ურარტული ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ურარტული ენა
გავრცელებულია ურარტუ
ლინგვისტური კლასიფიკაცია ჰურო–ურარტული ენები
ენის კოდები ISO 639-2 : mis
ISO 639-3=xur

ურარტული ენა — ენა, რომელზეც ლაპარაკობდა ურარტუს ძირითადი მოსახლეობა. დამოწმებულია ურარტული სოლისებრი წარწერებით (ძვ. წ. IX-VI სს.). ენათესავება ძვ. წ. II ათასწლეულში ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს — მითანის სამეფოს მოსახლეობის ენას — ხურიტულს. მასვე უკავშირებენ ნახურ-დაღ. ენებს. ტიპოლოგიურად ზოგიერთ საერთო ნიშანს ხედავენ ქართველურ ენებთანაც.

გრამატიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურარტულ ენას ახასიათებს ერგატიული კონსტრუქცია. ზმნის ფორმებში ბატონობს ობიექტის აღნიშვნა, თუმცა წარწერებით ფიქსირებულ ხანაში იგრძნობა სუბიექტურ წყობაზე გადასვლის ტენდენცია. გაბატონებულია სუფიქსაცია. პრეფიქსაციას ურარტული ენა თითქმის სრულიად არ მიმართავს; არ გააჩნია გრამატიკული სქესის კატეგორია. აქვს მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი. განვითარებული იყო ბრუნვის სისტემა (წრფელობითი, სახელობითი, მოთხრობითი, ნათესაობითი, მიცემითი, მოქმედებითი, ვითარებითი, ადგილობითი ბრუნვები).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]