ბრძოლა სამხრეთ კოლხეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერძნების სამხედრო ექსპედიცია
სპარსეთის სამოქალაქო ომის ნაწილი
თარიღი ძვ. წ. 401
მდებარეობა სამხრეთ კოლხეთი. პონტოს მთიანეთი
შედეგი ბერძნების გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
ბერძნებმა აიღეს სტრატეგიული სიმაღლე
მხარეები
ბერძნები
  • დაქირავებული ბერძენი ჰოპლიტები
კოლხური ტომები
მეთაურები
ქსენოფონტი უცნობია
ძალები
10 ათასი უცნობია
დანაკარგები
უცნობია თუმცა უმნიშვნელო უცნობია თუმცა სერიოზული

ბრძოლა სამხრეთ კოლხეთში — ბერძნების სამხრეთ კოლხეთში გავლისას მომხდარი ბრძოლა ბერძენ ჰოპლიტებსა და სამხრეთ კოლხეთში მცხოვრებ ტომებს შორის.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 410 წლისათვის აქემენიდებს კოლხები, მოსინიკები და ხალიბები აღარ ემორჩილებოდნენ. მეფე არტაქსერქსე II-ს (ძვ. წ. 404–ძვ. წ. 359) აუჯანყდა საკუთარი ძმა კიროსი, რამაც განაპირობა აქემენიანთა გავლენის დაკარგვა იმპერიის პერიფერიებზე. კიროსი, რომელიც კაბადოკიისა და ლიდიის სატრაპი იყო. მან საკუთარი ჯარების გასაძლიერებლად დაიქირავა უცხო ძალები, რომელთა შორისაც იყვნენ ბერძენი ჰოპლიტები. მათ მეთაურობდა ქსენოფონტი. მეფე კიროსი ბაბილონთან მომდარ ბრძოლაში დაიღუპა, მისი ლაშქარი კი დაიშალა. ბერძნებმა გადაწყვიტეს კავკასიის გავლით ქალაქ ტრაპიზონში ჩასვლა და იქედან სამშობლოში დაბრუნება. 10 000-ან არმიას დიდი რაოდენობით სურსათ სანოვაგე სჭირდებოდა რაც ბერძნების ადგილობრივებთან ბრძოლის ძირითადი მიზეზი იყო. ზოგ გამაგრებულ ქალაქს, რომელიც მოიცავდა სიმაგრეთა მთელს სისტემას შტურმით იღებდნენ, ზოგს კი ვერ  იღებდნენ  დაგვერდს უვლიდნენ. ქსენოფონტს, რომელიც სამხედრო  საქმის კარგი მცოდნე იყო, მისი ჩანაწერებიდან ნათლად ჩანს, რომ სამხრეთ კავკასიაში  მცხოვრები ქართველი მოსახლეობა კარგად  ფლობდა მაშინდელი სამხედრო საქმის ძირითად ელემენტებს. კერძოდ, მათ ჰქონდათ სასიმაგრო-საფორტიფიკაციო სპეციალური ნაგებობები-თხრილები, ხის სასიმაგრო კედლები, კოშკები, მიწაყრილები; გააჩნდათ იმ დროისათვის მოწინავე რკინის  იარაღი; შუბი, სატევარი, ცული, მშვილდ-ისარი; ინდივიდუალრი თავდაცვის საშუალებები: ფარი, მუზარადი, ჯავშანი; ფლობდნენ საომარ ხერხებს: სწრაფი იერიში, გადაჯგუფება, რელიეფის მოხაერხებულად გამოყენება. უკვე ტრაპიზონთა მიახლოებისას ქსენოფონტს მოუწია სამხრეთ კოლხეთში გავლა სადაც ადგილობრივებმა ამჯერად სიმაგრეების გარეთ გაუმართეს ბრძოლა.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლხური ტომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლხური სამხედრო აღჭურვილობის სპეციფიკაზე ნათლად მეტველებს მწირი არქეოლოგიური მასალა. მასზე ასევე მოგვითხრობს ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე როდესაც აღწერს სპარსეთის არმიაში კოლხ, მოსონიკ და ტიბერან მოლაშქრეებს, რომლებიც თან გაყვნენ ქსერქსეს არმიას საბერძნეთის კამპანიაში. ტომებად დაქსაქსული კოლხეთის ტერიტორია არ წარმოადგენდა ძლიერ და ორგანიზებულ სამხედრო სისტემის მქონე რეგიონს, ამიტომაც მოსახლეობა თავად აღიჭურვებოდა და ადგილობრივ პირობებში იოლად მოსაპოვებელ და მწირ ფინანსურ ხარჯებზე გათვლილ საჭურველს და იარაღს იმზადებდა. ჩვეულებრივი კოლხი მეომრის დამახასიათებელი აღჭურვილობა იყო ხის მრგვალი ტყავგადაკრული ფარი, ტყავის ან ხისაგან დამზადებული ჩაფხუტი, ტყავის ან სელის აბჯარი, მოკლე ხელშუბები, აგრეთვე რკინის მოკლე სატევრები ან უკეთეს შემთხვევაში ადგილობრივი ბრინჯაოს ან რკინისაგან დამზადებული კოლხური ცული. რკინისაგან დამაზადებული ხარისხიანი აღჭურვილობის და იარაღის ქონა კი მხოლოდ დიდგვაროვნებს და შეძლებულ მეთემეებს შეეძლოთ. მათი რიცხვი კი მთლიან მოსახლეობაში სკამაოდ მწირი იყო. ბრძოლაში ასევე იხსენიებიან კოლხი მხედრები, რომლებიც როგორც ჩანს ადგილობრივი ტომების დიდგვაროვნები და მმართველი ოჯახის წევრები უნდა ყოფილიყვნენ.

ბერძნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერძნები იმ პერიოდის უდიდესი სამხედრო პოტენციალის მქონე მეომრები იყვნენ. უმაღლესი ხარისხის აღჭურვილობა, უნიკაური წვრთვნა და მაღალი დონის სამხედრო ორგანიზებულობა ამ ხალხის ერთ ერთი მთავარი ღირსება იყო. ბერძნულ დორიულ ფალანგას მძიმედ შეიარაღებული (მახვილებით, შუბებით, ფარებით,  მუზარადებით, საბარკულებით, ჯავშნებით) მეომრების, ჰოპლიტების მწკრივად (დაახლოებით 15 მწკრივი) დალაგებულ მწყობრს უწოდედნენ, რომელიც მთელს ხაზზე იყოაგებული. ფალანგა ბერძენთა ჯარის ძირითად საბრძოლო დანაყოფს წარმოადგენდა და სწორ რელიეფზე მოქმედებისას შემჭიდროვებული, დამრტყმელი ფრონტის ხაზს ქმნიდა, რაც მას მრისხანე ძალად აქცევდა. ფალანგის მწკრივების სისწორისათვის აუცილებელი იყოფეხაწყობილი სიარული, რაც მკაცრი წვრთვნით, დისციპლინით და მუსიკალურისაკრავებით ტაქტის დაცვით მიიღწეოდა. ასეთი სამხედრო მწყობრები ფაქტობრივად შეუვალი სამხედრო ძალა იყო. ეს მეთოდი მოგვიანებით დაიხვეეწა მაკედონური ფალანგის შექმნით.

ბრძოლის მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ჩანს სამხრეთ კოლხეთში ბერძნების გადაადგილების მარშრუტის შესახებ კოლხების სამხედრო ხელმძღვანელობას დაზვერვის ცნობები ჰქონდა. ამიტომ, როდესაც ქსენოფონტი სტრატეგიულ სიმაღლეს მიუახლოვდა კოლხი მეომრები სამხედრო მზადყოფნაში დახვდნენ. მათი სამხედრო რაზმები საზღვართან მდებარე სტრატეგიულ მაღლობზე იყვნენ განლაგებულები, საიდანაც გზა იხსნებოდა ტრაპიზონის რეგიონისკენ, ეს ადგილი აღმოსავლეთ პონტოს და ლაზეთის მთიანეთში უნდა ყოფილიყო (ამჟამად მდებარეობს თურქეთში). კოლხები მართობულად მოიქცნენ, როდესაც სტრატეგიულ სიმაღლეზე განალაგეს თავიანთი მხედრობა. კოლხთა ძირითადი დანაყოფის სპეციალლურწყობას სამხედრო საქმის კარგად მცოდნემ, ბერძნების მხრიდან ბრძოლის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ხეირისოფოსმა "კოლხური ფალანგა" უწოდა (ანაბასისი IV, VII, 17). ბერძენთა ჯარის ხელმძღვანელობამ, როგორც ჩანს მნიშვნელოვნად ჩათვალა კოლხური ლაშქრის ხელსაყრელი სტრატეგიული პოზიცია და სპეციალური ტაქტიკური წყობა. ამის გამო ბერძნებმა ბრძოლის ტრადიციული ტაქტიკა შეცვალეს. ეს კი იმის მოწმობა უნდა იყოს, რომ "კოლხური ფალანგა" საკმაოდ საშიშ ძალას წარმოადგენდა. ასევე რთული იყო ამ სიმაღლის მძიმედ აღჭურვილი ჰოპლიტებით იოლად დაძლევა.

"როდესაც მოწინაამღდეგემ (ბერძენი მეომრები) შენიშნა, ისინი გამოემართნენ მათკენ, ხოლო შემდეგ მოულოდნელად გაიშალნენ ნაწილი მარჯვნივ, ხოლო ნაწილი-მარცხნივ; ამგვარი  გადაჯგუფებით  თავიანთი ფალანგის ცენტრში ფართე დერეფანი შექმნეს" (ანაბსისი IV, VII, 17).

ბრძოლა ბერძნებმა დაიწყეს. მათ მცირე რაზმებად „ლოქოსებად“ დაყოფილებმა ორგანიზებულად შეუტიეს მაღლობს. კოლხური ტომები კი საერთო ხაზს ქმნიდნენ ცალკეული დანაყოფების გარეშე, ქვეითების უკან იდგნენ მშვილდოსნები, ხოლო მათ უკან ცხენოსანთა რაზმი. პირველი შეტევის მიმდინარეობისას ბერძენთა  ფრონტალური შეტევის დროს  კოლხთა ფალანგა  სწრაფად, ორ მწყობრად გაიყო. ამ ქმედებით ფალანგის ნახევარი მარცხნივ, მეორე ნახევარი კი მარჯვნივ გადაჯგუფდა. ამ მანევრით კოლხთა მეთაურობამ გარკვეული რთული სამხედრო მოქმედება განახორციელა. ისინი ცენტრალური ფალანგის გახსნით აპირებდნენ ბერძნები ზურგში შეეტყუებინათ და შემდეგ ფალანგებიდან აპირებდნენ თავდასხმას. უკან მდგარი მშვილდოსანთა რაზმის და მხედრობის დახმარებით კი მათ მომწყვდევას სრულ დანადგურებას. მოცემული მანევრით კოლხებმა თავიდან აიცილეს ლოქოსებისაგან გარშემოვლის საშიშროება. სარდლობამ ტაქტიკურად საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად საშიში მანევრი განახორციელა. თუმცა ლოხებმა დაძლიეს მათი წინაამღდეგობა და კოლხებს ძლიერი სამხედრო წყობით ფარების და შუბების კედლით-მანევრული გადაჯგუფებით უკან დახევა აიძულეს. სარდლობამ ვერ შეძლო პოზიციის შენარჩუნება. ჰოპლიტების ფრონტალურმა შეტევამ წყობა ე. წ. "კოლხური ფალანგა" მოშალა, ხოლო მათ უკან მდგარმა მხედრობამ უბრძოლველად მიატოვა სიმაღლე და იქვე ახლოს მდებარე სიმაგრეს შეაფარა თავი. ბერძნებმა შეძლეს სტრატეგიული სიმაღლის გადალახვა და მათ გზა გაეხსნათ მოგზაურობის უკანასკნელ პუნქტამდე ტრაპეზუნტამდე. სამწუხაროდ ამ სიმაღლის სახელი, ზუსტი მდებარეობა ან ახლომდებარე რომელიმე დასახლების სახელწოდება ჩვენთვის უცნობია, ამიტომ ბრძოლის სახელიც ასევე უსათაუროდ რჩება. თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო ცნობაა ქართველური ტომების ზოგიერთი სამხედრო ტაქტიკის, მანევრის და სამხედრო საქმის ცოდნის მასშტაბების და დეტალების გასარკვევად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსენოფონტი. "ანაბასისი" თავი V. VI. VII
  • გ. გამყრელიძე "ომი და შეიარაღება იბერია კოლხეთში" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010 წ.)
  • ნ. ბერულავა "კოლხური შეიარაღების განვითარება ადრეანტიკურ და ელინისტურ ხანაში"