Damage, Inc. Tour
| Damage, Inc. Tour | ||
|---|---|---|
| საკონცერტო ტურნე, გამართული მეტალიკის მიერ | ||
| ჩატარების ადგილები | ევროპა, ჩრდილოეთი ამერიკა | |
| ალბომი | Master of Puppets | |
| დაწყების თარიღი | 27 მარტი, 1986 | |
| დასრულების თარიღი | 13 თებერვალი, 1987 | |
| კონცერტების რაოდენობა | 142 | |
| მეტალიკის ტურნეების ქრონოლოგია | ||
| Ride the Lightning Tour (1985) |
Damage Inc. Tour (1986-1987) |
Monsters of Rock Tour 1987 (1987) |
Damage, Inc. Tour იყო ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის 1986-1987 წლებში გამართული საკონცერტო ტურნე. იგი ჩატარდა მათი სტუდიური ალბომის, Master of Puppets, მხარდასაჭერად, რომელიც გამოვიდა 1986 წლის 3 მარტს. ტურნეს სახელწოდება შთაგონებული იყო აღნიშნული ალბომის ბოლო სიმღერით. მეტალიკა მხარს უჭერდა ოზი ოსბორნს მარტიდან აგვისტომდე, ხოლო დანარჩენ ნაწილში თავად იყო მთავარი ჯგუფი.[1] ეს ტურნე ჯგუფისთვის უბედურებებთან ასოცირდება, რადგან ჯეიმზმა მიიღო მაჯის ტრავმა, რის გამოც იგი, როგორც გიტარისტი, ორჯერ ჩაანაცვლა ტექნიკოსმა ჯონ მარშალმა.[2][3] ტურნე უკანასკნელი აღმოჩნდა კლიფ ბარტონისთვის: 1986 წლის 27 სექტემბერს ტურნეს ევროპული ნაწილის განმავლობაში იგი ავტოკატასტროფაში დაიღუპა შვედეთში.[2] ჯგუფმა ოქტომბერში დაგეგმილი ყველა კონცერტი გააუქმა. მეტალიკამ ახალი ბასისტის მისაღებად ჯგუფში მოსმენა მოაწყო და ორმოცამდე ბასისტიდან ჯეისონ ნიუსტედი შეარჩია, რომელიც მომავალ მსოფლიო ტურნეზე წარუდგინა პუბლიკას.[3]
სექციების სია |
სიმღერების სია [რედაქტირება]
- კლიფ ბარტონთან ერთად
(აღებულია 1986 წლის 28 მაისის შოუდან)
- Battery
- Master of Puppets
- For Whom the Bell Tolls
- Welcome Home (Sanitarium)
- The Thing That Should Not Be
- (Anesthesia) Pulling Teeth (სოლო ბას გიტარაზე)
- Damage, Inc.
- Fade to Black
- Seek & Destroy
- Creeping Death
- The Four Horsemen
- საგიტარო სოლო
- Am I Evil? (დაიმონდ ჰედის ქავერი)
- Whiplash
- ჯეისონ ნიუსტედთან ერთად
(აღებულია 1986 წლის 30 ნოემბრის შოუდან)
- Battery
- Master of Puppets
- For Whom the Bell Tolls
- Welcome Home (Sanitarium)
- Ride the Lightning
- სოლო ბას გიტარაზე
- Whiplash
- The Thing That Should Not Be
- Fade to Black
- Seek & Destroy
- Creeping Death
- The Four Horsemen
- საგიტარო სოლო
- Am I Evil? (დაიმონდ ჰედის ქავერი)
- Damage, Inc.
- Fight Fire with Fire
პერსონალი [რედაქტირება]
- ჯეიმზ ჰეტფილდი — მთავარი ვოკალი, რიტმური გიტარა;
- კირკ ჰემეტი — მთავარი გიტარა;
- ლარს ულრიხი — დრამები;
- კლიფ ბარტონი — ბას გიტარა, შემცვლელი ვოკალი.
- ჯეისონ ნიუსტედი — ბას გიტარა, შემცვლელი ვოკალი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ მეტალიკა 1984 წლიდან – 1986 წლის 27 მარტამდე. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2007-11-30.
- ↑ 2.0 2.1 მეტალიკა 26 ივნისიდან – 27 სექტემბრამდე, 1986. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2007-11-16.
- ↑ 3.0 3.1 მეტალიკა 1986 წლის ოქტომბრიდან – 1987 წლის მარტამდე. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2007-11-30.