ტროა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტროის არქეოლოგიური ძეგლი*
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

Troas.png
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 39°57′27″ ჩ. გ. 26°14′20″ ა. გ. / 
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1998  (22-ე სესია)
ნომერი 849
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
გათხრებით აღმოჩენილი ქალაქის გალავნის ფრაგმენტები.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 849
რუს.ინგლ.ფრ.

ტროა (ბერძნ. Τροία ან Τροάς, ასევე Ήλιον; ლათ. Troia, Ilium) — ლეგენდარული ქალაქი, აღწერილი ტროის ომის ციკლში, ილიადაში, ჰომეროსის ძველ ბერძნულ ეპოსში.

ტროა (Truva, Hissarlik 39°58′N 26°13′E) ასევე არქეოლოგიური მიდამოა ანატოლიაში, ჰომეროსის მიერ აღწერილ ადგილას ზღვის პირას დარდანელის სრუტის სამხრეთ დასავლეთში მთა იდას ქვეშ.

ახალი ქალაქი ილიუმი დაფუძნდა ლეგენდარული ილიონის (ტროა) ადგილას რომის იმპერატორ ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში. ხელსაყრელი მდებარეობის წყალობით ქალაქი საკმაოდ მდიდარი იყო, თუმცა კონსტანტინეპოლის დაარსების შემდეგ, ბიზანტიის პერიოდში, ის თანდათან დაკნინდა.

1870 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა ამ ადგილას არქოლოგიური გათხრები წამოიწყო. გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა ერთი მეორის შემდეგ აშენებული რამდენიმე ქალაქი . ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ქალაქი ჰომეროსის ტროად იქნა მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი დასკვნა საკამოთოა, ამ ადგილის იდენტიფიკაცია შესაძლებელი გახდა ჰიტიტურ ტექსტებში ქალაქ ვილუსად; ილიონი (ანუ ვილიონი) ამ სახელის ბერძნული ვარიანტი უნდა ყოფილიყო.

1998 წელს ტროა შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე