საქართველოს ტერიტორიული მოწყობა
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობა უნდა განისაზღვროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენის შემდეგ. ამჟამად საქართველო დაყოფილია შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებად:
სექციების სია |
ავტონომიური რესპუბლიკები [რედაქტირება]
მხარეები [რედაქტირება]
1994-1996 წლებში საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტების საფუძველზე ექსპერიმენტის ფორმით შეიქმნა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულების 9 დიდი გაერთიანება - მხარე. მხარეში დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები. მხარე არ წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს. სახელმწიფო რწმუნებულების ფუნქციაა, ზედამხედველობა გაუწიონ მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების საქმიანობას. სამხარეო დაყოფა დაახლოებით ემთხვევა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ კუთხეებს.
მუნიციპალიტეტები [რედაქტირება]
საქართველოში, ძირითადად, შენარჩუნდა საბჭოთა კავშირის პერიოდის რაიონული დაყოფა. 2006 წლიდან რაიონებში დამყარდა ადგილობრივი თვითმმართველობა და მათ ეწოდათ მუნიციპალიტეტები. ამჟამად საქართველოში 67 მუნიციპალიტეტია:
- აბაშის მუნიციპალიტეტი
- ადიგენის მუნიციპალიტეტი
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
- ასპინძის მუნიციპალიტეტი
- ახალგორის მუნიციპალიტეტი
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
- ახალციხის მუნიციპალიტეტი
- ახმეტის მუნიციპალიტეტი
- ბაღდათის მუნიციპალიტეტი
- ბოლნისის მუნიციპალიტეტი
- ბორჯომის მუნიციპალიტეტი
- გაგრის მუნიციპალიტეტი
- გალის მუნიციპალიტეტი
- გარდაბნის მუნიციპალიტეტი
- გორის მუნიციპალიტეტი
- გუდაუთის მუნიციპალიტეტი
- გულრიფშის მუნიციპალიტეტი
- გურჯაანის მუნიციპალიტეტი
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
- დმანისის მუნიციპალიტეტი
- დუშეთის მუნიციპალიტეტი
- ვანის მუნიციპალიტეტი
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
- თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი
- თელავის მუნიციპალიტეტი
- თერჯოლის მუნიციპალიტეტი
- თიანეთის მუნიციპალიტეტი
- კასპის მუნიციპალიტეტი
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
- ლენტეხის მუნიციპალიტეტი
- მარნეულის მუნიციპალიტეტი
- მარტვილის მუნიციპალიტეტი
- მესტიის მუნიციპალიტეტი
- მცხეთის მუნიციპალიტეტი
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
- ონის მუნიციპალიტეტი
- ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
- სამტრედიის მუნიციპალიტეტი
- საჩხერის მუნიციპალიტეტი
- სენაკის მუნიციპალიტეტი
- სიღნაღის მუნიციპალიტეტი
- სოხუმის მუნიციპალიტეტი
- ტყიბულის მუნიციპალიტეტი
- ქარელის მუნიციპალიტეტი
- ქედის მუნიციპალიტეტი
- ქობულეთის მუნიციპალიტეტი
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
- ყვარლის მუნიციპალიტეტი
- შუახევის მუნიციპალიტეტი
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
- ცაგერის მუნიციპალიტეტი
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
- წალკის მუნიციპალიტეტი
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- ჭიათურის მუნიციპალიტეტი
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
- ხაშურის მუნიციპალიტეტი
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
- ხობის მუნიციპალიტეტი
- ხონის მუნიციპალიტეტი
- ხულოს მუნიციპალიტეტი
- ჯავის მუნიციპალიტეტი
თვითმმართველი ქალაქები [რედაქტირება]
თვითმმარველი ქალაქები არ შედიან მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში და წარმოადგენენ დამოუკიდებელ თვითმმართველ ერთეულებს. ესენია:
საქართველოს ტერიტორიული მოწყობის ისტორია [რედაქტირება]
საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ ძველ სამეფო-სამთავროებად დაყოფა გაუქმდა და ქვეყნის ადმინიოსტრაციულ ტერიტორიული მოწყობა რუსეთის ინტერესების მიხედვით მოხდა. მთელს კავკასიას იმპერატორის მიერ დანიშნული მთავარმართებელი მართავდა (შემდგომ მეფისნაცვალი), თვითონ კავკასია კი, ისევე როგორც რუსეთი, გუბერნიებად იყო დაყოფილი. გუბერნიები თავის მხრივ მაზრებად იყოფოდა. გარდა ამისა, ზოგიერთ ტერიტორიაზე, რომლებიც შედარებით გვიან იქნა რუსეთის მიერ დაპყრობილი, გუბერნიების ნაცვლად ოლქები ჩამოყალიბდა. გუბერნიების იმ ნაწილში, სადაც ეროვნული და რელიგიური უმცირესობები ჭარბობდნენ, მაზრების ნაცვლად ოკრუგები შეიქმნა და ისინი გუბერნიის განსაკუთრებულ ნაწილს წარმოადგენდნენ.
XIX საუკუნის ბოლოს საქართველოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი თბილისის და ქუთაისის გუბერნიების საზღვრებში იყო მოქცეული. თბილისის გუბერნიაში შედიოდა: თბილისის, გორის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჩალოს, დუშეთის, თიანეთის, თელავის და სიღნაღის მაზრები და ზაქათალის ოკრუგი, ხოლო ქუთაისის გუბერნიაში - ქუთაისის, შორაპნის, სენაკის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ლეჩხუმის და რაჭის მაზრები, სოხუმის, ბათუმის და ართვინის ოკრუგები. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ყარსის ოლქში იყო შეყვანილი და ოლთაისის და არტაანის ოკრუგები შეადგენდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ, რომელიც 1921 წელს იყო მიღებული, ხელახლა განსაზღვრა საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა. საქართველო იყოფოდა 19 ერთეულად - 18 ოლქი და დედაქალაქი თბილისი. ოლქები ძირითადად ემთხვეოდა ყოფილი მაზრების საზღვრებს მცირეოდენი შესწორებით. გარდა ამისა, განსაზღვრული იყო ზოგიერთი ცვლილება. კერძოდ, ახალციხის და ახალქალაქის მაზრები ერთიანდებოდა ახალციხის ოლქად, დუშეთის და თიანეთის მაზრები - ანანურის ოლქად, ოლთაისის და არტაანის ოკრუგები - არტაანის ოლქად. ასევე იქმნებოდა სამი ატონომიური ერთეული: აფხაზეთის (სოხუმის) ავტონომიური ოლქი; სამუსლიმანო საქართველო (ბათუმის მხარე) და ზაქათალას ოლქი. კონსტიტუციით განსაზღვრული დაყოფა ვერ განხორციელდა, რადგან მისი მიღებიდან 4 დღეში მოხდა საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე, საქართველოს ტერიტორიული მოწყობა შეიცვალა. საქართველო დაიყო პატარა ადმინისტრაციულ ერთეულებად, რაიონებად. მათი რიცხვი 60-ზე მეტი იყო. ასეთი წვრილი დაყოფა, მოსახლეობაზე და მეურნეობაზე მკაცრი კონტროლის განსახორციელებლად გაკეთდა. ასევე შეიქმნა სამი ავტონომია : ავტონომიურ რესპუბლიკა), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. 50-იან წლების დასაწყისში შეიქმნა თბილისის და ქუთაისის ოლქები. პირველში გაერთიანდა მთელი აღმოსავლეთი საქართველო (სამხრეთ ოსეთის გარდა), ხოლო მეორეში დასავლეთ საქართველოს რაიონები (აჭარის და აფხაზეთის გარდა). ამ ოლქებმა სულ ორიოდე წელი იარსება და მერე გაუქმდა.
1989 წელს საქართველოში იყო ორი ავტონომიური რესპუბლიკა, ერთი ავტონომიური ოლქი, 69 რაიონი. აქედან ოთხი ქალაქი: ჭიათურა, ტყიბული, წყალტუბო და გაგრა საბჭოებზე დამოკიდებულ ტერიტორიებად ითვლებოდა და რაიონის სტატუსი ოფიციალურად არ ჰქონდა. ცალკე ერთეულად ითვლებოდა ქალაქები: თბილისი, ქუთაისი, სოხუმი, ბათუმი, გორი, ფოთი, ზუგდიდი და ტყვარჩელი. 4488 სოფელი[1] გაერთიანებული იყო 942 სასოფლო საბჭოში. 1990 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ ამ სოფლებიდან 174 დაუსახლებელი იყო
|
|||||||||||||||||
|
|||||||
|
|||||||||||