ანიკეტი (მონა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანიკეტი (* ???; გ. 69) - ყოფილი მონა, დიდი ანტირომაული აჯანყების მოთავე ტრაპეზუნდში. ა.წ. I ს. მან ხელთ იგდო რომაული ფლოტი შავ ზღვაზე, რამდენიმე ნავსადგური და საფრთხე შეუქმნა რომის ბატონობას ამ მხარეში. იმპერატორმა ვესპასიანემ ძლივს შესძლო ამ აჯანყების ჩახშობა. ანიკეტი კოლხეთში გაიქცა, მაგრამ იქაურმა მთავრებმა იგი გასცეს და რომაელებს ჩააბარეს. ანიკეტი სიკვდილით იქნა დასჯილი 69 წელს.