ქართველური ენები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართველური ენები, ასევე იბერიული[1] ან სამხრეთკავკასიური ენები ძირითადად საქართველოში მოსახლე ადამიანთა მშობლიური ენებია, მცირეოდენი ჯგუფებით თურქეთში, ირანსა და რუსეთში.

კლასიფიკაცია[რედაქტირება]

ქართველურ ენათა ოჯახში ოთხი ახლომონათესავე ენა შედის:[2][3][4][5][6][7]

  • ქართული : 4,1 მილიონი ადამიანის მშობლიური ენა, აქედან 3,9 მილიონი საქართველოში, დანარჩენი თურქეთსა და ირანში.
  • ზანური ენები
    • მეგრული (მეგრ. მარგალური ნინა) : 600.000 ადამიანის მშობლიური ენა 1989 წლის მონაცემებით, ძირითადად სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონში . აფხაზეთიდან დევნილი მეგრულენოვანი მოსახლეობა გაფანტულია საქართველოს მთელ არაოკუპირებულ ნაწილში, მსხვილი ჯგუფებით თბილისსა და ზუგდიდში.
    • ლაზური (ლაზ. ლაზური ნენა. ქართ. ასევე ჭანური) : 233.000 ადამიანის მშობლიური ენა 1980 წლისთვის, ძირითადად შავი ზღვისპირა რეგიონში ჩრდილოაღმოსავლეთ თურქეთში, და დაახ. 2000-მდე მოსაუბრე აჭარის რეგიონში.
  • სვანური ენა (სვან. ლუშნუ ნინ) : დაახ. 40.000 ადამიანის მშობლიური ენა სვანეთის რეგიონში, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში.

გენეალოგიური ხე[რედაქტირება]


 
 
 
 
 
 
პროტო-ქართველური
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
პროტო-ქართ-ზანური
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
პროტო-ზანური
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
სვანური
 
ლაზური
 
მეგრული
 
ქართული
 
 


ზემოხსენებული ენები ურთიერთგასაგები არაა, თუმცა აშკარაა მათი ნათესაობა. კავშირი ამ ენათა შორის პირველად აღნიშნული იყო ლინგვისტურ ლიტერატურაში ი. გიულდენშტედტის მიერ მე-18 საუკუნეში, რაც მოგვიანებით დადასტურდა გ. როზენის, მ. ბროსესა და ფ. ბოპის მიერ 1840-იან წლებში. ლაზური და მეგრული ზოგჯერ ერთი, ზანური ენის დიალექტებად მიიჩნევა.

მიღებულია, რომ ქართველური ენები ერთი ფუძე-ენიდან, ე.წ. პროტო-ქართველური ენიდან წარმოიშვა, რომელიც დღევანდელი საქართველოსა და ჩრდ. თურქეთის ტერიტორიებზე უნდა ყოფილიყო გავრცელებული. გლოტოქრონოლოგიური ანალიზის საფუძველზე გ. კლიმოვი ამ ენიდან სვანურის გამოყოფის დაწყებას ათარიღებდა დაახლ. ძვ.წ. XIX ს-ით,[7][8] ხოლო ქართ-ზანურის დაშლის დასაწყისს - დაახლ. ძვ. წ. VIII ს-ით.[8] თუმცა თავადვე აღნიშნავდა, რომ ესა უაღრესად წინასწარი დათარიღება და შემდგომი საფუძვლიანი კვლევა აუცილებელია.[7]

შესაძლო კავშირი სხვა ენებთან[რედაქტირება]

ჩრდილო-კავკასიურ ოჯახთან ან სხვა ენებთან ნათესაური კავშირი ჯერ არ დადგენილა. ზოგი ლინგვისტის მოსაზრებით ქართველური ენების ოჯახი შესაძლოა უფრო ვრცელი ნოსტრატული ენების ოჯახის ნაწილი იყო, თუმცა ამგვარი ნათესაობაც საკამათოა.

გარკვეული გრამატიკული მსგავსებანი აღინიშნება ბასკურ ენასთან, განსაკუთრებით ბრუნებაში. თუმცა, ლინგვისტთა უმრავლესობა უარჰყოფს ამგვარ მსგავსებებს, როგორც უმნიშვნელოს და ზედაპირულს, რაც შესაძლოა უბრალო დამთხვევა იყოს, ვიდრე მემკვიდრეობით გადმოცემული თვისება საერთო წინაპარი ენიდან.

ნებისმიერი მსგავსება სხვა ლინგვისტურ წარმონაქმთან შესაძლოა ტერიტორიული სიახლოვის გავლენის შედეგი იყო. ორმხივი სესხების პროცესი (ჩრდილო და სამხრეთ კავკასიურ ენებს შორის) დაფიქსირდა, და ამგვარად სავსებით შესაძლებელია, რომ მას გარკვეულ გრამატიკულ ნიშნებზეც მოეხდინოს გავლენა. დადგენილია გარკვეული ქართველურ-ინდოევროპული ლექსიკური კავშირები ფუძე-ენათა დონეზე.[9], რაც მიეწერება უძველეს კონტაქტებს პროტო-ქართველურ და პროტო-ინდოევროპულ პოპულაციათა შორის.[10]

შედარებითი გრამატიკა[რედაქტირება]

ფონეტიკა[რედაქტირება]

თანხმოვნები[რედაქტირება]

პროტო-ქართველური თანხმოვნები[11][12]
ხშულები აფრიკატები სიბილანტები ნაზალი მთრთოლი ნახევარ-

ხმოვნები

მჟღერი ყრუ მჟღერი ყრუ მჟღერი ყრუ
გლოტ. ფშვინ. გლოტ. ფშვინ.
ბაგისმიერი ბ [b] პ [] ფ [p] მ [m] უ̂ [w]
დენტალი დ [d] ტ [] თ [t] ძ [d͡z] წ [t͡sʼ] ც [t͡s] ზ [z] ს [s] ნ [n] ლ [l]
დენტ-ალვეოლარი ძ₁ [d͡ʐ] წ₁ [t͡ʂʼ] ც₁ [t͡ʂ] ზ₁ [ʐ] ს₁ [ʂ]
ალვეოლარი ჯ [d͡ʒ] ჭ [t͡ʃʼ] ჩ [t͡ʃ] ჟ [ʒ] შ [ʃ] რ [r] ჲ [j]
ველარი გ [g] კ [] ქ [k] ღ [ɣ] ხ [x]
უვულარი ყ [] ჴ [q]
ლარინგალი ჰ [h]
ლატერალი[12] ɬʼ [t͡ɬʼ] ლʿ [ɬ]

კანონზომიერი ბგერათშესატყვისობა[რედაქტირება]

ხმოვნები[12]
პროტო-ქართვ. ქართ. ზან. სვან.
*ა
[ɑ]

[ɑ]

[ɔ]

[ɑ]
*ე
[ɛ]

[ɛ]

[ɑ]

[ɛ]
*ი
[i]

[i]

[i]

[i]
*ო
[ɔ]

[ɔ]

[ɔ]

[ɔ]
*უ
[u]

[u]

[u]

[u]
თანხმოვნები[13]
პროტო-ქართვ. ქართ. ზან. სვან.
*ბ
[b]

[b]

[b]

[b]
*პ
[]

[]

[]

[]
*ფ
[p]

[p]

[p]

[p]
*გ
[g]

[g]

[g]
გ / ჯ
[g] / [d͡ʒ]
*კ
[]

[]

[]
კ / ჭ
[] / [t͡ʃʼ]
*ქ
[k]

[k]

[k]
ქ / ჩ
[k] / [t͡ʃ]
*დ
[d]

[d]

[d]

[d]
*ტ
[]

[]

[]

[]
*თ
[t]

[t]

[t]

[t]
*ზ
[z]

[z]

[z]

[z]
*ზ₁
[ʐ]

[z]

[ʒ]

[ʒ]
*ს
[s]

[s]

[s]

[s]
*ს₁
[ʂ]

[s]

[ʃ]

[ʃ]
*შ
[ʃ]

[ʃ]
შქ / სქ
[ʃk] / [sk]
შგ / სგ
[ʃg] / [sg]
*ც
[t͡s]

[t͡s]

[t͡s]

[t͡s]
*ც₁
[t͡ʂ]

[t͡s]

[t͡ʃ]

[t͡ʃ]
*ჩ
[t͡ʃ]

[t͡ʃ]
ჩქ
[t͡ʃk]
ჩქ / შგ
[t͡ʃk] / [ʃg]
*ძ
[d͡z]

[d͡z]

[d͡z]
ძ / ზ
[d͡z] / [z]
*ძ₁
[d͡ʐ]

[d͡z]

[d͡ʒ]
ჯ / ჟ
[d͡ʒ] / [ʒ]
*ჯ
[d͡ʒ]

[d͡ʒ]
ჯგ / ძგ
[d͡ʒg] / [d͡zg]
ჯგ / სგ
[d͡ʒg] / [sg]
*წ
[t͡sʼ]

[t͡sʼ]

[t͡sʼ]

[t͡sʼ]
*წ₁
[t͡ʂʼ]

[t͡sʼ]

[t͡ʃʼ]

[t͡ʃʼ]
*ჭ
[t͡ʃʼ]

[t͡ʃʼ]
ჭკ / წკ
[t͡ʃʼkʼ] / [t͡sʼkʼ]
ჭკ / შკ
[t͡ʃʼkʼ] / [ʃkʼ]
*ღ
[ɣ]

[ɣ]

[ɣ]

[ɣ]
*ყ
[]

[]
ყ / ჸ / კ
[] / [ʔ] / []

[]
*ხ
[x]

[x]

[x]

[x]
*ჴ
[q]

[x]

[x]

[q]
*უ̂
[w]

[v]

[v]
უ̂
[w]
*რ
[r]

[r]

[r]

[r]
*ლ
[l]

[l]

[l]

[l]
*მ
[m]

[m]

[m]

[m]
*ნ
[n]

[n]

[n]

[n]
*ლʿ
[ɬ]

[s]

[∅]

[l]
*ɬʼ
[t͡ɬʼ]

[t͡sʼ]

[t͡ʃʼ]

[h]

არსებით სახელთა კლასიფიკაცია[რედაქტირება]

ქართველურ ენებში ობიექტები იყოფა გონიერთა (კითხვა „ვინ?“) და არაგონიერთა (კითხვა „რა?“) კლასებად. გრამატიკული სქეს-კატეგორია არ არსებობს.

არსებით სახელთა საკლასიფიკაციო სქემა
კონკრეტული აბსტრაქტული
სულიერი უსულო
ადამიანი და „მსგავსი“ არსებები (მაგ. ღმერთი, ღვთაებები, ანგელოზები) ცხოველები უსულო ფიზიკური ობიექტები აბსტრაქტული ობიექტები
გონიერი არაგონიერი
„ვინ“-კლასი „რა“-კლასი

ბრუნება[რედაქტირება]

ბრუნვის ნიშნები
ბრუნვა მხოლობითი მრავლობითი
მეგრული ლაზური ქართული სვანური მეგრული ლაზური ქართული სვანური
სახელობითი - -ი/-ე - - -ეფ-ი -ეფ-ე -ებ-ი -ა̈რ
მოთხრობითი - - -მა - -ეფ-ქ -ეფე-ქ -ებ-მა -ა̈რ-დ
მიცემითი - - - - -ეფ-ს -ეფე-ს -ებ-ს -ა̈რ-ს
ნათესაობითი -იშ -იშ -ის -იშ -ეფ-იშ -ეფე-შ -ებ-ის -არე-შ
მიმართულებითი -იშა -იშა -- -- -ეფ-იშა -ეფე-შა -- --
დაშორებითი -იშე -იშე -- -- -ეფ-იშე -ეფე-შე -- --
მოქმედებითი -ით -ითე -ით -შუ̂ -ეფ-ით -ეფე-თე -ებ-ით -ა̈რ-შუ̂
ვითარებითი -ო(თ)/-თ -ოთ -ად/-დ - -ეფ-ო(თ) -- -ებ-ად -ა̈რ-დ
დანიშნულებითი -იშო(თ) -- -ისად -იშდ -ეფ-იშო(თ) -- -ებ-ისად -ა̈რ-იშდ
წოდებითი -- -- -ო (/-ვ) -- -- -- -ებ-ო --
ზედსართავის ბრუნების მაგალითი
ძირი: ჯვეშ- (მეგ.), მჯვეშ- (ლაზ.), ძველ- (ქართ.), ჯვინელ- (სვან.)
ბრუნვა მხოლობითი მრავლობითი
მეგრული ლაზური ქართული სვანური მეგრული ლაზური ქართული სვანური
სახელობითი ჯვეშ- მჯვეშ- ძველ- ჯვინელ ჯვეშ-ეფ-ი მჯვეშ-ეფ-ე ძველ-ებ-ი ჯვინელ-ა̈რ
მოთხრობითი ჯვეშ- მჯვეშ-ი- ძველ-მა ჯვინელ- ჯვეშ-ეფ-ქ მჯვეშ-ეფე-ქ ძველ-ებ-მა ჯვინელ-ა̈რ-დ
მიცემითი ჯვეშ- მჯვეშ-ი- ძველ- ჯვინელ- ჯვეშ-ეფ-ს მჯვეშ-ი-ეფე-ს ძველ-ებ-ს ჯვინელ-ა̈რ-ს
ნათესაობითი ჯვეშ-იშ მჯვეშ-იშ ძველ-ის ჯვინლ-იშ ჯვეშ-ეფ-იშ მჯვეშ-ეფე-შ ძველ-ებ-ის ჯვინელ-ა̈რ-იშ
მიმართულებითი ჯვეშ-იშა მჯვეშ-იშა -- -- ჯვეშ-ეფ-იშა მჯვეშ-ეფე-შა -- --
დაშორებითი ჯვეშ-იშე მჯვეშ-იშე -- -- ჯვეშ-ეფ-იშე მჯვეშ-ეფე-შე -- --
მოქმედებითი ჯვეშ-ით მჯვეშ-ითე ძველ-ით ჯვინელ-შუ̂ ჯვეშ-ეფ-ით მჯვეშ-ეფე-თე ძველ-ებ-ით ჯვინელ-ა̈რ-შუ̂
ვითარებითი ჯვეშ- მჯვეშ-ოთ ძველ-ად ჯვინელ- ჯვეშ-ეფ-ო -- ძველ-ებ-ად ჯვინელ-ა̈რ-დ
დანიშნულებითი ჯვეშ-იშო -- ძველ-ისად ჯვინელ-იშდ ჯვეშ-ეფ-იშო -- ძველ-ებ-ისად ჯვინელ-ა̈რ-იშდ
წოდებითი -- -- ძველ- -- -- -- ძველ-ებ-ო --

ზმნა[რედაქტირება]

ქართველურმა ზმნამ შეიძლება გამოხატოს ერთი, ორი, ან სამი გრამატიკული პირი. მოქმედი პირია სუბიექტი, ხოლო მოქმედება ხდება ობიექტების მიმართ (პირდაპირ ან ირიბად). პირი შეიძლება იყოს მხოლობითი ან მრავლობითი. პირთა რაოდენობის შესაბამისად, ზმნები იყოფა ერთ-, ორ- და სამპირიან ზმნებად.

  • ერთპირიან ზმნას გააჩნია მხოლოდ სუბიექტი და ყოველთვის გარდაუვალია.
  • ორპირიან ზმნას გააჩნია სუბიექტი და ერთ-ერთი ობიექტი (პირდაპირი ან ირიბი):
    • პირდაპირი ობიექტის შემთხვევაში ზმნა გარდამავალია;
    • თუ ობიექტი ირიბია - გარდაუვალი.
  • სამპირიან ზმნას გააჩნია ერთი სუბიექტი და ორივე ობიექტი (პირდაპირიც და ირიბიც) და ყოველთვის გარდამავალია.
ზმნის პირიანობის ცხრილი
ერთპირიანი ორპირიანი სამპირიანი
გარდაუვალი გარდამავალი გარდაუვალი გარდამავალი
სუბიექტი + + + +
პირდაპირი ობიექტი + +
ირიბი ობიექტი + +

სუბიექტების და ობიექტების გამოსახატად გამოიყენება სპეციალური აფიქსები.

პირის ნიშნები
სუბიექტური
მხოლობითი მრავლობითი
ძვ.ქართ. ახ.ქართ. მეგ./ლაზ. სვან. ძვ.ქართ. ახ.ქართ. მეგ./ლაზ. სვან.
S1 ვ- ვ- ვ- ხუ̂- ვ-...-თ ვ-...-თ ვ-...-თ ხუ̂-...-(შ)დ (ექსკლ.)

ლ-...-(შ)დ (ინკლ.)

S2 ხ/ჰ- ∅,(ჰ/ს)- ხ-/∅ ხ/ჰ-...-თ ∅,(ჰ/ს)-...-თ ∅-...-თ ხ/∅-...-(შ)დ
S3 -ს,-ა/ო,-ნ,-ედ -ს,-ა/ო -ს,-უ,-ნ (ლ)-...-ს/(ა) -ან,-ენ,-ეს,-ედ -ენ,-ან,-ეს -ან,-ეს (ლ)-...-ხ
ობიექტური
O1 მ- მ- მ- მ- მ- (ექსკლ.)

გვ- (ინკლ.)

გვ- მ-...-თ,-ან,-ეს ნ- (ექსკლ.)

გუ̂- (ინკლ.)

O2 გ- გ- გ- ჯ- გ- გ-...-თ გ-...-თ,-ან,-ეს ჯ-...-ხ
O3 ხ/ჰ,∅- ∅,ს/ჰ/∅- ∅,ხ- ხ/ჰ,∅- ∅,ს/ჰ/∅-...-თ ∅-...-თ,-ან,-ეს ∅,ხ-...-ხ

სპეციალური ნიშნების მეშვეობით ქართველურ ზმნებს შეუძლიათ დანიშნულების ოთხი ტიპის გამოხატვა ("ქცევა"):

  • სათავისო — მოქმედება განკუთვნილია საკუთარი თავისთვის,
  • სასხვისო — მოქმედება განკუთვნილია სხვა (მესამე) პირისთვის,
  • სასხვისო-პასიური — მოქმედება განკუთვნილია სხვისთვის, იმავდროულად სუბიექტის პასიურობის გამოხატულებით,
  • საარვისო — ნეიტრალურია დანიშნულების თვალსაზრისით.
ქცევის ნიშნები
ქცევა მეგრ. ლაზ. ქართ. სვან.
სათავისო -ი- -ი- -ი- -ი-
სასხვისო -უ- -უ- -უ- -ო-
სასხვისო-პასიური -ა- -ა- -ე- -ე-
საარვისო -ო-/-ა- -ო- -ა- -ა-

ძირეული ლექსიკის მაგალითები[რედაქტირება]

რაოდენობითი რიცხვითი სახელები
  პროტო-ქართვ.

ფორმა

ქართ-ზან. სვან.
პროტო-ფორმა ქართ. მეგრ. ლაზ.
ა. ერთი, ბ. სხვა *ს₁ხუ̂ა
[ʂxwɑ]
*ს₁ხუ̂ა
[ʂxwɑ]
სხვა
[sxvɑ]
(ბ)
შხვა
[ʃxvɑ]
(ბ)
ჩქვა / შქვა
[t͡ʃkvɑ] / [ʃkvɑ]
(ბ, კიდევ ერთი)
ე-შხუ
[ɛ-ʃxu]
(ა)
1 -- *ერთი
[ɛrti]
ერთი
[ɛrti]
ართი
[ɑrti]
ართ
[ɑrt]
--
2 *ჲორი
[jɔri]
*ჲორი
[jɔri]
ორი
[ɔri]
ჟირი / ჟჷრი
[ʒiri] / [ʒəri]
ჟურ / ჯურ
[ʒur] / [d͡ʒur]
ჲორი
[jɔri]
3 *სამი
[sɑmi]
*სამი
[sɑmi]
სამი
[sɑmi]
სუმი
[sumi]
სუმ
[sum]
სემი
[sɛmi]
4 *ო(ს₁)თხო
[ɔ(ʂ)txɔ]
*ოთხო
[ɔtxɔ]
ოთხი
[ɔtxi]
ოთხი
[ɔtxi]
ოთხო
[ɔtxɔ]
უ̂-ოშთხუ̂
[w-ɔʃtxw]
5 *ხუ(ს₁)თი
[xu(ʂ)ti]
*ხუთი
[xuti]
ხუთი
[xuti]
ხუთი
[xuti]
ხუთ
[xut]
უ̂ო-ხუშდ
[wɔ-xuʃd]
6 *ექს₁უ̂ი
[ɛkʂwi]
*ექს₁უ̂ი
[ɛkʂwi]
ექვსი
[ɛvksi]
ამშვი
[ɑmʃvi]
ანში
[ɑnʃi]
უსგუ̂ა
[usgwɑ]
7 *შუ̂იდი
[ʃwidi]
*შუ̂იდი
[ʃwidi]
შვიდი
[ʃvidi]
შქვითი
[ʃkviti]
შქვით
[ʃkvit]
ი-შგუ̂იდ
[i-ʃgwid]
8 *არუ̂ა
[ɑrwɑ]
*არუ̂ა
[ɑrwɑ]
რვა
[rvɑ]
რუო / ბრუო
[ruɔ] / [bruɔ]
ოვრო
[ɔvrɔ]
არა
[ɑrɑ]
9 *ც₁ხარა
[t͡ʂxɑrɑ]
*ც₁ხარა
[t͡ʂxɑrɑ]
ცხრა
[t͡sxrɑ]
ჩხორო
[t͡ʃxɔrɔ]
ჩხორო
[t͡ʃxɔrɔ]
ჩხარა
[t͡ʃxɑrɑ]
10 *ა(ს₁)თი
[ɑ(ʂ)ti]
*ათი
[ɑti]
ათი
[ɑti]
ვითი
[viti]
ვით
[vit]
ეშდ
[ɛʃd]
20 -- *ოც₁ი
[ɔt͡ʂi]
ოცი
[ɔt͡si]
ეჩი
[ɛt͡ʃi]
ეჩი
[ɛt͡ʃi]
--
100 *ას₁ი
[ɑʂi]
*ას₁ი
[ɑʂi]
ასი
[ɑsi]
ოში
[ɔʃi]
ოში
[ɔʃi]
აშ-ირ
[ɑʃ-ir]
ნაცვალსახელები
პირის
  პროტო-ქართვ. ქართ. მეგრ. ლაზ. სვან.
მე *მე
[]
მე
[]
მა
[]
მა
[]
მი
[mi]
შენ *სენ
[sɛn]
შენ
[ʃɛn]
სი
[si]
სი
[si]
სი
[si]
ეს *ე-
[ɛ-]
-სა
[ɛ-sɑ]
-ნა
[ɛ-nɑ]
(ჰ)ე-ჲა
[(h)ɛ-jɑ]
-ჯა
[ɛ-d͡ʒɑ]
ჩვენ *ჩუ̂ენ
[t͡ʃwɛn]
ჩვენ
[t͡ʃvɛn]
ჩქი(ნ) / ჩქჷ(ნ)
[t͡ʃki(n)] / [t͡ʃkə(n)]
ჩქინ / ჩქუნ
[t͡ʃkin] / [t͡ʃkun]
თქვენ *სთქუ̂ენ
[stkwɛn]
თქვენ
[tkvɛn]
თქვა(ნ)
[tkvɑ(n)]
თქვან
[tkvɑn]
სგა̈ჲ
[sgæj]
კუთვნილებითი
  პროტო-ქართვ. ქართ. მეგრ. ლაზ. სვან.
ჩემი *ჩ(უ̂)ე-მი
[t͡ʃ(w)ɛ-mi]
ჩე-მი
[t͡ʃɛ-mi]
ჩქი-მი
[t͡ʃki-mi]
ჩქი-მი
[t͡ʃki-mi]
მი-შგუ
[mi-ʃgu]
შენი *შ(უ̂)ენი
[ʃ(w)ɛni]
შენი
[ʃɛni]
სქანი
[skɑni]
სქანი
[skɑni]
ი-სგუ
[i-sgu]
მისი *მ-ის₁
[m-iʂ]
მ-ის-ი
[m-is-i]
მუ-შ-ი
[mu-ʃ-i]
მუ-შ-ი
[mu-ʃ-i]
მ-იჩ-ა
[m-it͡ʃ-ɑ]
ჩვენი *ჩუ̂ენი
[t͡ʃwɛni]
ჩვენი
[t͡ʃvɛni]
ჩქინი / ჩქჷნი
[t͡ʃkini] / [t͡ʃkəni]
ჩქინი / ჩქუნი
[t͡ʃkini] / [t͡ʃkuni]
გუ-შგუ̂ეჲ (ექსკლ.)
[gu-ʃgwɛj]

ნი-შგუ̂ეჲ (ინკლ.)
[ni-ʃgwɛj]

თქვენი *სთქუ̂ენი
[stkwɛni]
თქვენი
[tkvɛni]
თქვანი
[tkvɑni]
თქვანი
[tkvɑni]
ი-სგუ̂ეჲ
[i-sgwɛj]

სოციალური და კულტურული სტატუსი[რედაქტირება]

ქართული ენა საქართველოს ოფიციალური ენაა (მას ქვეყნის მოსახლეობის 90% ფლობს), და ასევე მთავარი ენაა ლიტერატურისა და ბიზნესის წარმართვისთვის ყველა ქართველურ მოსაუბრეთათვის საქართველოში. ამ ენას ორიგინალური და გამორჩეული ანბანი აქვს; უძველესი დღემდე შემორჩენილი ლიტერატურული ტექსტი ამ ენაზე თარიღდება ჩვ.წ. V საუკუნით.

მეგრული ენაც ქართული ანბანით იწერება 1864 წლიდან, განსაკუთრებით 1930-38 წლებში და 1989 წლის შემდეგ, როცა მეგრელებს გარკვეული კულტურული ავტონომია მიეცათ.

ლაზური ენა ძირითადად იწერებოდა 1927-37 წლებში, და ამჟამად თურქეთში, ლათინური ანბანით. თუმცა ლაზური ენა ბოლო დროს საკმაოდ სწრაფად უჩინარდება, ამ ენოვანი ხალხის თურქულ საგოზადოებაში აღრევის გამო.

შენიშვნები[რედაქტირება]

  1. Caucasian languages Encyclopædia Britannica
  2. Boeder (2002), გვ. 3
  3. Boeder (2005), გვ. 6
  4. Gamkrelidze (1966), გვ. 69
  5. ფენრიხი & სარჯველაძე (2000)
  6. ქაჯაია (2001)
  7. 7.0 7.1 7.2 Климов (1998), გვ. 14
  8. 8.0 8.1 Klimov (1994), გვ. 91
  9. Gamkrelidze & Ivanov (1995), გვ. 774-776
  10. Gamkrelidze & Ivanov (1995), გვ. 768
  11. Gamkrelidze (1966), გვ. 70
  12. 12.0 12.1 12.2 Fähnrich (2002), გვ. 5
  13. Fähnrich (2002), გვ. 5-6

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

  • Boeder, W. (2002). Speech and thought representation in the Kartvelian (South Caucasian) languages. In: Güldemann, T., von Roncador, M. (Eds.), Reported Discourse. A Meeting-Ground of Different Linguistic Domains. Typological Studies in Language, vol. 52. Amsterdam/Philadelphia: Benjamins, pp. 3–48. 
  • Boeder, W. (2005). "The South Caucasian languages", Lingua, Vol. 115, Iss. 1-2 (Jan.-Feb.), Pages 5-89
  • Dalby, A. (2002). Language in Danger; The Loss of Linguistic Diversity and the Threat to Our Future. Columbia University Press. 
  • Fähnrich, H. (2002). Kartwelische Wortschatzstudien. Jena: Friedrich-Schiller-Universität. 
  • ფენრიხი, ჰ. & სარჯველაძე, ზ. (2000). ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი. თბილისი. 
  • Gamkrelidze, Th. (1966) "A Typology of Common Kartvelian", Language, Vol. 42, No. 1 (Jan. - Mar.), pp. 69-83
  • Gamkrelidze, Th. & Ivanov, V. (1995). Indo-European and the Indo-Europeans: A Reconstruction and Historical Analysis of a Proto-Language and a Proto-Culture. 2 Vols. Berlin and New York: Mouton de Gruyter. 
  • ქაჯაია, ო. (2001). მეგრულ-ქართული ლექსიკონი. ტ. 1. თბილისი: ნეკერი. 
  • კარტოზია, გ. (2005). ლაზური ენა და მისი ადგილი ქართველურ ენათა სისტემაში. თბილისი: ნეკერი. 
  • Климов, Г. (1964). Этимологический словарь картвельских языков. Москва. 
  • Klimov, G. (1994). Einführung in die kaukasische Sprachwissenschaft. Hamburg: Buske. 
  • Klimov, G. (1998). Etymological Dictionary of the Kartvelian Languages. Berlin: Mouton de Gruyter. 
  • Klimov, G. (1998). Языки мира: Кавказские языки. Москва: Academia. 
  • Lang, D. M. (1966). The Georgians. New-York: Praeger. 
  • Ruhlen, M. (1987). A Guide to the World’s Languages, Vol. 1: Classification. Stanford: Stanford University Press. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


ქართველური ენები
ქართული | მეგრული | ლაზური | სვანური