თბილისის საამირო

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველო 830-1020 წლებში

თბილისის საამიროარაბთა სახალიფოს ვასალური პოლიტიკური ერთეული საქართველოში, არსებობდა 736-1122 წლებში. არაბი ამირები თავიდან მთელ აღმოსავლეთ საქართველოს მართავდნენ, მაგრამ ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად მათი სამფლობელო ნელ-ნელა შემცირდა. IX საუკუნის დასაწყისში საამირო მოიცავდა მხოლოდ ქართლს, ხოლო XI საუკუნიდან — ქალაქ თბილისს და მის მიმდებარე მიწებს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. საამირო საკუთარი დამოუკიდებლობისათვის ებრძოდა ქართულ სამეფო-სამთავროებს, ასევე სახალიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას. საამიროს სამი დინასტიის — შუაბიანთა, შაბანიანთა და ჯაფარიანთა წარმომადგენლები მართავდნენ. 1122 წელს თბილისი არაბთაგან გაათავისუფლა დავით აღმაშენებელმა და საქართველოს დედაქალაქად გამოაცხადა.

[რედაქტირება] თბილისის ამირები

თნილისის ამირები
სახელი მეფობის წლები ტიტული
შუაბიანთა დინასტია
ისმაილ იბნ შუაბი VIII ს.II ნახ.- 813 თბილისის ამირა
მოჰამედ იბნ ათაბი 813829 თბილისის ამირა
ალი იბნ შუაბი 829830 თბილისის ამირა
ისჰაკ იბნ შუაბი (საჰაკი) 830853 თბილისის ამირა
შაბანიანთა დინასტია
მოჰამედ იბნ ხალიდა 853869 თბილისის ამირა
ისე იბნ აშ-შეიხ აშ-შაბანი 869875 თბილისის ამირა
აბრაჰამ შაბანი 875878 თბილისის ამირა
გაბულოცი 878882 თბილისის ამირა
ჯაფარიანთა დინასტია
ჯაფარ I იბნ ალი 882914 თბილისის ამირა
მანსურ იბნ ჯაფარი 914952 თბილისის ამირა
ჯაფარ II იბნ მანსური 952981 თბილისის ამირა
ალი იბნ ჯაფარი 9811011 თბილისის ამირა
ჯაფარ III იბნ ალი 10111045 თბილისის ამირა
აბდულ-ჰეიჯა იბნ ჯაფარი 10451062 თბილისის ამირა
სითილ არაბი 10681080 თბილისის ამირა

1062-1068 და 1080-1122 წლებში თბილისს ქალაქის ბერები განაგებდნენ, ხოლო 1122 წელს თბილისი გაანთავისუფლა დავით IV აღმაშენებელმა.

პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე