აფსირტე

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფსირტე (Apsyrtos), კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის ძე და მემკვიდრე (დაახლ. ძვ. წ. XIII საუკუნე). ბერძნული მითის მიხედვით მოტყუებით მოკლეს არგონავტებმა ოქროს საწმისის გატაცებისას.


[რედაქტირება] ვერსიები

ზოგიერთი მითის მიხედვით, აფსირტე არგონავტების ლაშქრობის დროს ჯერ კიდევ ძუძუს წოვდა. სხვა ვერსიით ისიც არგოში ჩაჯდა, მედეამ თან წაიყვანა (აპოლოდ. 19, 23), გემზე ნაწილ-ნაწილ დაკეპა, ზღვაში გადაყარა და ვიდრე მდევარი აიეტი წმინდა ნაწილებს კრეფდა, არგონავტები დაწინაურდნენ. უფრო ცნობილი თქმულებით, რაც არგონავტიკაშია ფიქსირებული, აფსირტე მდევარ კოლხთა ფლოტს სარდლობს, მედეამ ვითომ მოსალაპარაკებლად მიიტყუა ტაძარში, სადაც ჩასაფრებულმა იასონმა მახვილით მოკლა (აპოლოდ. 1,9, 23-24). ასევე მისი სახელობისსაა ქალაქი აბსირტი გმირის დაღუპვის ადგილას. კორპ. კეისარ.

პირადი ხელსაწყოები