Ride the Lightning (სიმღერა)
| Ride the Lightning | |||||
|---|---|---|---|---|---|
| სიმღერა , შემსრულებელი მეტალიკა | |||||
| ალბომი | Ride the Lightning | ||||
| გამოიცა | 27 ივლისი, 1984[1] | ||||
| ჩაიწერა | 20 თებერვალი-14 მარტი, 1984 წელი, სტუდიაში Sweet Silence Studios, კოპენჰაგენი, დანია | ||||
| ჟანრი | თრეშ მეტალი | ||||
| ხანგრძლივობა | 6:36 | ||||
| ხმისჩამწერი ლეიბლი | Megaforce, Music for Nations, Elektra, Vertigo |
||||
| ავტორი | ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი, კლიფ ბარტონი, დეივ მასტეინი |
||||
| პროდიუსერი | მეტალიკა, ფლემინგ რასმუსენი |
||||
| Ride the Lightning — სიმღერების სია | |||||
|
|||||
Ride the Lightning — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა და მეორე ტრეკი მათივე ამავე სახელწოდების ალბომიდან.
Ride the Lightning მეტალიკის პირველი სიმღერაა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სამართლის სისტემის საცოდაობაზე და ერთ-ერთია იმ ორი სიმღერიდან, რომლის შექმნაში თავისი წვლილი ჯგუფის ყოფილ წევრს, დეივ მასტეინსაც მიუძღვის. მას მიიჩნევენ ალბომის ...And Justice for All ტექსტების იდეის შექმნის წინაპირობად.[2] მასში ასახულია იმ პიროვნების სულიერი ტანჯვა, აზრები და გრძნობები, რომელიც დამნაშავედ ცნეს და ელექტრო სკამისთვის გაწირეს, მის მდგომარეობას უშუალოდ სიკვდილით დასჯის წინ, რომელიც მას არ დაუმსახურებია.[2][3][4] ტექსტი სიმღერის ბოლოს „Wakened by the horrid scream, freed from the frightening dream“ ნათლად მიუთითებს, რომ ყველაფერი სიმღერაში აღწერილი იყო მხოლოდ ფანტაზია, აზრები და გრძნობები.[3][4]
სიმღერის ავტორები არიან კლიფ ბარტონი, ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი და დეივ მასტეინი.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ ალბომი Ride the Lightning. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-06-28.
- ↑ 2.0 2.1 Ride the Lightning. Encyclopedia Metallica. წაკითხვის თარიღი: 2011-06-28.
- ↑ 3.0 3.1 Ride the Lightning. Songfacts.com. წაკითხვის თარიღი: 2011-06-28.
- ↑ 4.0 4.1 Ride the Lightning. Songmeanings.net. წაკითხვის თარიღი: 2011-06-28.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Ride the Lightning საიტზე YouTube
- სიმღერების საუკეთესო ათეული ალბომიდან Ride the Lightning
- სიმღერის ტექსტის ინერპრეტაციები
-
Ride the Lightning - ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.