრანჟი, ბრიტპოპი, გოთიკური როკი, და ინდი-პოპი. 80-იან წლებში ალტერნატიული მუსიკიდან მხოლოდ რამდენიმე ჯგუფი იყო პოპულალური. ორმა ასეთმა ჯგუფმა R.E.M. და The Cure დიდი კომერციული მოგება ნახა, მაგრამ ნამდვილი წარმატება ალტერნატიულმა როკმა 90-იან წლებში მოიპოვა, როდესაც მეინსტრიმში ნირვანა გამოჩნდა. 1991 წელს, სინგლის „Smells Like Teen Spirit“-ის წყალობით, ჯგუფმა პოპულარული გახადა ალტერნატიული როკის ერთ-ერთი ქვეჟანრი — გრანჟი. პარალელურად, სიეტლში დაარსებულმა გრანჟ ჯგუფებმა ასევე მოიპოვეს პოლულარობა და შედეგად, 1990-იანი წლების აშშ-ს რადიოსადგურებსა და მუსიკალურ ტელევიზიებში ალტერნატიული როკი დომინანტ ჟანრად იქცა.

ტერმინი[რედაქტირება]

სანამ ალტერნატიულ როკს ის სახელი დაერქმეოდა რაც დღეს ქვია ბევრი სხვა აღნიშვნვა გამოიცვალა. 80 იან წლების ამერიკაში მას კოლეჯ-როკს უწოდებდნენ, ინგლისში კი მას ინდის ეძახდნენ. სიტყვა ალტერნატივა პირველად 1980-იანების შუა წლებში გაჟღერდა, მაგრამ ოფიციალურად ტერმინი ალტერნატიული როკი 1990 წელს დამკვიდრდა.

გადახედვა[რედაქტირება]

ალტერნატივა არსებითად არის "underground" მუსიკა, რომელიც 80 იანების შუაგულში ამოტივტივდა პანკ-როკ მოძრაობის კვალდაკვალ. ალტერნატიული როკ ჯგუფები 80 იანი წლებში დაშორებულნი იყვნენ მეინსტრიმისგან და კომერციული წარმატებისგან. ისინი ძირითადად პატარა კლუბებში უკრავდნენ მცირერიცხვოვანი ფანების თანხლებით. ალტერნატიული ჯგუფისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტებია გიტარა ბას-გიტარა დასარტყამი და ხანდახან პიანინო. პიანინოს ძირითადად ბრიტპოპ-ჯგუფები იყენებენ ( coldplay keane )ამ ჟანრის ჯგუფები ხშირად იყენებენ fuzz და feedback ეფექტებს გიტარებზე. ეს განსაკუთრებით ერთ-ერთ სუბჟანრში Grungeში არის შესამჩნევი. ალტერნატივის ტექსტები სხვა როკის ჟანრებზე მეტად ეხება სოციალურ თემებს: ნარკოტიკებს, დეპრესიას, ალკოჰოლს და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა რომ რომ 80 იანებს არტისტების ალბომები არცთუისე დიდი ტირაჟით იყიდებოდა მათ მაინც დიდი გავლენა მოახდინეს გვიანდელ ალტერნატიულ ჯგუფებზე და საფუძველი ჩაუყარეს მათ წარმატებას.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Harris, John. Britpop!: Cool Britannia and the Spectacular Demise of English Rock. Da Capo Press, 2004. ISBN 0-306-81367-X.
  • Lyons, James. Selling Seattle: Representing Contemporary Urban America. Wallflower, 2004. ISBN 1-903364-96-5.
  • Reynolds, Simon. Rip It Up and Start Again: Postpunk 1978–1984. Penguin, 2006. ISBN 0-14-303672-6.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]