მოსხები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოსხები — ისტორიულ სამხრეთ საქართველოში მცხოვრები ერთ-ერთი ძველი ქართველი ტომი. ამ ფორმით ეს სახელი გვხვდება ანტიკური ხანის ავტორებთან (ჰეკატეოს მილეტელიდან, ძვ. წ. VI საუკუნიდან, მოყოლებული). მოსხებს თვლიან ძველ აღმოსავლურ (ასურულ, ურარტულ) წყაროებში მოსხენიებული მუშქების შთამომავლებად და უფრო გვიანდელი მესხების წინაპრებად. მიჩნეულია, რომ მუშქების სამეფოს (ანუ ფრიგიის) დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 676) ამ ტომებმა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლეს და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში დამკვიდრდნენ. ძვ. წ. V. საუკუნეში მოსხები სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სხვა ტომებთან ერთად (ტიბარენები, მაკრონები, მოსინიკები, მარები) აქემენიდთა სპარსეთის XIX სატრაპიაში შედიოდნენ. მოსხები მონაწილეობდნენ სპარსეთის მეფის ქსერქსეს ლაშქრობაში საბერძნეთზე. ამ დროს ისინი შეიარაღებული ყოფილან მცირე ფარებით და შუბებით (ასევე იყვნენ შეიარაღებული ტიბარენები, მაკრონები და მოსინიკები).

მოსხების სახელი ეწოდება, ანტიკური მწერლობის ცნობით, მცირე კავკასიონის ერთ-ერთ განშტოებას („მოსხური მთები“). სტრაბონის (I საუკუნე) ცნობით, კოლხეთი მდებარეობდა კავკასიონსა და მოსხურ მთებს შორის.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959;