მახელონები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მახელონები — ერთ-ერთი ძველი დასავლურ-ქართული ტომი, შეიძლება იგივე მაკრონები (მახელონები მათი სახელის მოდიფიკაცია უნდა იყოს). V საუკუნის ანონიმი მწერალი მახელონებს ჰენიოხებთან ერთად მოიხსენიებს შავიზღვისპირა რაიონში, ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით, ახლანდელი რიზესა და ათინას შორის. მახელონებსა და ჰენიოხებს, II საუკუნის ავტორის ფლავიუს არიანეს ცნობით, საკუთარი პოლიტიკური გაერთიანება — „სამეფო“ ჰქონდათ, რომლის მეფე 131 წელს ყოფილა ანქიალე. „ანქიალეს სასახლე“, ე. ი. დედაქალაქი მდებარეობდა მდინარე პრიტანიდაზე (ახლანდელი ათინის აღმოსავლეთით 7-8 კმ-ზე), იმპერატორი ტრაიანე ანქიალეს შეხვედრია პართიაზე ლაშქრობის დროს ქალაქ სატალაში და დაუსაჩუქრებია. „მახელონებისა და ჰენიოხების სამეფო“ რომის ერთგული მოკავშირე ყოფილა. მახელონიას იხსენიებს ირანის მბრძანებელი შაბურ I-იც (242-272) თავისი ქააბა-ი-ზარდოშტის წარწერის ბერძნული ვარიანტში ირანს დაქვემდებარებული ქვეყნების დასახელების დროს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959;
  • მელიქიშვილი გ., ქსე, ტ. 6, გვ. 519, თბ., 1983