მოუტერჰედი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოუტერჰედი
მოუტერჰედის კონცერტი 2005 წლის მაისში ედმონტონში, ალბერტა, კანადა.
მოუტერჰედის კონცერტი 2005 წლის მაისში ედმონტონში, ალბერტა, კანადა.
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი, სპიდ მეტალი, როკ-ენ-როლი[1][2]
აქტიური 1975 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Sanctuary, SPV, Epic, GWR, Bronze
ასოციაციები Hawkwind, The Head Cat, Girlschool, The Damned, ოზი ოსბორნი, Headgirl, Thin Lizzy, Persian Risk, Fastway, Corrosion of Conformity, King Diamond, Ice-T
საიტი www.imotorhead.com
წევრები
იან „ლემი“ კილმისტერი
ფილ კემპბელი
მიკი დი

მოუტერჰედი (ინგლ. Motörhead წარმოითქმის /ˈmoʊtərhɛd/) — ბრიტანული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1975 წელს. მისი დამაარსებელია ბასისტი, ვოკალისტი და სიმღერების ავტორი იან ფრეიზერ კილმისტერი, რომელიც უფრო მეტად ცნობილია თავისი სასცენო სახელით „ლემი“. იგი ჯგუფის ერთადერთი უცვლელი წევრია წლების განმავლობაში. ჯგუფს ხშირად მიიჩნევენ ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღის იმ წევრების წინამორბედად, რომელთაც ახალი სული შთაბერეს მძიმე მეტალს გვიან 1970-იანებსა და ადრეულ 1980-იანებში.[3] ხშირად პაუერ ტრიოს სახით, მოუტერჰედს ჰქონდა გარკვეული წარმატება ადრეულ 1980-იანებში რამდენიმე წარმატებული სინგლით ბრიტანეთის საუკეთესო ორმოც სიმღერას შორის. ალბემებმა Overkill, Bomber, Ace of Spades და ნაწილობრივ No Sleep 'til Hammersmith გაამყარეს მოუტერჰედის პოზიციები, როგორც დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი მოწინავე ჯგუფისა.[4]

მოუტერჰედი, ტრადიციულად, ითვლება მძიმე მეტალის შემსრულებლად. მათ მიერ ჟანრში პანკ-როკის ელემენტების ჩართვა დაეხმარა სპიდ მეტალისა და თრეშ მეტალის პიონერებს.[5] ლემი, მიუხედავად იმისა, რომ არ მოსწონს ისეთი ლეიბლები, რომლებიც მათ მუსიკას მარტივად „როკ-ენ-როლს“ უწოდებენ, ხშირად ხსნის ჯგუფის კონცერტებს ფრაზით: „ჩვენ მოუტერჰედი ვართ. ჩვენ ვუკრავთ როკ-ენ-როლს.“[6] მოუტერჰედის მიდგომა სიმღერისადმი უცვლელი დარჩა მათი კარიერის განმავლობაში: უკრავენ, რაც სიამოვნებთ და რაც ყველაზე უკეთ გამოსდით. ადრეული როკ-ენ-როლის დაფასება მათ მიერ აისახება მათივე შესრულებულ ზოგიერთ ქავერში. მოუტერჰედის ტექსტები მოიცავს შემდეგ თემებს: ომი, სიკეთე ბოროტების წინააღმდეგ, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ფსიქო-აქტიური ნივთიერებების გამოყენება და „ცხოვრება გზაში“. ჯგუფის განმასხვავებელი ლოგო ეშვებიანი სახითა და გარეული ტახის არაგაბარიტული რქებით, ჯაჭვებითა და კბილანებით, შექმნილია მხატვარ ჯო პეტანიოს მიერ 1977 წელს მათი სადებიუტო ალბომისთვის Motörhead, მას შემდეგ მისი სხვადასხვა ვარიანტები მომდევნო ალბომების ყდებზეც გამოჩნდა. ეშვებიანი სახე მოხსენიებულია სხვადასხვაგვარად, როგორც „საბრძოლო ღორი“,[7] ასევე „ამოშვერილი კბილები“.[8] ჯგუფს უკავია ოცდამეექვსე ადგილი VH1-ის სიაში მძიმე როკის ასი უდიდესი შემსრულებელი.[9]

ახლანდელი წევრები[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მოუტერჰედის წევრების სია.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მოუტერჰედის დისკოგრაფია.
გამოსვლის
თარიღი
სახელწოდება
1975 On Parole
1977 Motörhead
1979 Overkill
1979 Bomber
1980 Ace of Spades
1982 Iron Fist
1983 Another Perfect Day
1986 Orgasmatron
1987 Rock 'n' Roll
1991 1916
1992 March ör Die
1993 Bastards
1995 Sacrifice
1996 Overnight Sensation
1998 Snake Bite Love
2000 We Are Motörhead
2002 Hammered
2004 Inferno
2006 Kiss of Death
2008 Motörizer
2010 The Wörld Is Yours

ლიტერატურა[რედაქტირება]

პიტერ ბაკლი (2003). The Rough Guide to Rock. ლონდონი: Rough Guides. ISBN 1-85828-201-2. 

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ბაკლი, 2003, გვ. 587, „represented muscular, deadly rock and roll
  2. ბაკლი, 2003, გვ. 588, „No holds barred, no-frills, rock 'n' roll
  3. ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღა. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2009-04-13.
  4. LosingToday-ის მიმოხილვები. ჟურნალი LosingToday. წაკითხვის თარიღი: 2007-02-11.
  5. სტეფენ ერლევაინი. მოუტერჰედის ბიოგრაფია. Allmusic. ციტატა: „Motörhead wasn't punk rock... but they were the first metal band to harness that energy and, in the process, they created speed metal and thrash metal.“ წაკითხვის თარიღი: 2008-12-19.
  6. ინტერვიუ ლემი კილმისტერთან. ჟურნალი Classic Rock. დაარქივებულია ორიგინალიდან 2 თებერვალი, 2008-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-04-04.
  7. ტედ კეროლი. მოუტერჰედი. Ace. წაკითხვის თარიღი: 2009-08-14.
  8. ეშმაკი დეტალებში: ორგაზმატრონი. Shana Ting Lipton. წაკითხვის თარიღი: 2009-08-14.
  9. VH1: მძიმე როკის ასი უდიდესი შემსრულებელი: 1-50:. Rock On The Net (22 თებერვალი, 2009). წაკითხვის თარიღი: 2009-05-10.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: