ოდისეა
ვიკიპედიიდან
დემოდოკეს სიმღერით შეპყრობილი ოდისევსი
ოდისეა (ბერძნ. Ὀδύσσεια ან Odússeia) — ჰომეროსის დაწერილი 24 სიმღერისაგან შემდგეარი ეპიკური პოემა, ბერძნული ლიტერატურის უძველესი ნიმუში, რომელშიც აღწერილია ოდისევსის ხიფათიანი თავგადასავალი ტროიდან ითაკაში. „ილიადასაგან“ განსხვავებით „ოდისეა“ უხვად შეიცავს ზღაპრის ელემენტებს (ცალთვალა კიკლოპები, მოგზაურობა საიქიოში, ნავსიკაას რომანი და სხვ.).

