სომხეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: su:Arménia
r2.6.2) (ბოტის დამატება: xmf:სომხეთ
ხაზი 164: ხაზი 164:


{{Link FA|sl}}
{{Link FA|sl}}

[[ltg:Armeneja]]


[[ab:Ермантәыла]]
[[ab:Ермантәыла]]
ხაზი 262: ხაზი 260:
[[lmo:Armenia]]
[[lmo:Armenia]]
[[lt:Armėnija]]
[[lt:Armėnija]]
[[ltg:Armeneja]]
[[lv:Armēnija]]
[[lv:Armēnija]]
[[mdf:Армение]]
[[mdf:Армение]]
ხაზი 341: ხაზი 340:
[[wuu:亚美尼亚]]
[[wuu:亚美尼亚]]
[[xal:Хемшудин Орн]]
[[xal:Хемшудин Орн]]
[[xmf:სომხეთ]]
[[yi:ארמעניע]]
[[yi:ארמעניע]]
[[yo:Arméníà]]
[[yo:Arméníà]]

21:18, 14 ივლისი 2011-ის ვერსია

სომხეთის რესპუბლიკა
Հայաստանի Հանրապետություն
სომხეთი
სომხეთის
დროშა გერბი
ჰიმნი: Մեր Հայրենիք (ჩვენი სამშობლო)
სომხეთის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ერევანი
40°16′ ჩ. გ. 44°34′ ა. გ. / 40.267° ჩ. გ. 44.567° ა. გ. / 40.267; 44.567
ოფიციალური ენა სომხური
მთავრობა უნიტარული რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი
 -  პრ.-მინისტრი ტიგრან სარქისიანი
ფართობი
 -  სულ 29,800 კმ2 (141-ე)
 -  წყალი (%) 4.71
მოსახლეობა
 -  2007 შეფასებით 3,229,900 (135-ე)
 -  2001 აღწერა 3,002,594 
 -  სიმჭიდროვე 101 ად კაცი/კმ2 (77-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $16.83 მილიარდი 
 -  ერთ მოსახლეზე $5,700 
აგი (2007) 0.775 (საშუალო) (83-ე)
ვალუტა დრამი (AMD)
დროის სარტყელი (UTC +4)
 -  ზაფხულის (DST) (UTC +5) (UTC)
ქვეყნის კოდი ARM
Internet TLD .am
სატელეფონო კოდი 374

სომხეთის რესპუბლიკა (სომხ. Հայաստանի Հանրապետություն Hayastani Hanrapetutyun), სახელმწიფო ამიერკავკასიაში. აღმოსავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანს, სამხრეთით ირანს, დასავლეთით თურქეთს და ჩრდილოეთით საქართველოს. დედაქალაქი - ერევანი.

სახელწოდება

  • ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელის სხვადასხვა ფორმები მომდინარეობს ძველსომხური ტომებისაგან - ჰაიასა, სუხმე, არმე. პირველი მათგანისგან მიღებულია სახელწოდება სომხურ ენაზე (ჰაიასტან), მეორისაგან - ქართულ ენაზე (სომხეთი), მესამისაგან - ევროპულ ენებზე (Armenia).
  • ქვეყნის საერთაშორისო კოდი: AM.

გეოგრაფია

სომხეთის რესპუბლიკა
  1. არაგაცოტნი (სომხ. Արագածոտնի մարզ) — ქ. აშტარაკი.
  2. არარატი (სომხ. Արարատի մարզ) — ქ. არტაშატი.
  3. სრმავირი (სომხ. Արմավիրի մարզ) — ქ. არმავირი.
  4. გეგარკუნიკი (სომხ. Գեղարքունիքի մարզ) — ქ. გავარი.
  5. კოტაიკი (სომხ. Կոտայքի մարզ) — ქ. რაზდანი.
  6. ლორი (სომხ. Լոռու մարզ) — ქ. ვანაძორი.
  7. შირაკი (სომხ. Շիրակի մարզ) — ქ. გიუმრი.
  8. სუნიკი (სომხ. Սյունիքի մարզ) — ქ. კაპანი.
  9. თავუში (სომხ. Տավուշի մարզ) — ქ. იჯევანი.
  10. ვაიოც ძორი (სომხ. Վայոց Ձորի մարզ) — ქ. ეჰეგნაძორი.
  11. ერევანი (სომხ. Երևան) — ქ. ერევანი.

სომხეთი უმთავრესად მდებარეობს სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში, სადაც ერთმანეთს ენაცვლება ნაოჭა, ნაოჭა-ლოდა ვულკანური მთეი,ლავური პლატოები და ვაკეები. ტერიტორიის 90% მდებარეობს 1000 მ-ზე მაღლა (საშუალო სიმაღლეა 1830 მ). უმაღლესი წერტილი მთა - არაგაწი (4090 მ).

გეომორფოლოგიური თავისებურებების მიხედვით სომხეთს 4 ნაწილად ყოფენ:

  • ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაოჭა-ლოდა მხარე მოიცავს მცირე კავკასიონის ცენტრალურ ქედებს (ლოქის, ბაზუმის, ბამბაკის, გუგარაცის, მურღუზის, შაჰდაღის);
  • ცენტრალურ ვულკანურ მხარეს უკავია ტერიტორიის 1/3-ზე მეტი (მთა არაგაწი, გეღამის, ვარდენისის ქედები, შირაკის, აშოცის, სევანის ქვაბულები);
  • სამხრეთი მხარე მოიცავს ნაოჭა-ლოდა ზანგეზურის ქედის შტოქედებსა და ხეობების ქსელს;
  • შუა არაქსის მთათაშორისი ღრმული, რომლის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს არარატის ვაკე (სიმაღლე 800-1000 მ).

სომხეთის ტერიტორია მოქცეულია ხმელთაშუა ზღვის ნაოჭა-გეოსინკლინური სარტყლის შიგა ნაწილში. აქ გვხვდება თითქმის ყველა სისტემისა და ასაკის ნალექები. განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული იურული და პალეოგენური ვულკანური დანალექი წყებები. სომხეთის ტერიტორიის 1/3 დაფარულია ბაზალტით, ტუფით, პემზით, პერლიტითა და ვულკანური მოქმედების სხვა პროდუქტებით.

სასარგებლო წიაღისეულთა შორის გამოირჩევა სპილენძ-მოლიბდენის (ქაჯარანი, აგარაკი, დასტაკერტი და სხვა), სპილენძის ალმადანის (ღაფანი, ალავერდი, შამლუღი და სხვა), ოქროს (ზოდი, მეღრაძორი), რკინის (რაზდენი, სვარანაცი და სხვა), პოლიმეტალების, ნეფელინიანი სიენიტებისა და ქვამარილის საბადოები. ბევრია საშენი მასალა (მარმარილო, ტუფი, დოლომიტი, პემზა, ბაზალტი, პერლიტი), ბენტონიტური თიხები და სხვა. სომხეთი მდიდარია მინერალური წყლებით.


ფართობი შეადგენს 29.800 კვ.კმ-ს. მნიშვნელოვანი მდინარეები - არაქსი, რაზდანი; ტბა - სევანი. პროვინციები შედგება საქალაქო და სასოფლო კრებებისგან. გუბერნატორები (მაზრპეტები) ინიშნებიან და თავისუფლდებიან მთავრობის მიერ.

ისტორია

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი.
  • მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი.
  • საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (131 წევრი).

ტერიტორიული მოწყობა

ქვეყანა ადმინისტრაციულად იყოფა 11 ოლქად (მარზი). 10 მარზი + დედაქალაქი, რომელსაც ასევე მარზის სტატუსი აქვს.

ფაილი:SomxetiGEO.jpg
ერევანი
ოლქი მოსახლეობა
(ათასი)
ფართობი
(ათასი)
ადმ. ცენტრი
ერევანი 1,267,576 210 ერევანი
არაგაცოტნი 173,667 2,755 აშტარაკი
არარატი 320,941 2,003 არტაშატი
არმავირი 340,343 1,241 არმავირი
გეღარკუნიკი 297,655 3,655 გავარი
ვაიოც-ძორი 70,004 2,406 იეჰეგნაძორი
კოტაიკი 335,934 2,100 რაზდანი
ლორი 402,191 3,791 ვანაძორი
სიუნიკი 167,962 4,505 ღაფანი
ტავუში 165,578 3,120 იჯევანი
შირაკი 370,780 2,679 კუმაირი

დემოგრაფია

ეკონომიკა

ქვეყანას აქვს ოქროს მცირე რეზერვი, სპილენძის, მოლიბდენის, თუთიის, ალუმინის რესურსები. საექსპორტოდ აწარმოებენ ქიმიკატებს, კვების პროდუქტებს, მანქანათმშენებლობის პროდუქციას. ეროვნული ვალუტა სომხური დრამია (AMD). მნიშვნელოვანი კურორტები: არზნი, დილიჟანი, წახკაძორი, სევანი, ჯერმუკი.


უახლესი ისტორია

1988 წლიდან ჩართულია სერიოზულ კონფლიქტში აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის გამო. 1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1992 წლიდან დსთ-ს წევრია.


კულტურა

  • არქიტექტურა: ეჩმიაძინი - რელიგიური ცენტრი, ტაძართა კომპლექსი (V — VI სს.), გარნი - ციხე-სიმაგრე და ტაძარი (I ს.), გეღარდი (მონასტერი); დვინის და ზვარტნოცის სასახლეები და ეკლესიები (III — IV სს.).
  • ლიტერატურა: სომხური ეპოსი - დავით სასუნცი (IX-X ს.), გლაძორის უნივერსიტეტი.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

თარგი:Link FA