ქუჯი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქუჯი — კოლხეთის მეფე (ერისთავი) დაახლოებით ძვ. წ. 325-ძვ. წ. 280 წლებში. ქართლის მეფის, ფარნავაზის მოკავშირე და თანამებრძოლი. რომაელი სარდლის, აზონის წინააღმდეგ ომში ფარნავაზმა დახმარება ქუჯის სთხოვა. ეგრისის მმართველმა მისი წინადადება მიიღო და ქართლის მეფეს შეუერთდა. ფარნავაზი დედასთან და დებთან ერთად ეგრისში გადავიდა. ქუჯიმ ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისათვის დაწყებულ ბრძოლაში პირველობა ფარნავაზს დაუთმო:

ვიკიციტატა
„შენ გეკუთვნის “უფლობა ჩვენი”, როგორც აღმოსავლეთ ქართველს, ანუ ქართლოსის პირდაპირ ჩამომავალსო.“

ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისათვის რამდენიმე წელს გაგრძელდა და ფარნავაზის გამარჯვებით დასრულდა. ქართლის მეფემ ერისთავ ქუჯის საკუთარი და მიათხოვა ცოლად და მათი მოკავშირეობა ნათესაობითაც განამტკიცა. ქუჯი ერისთავმა ეგრისის შუაგულში ააშენა დიდი ქალაქი ციხე-გოჯი, რომლის ნანგრევები დღესაც იწვევს მნახველთა გაოცებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ქუჯი&oldid=2114904“-დან