შინაარსზე გადასვლა

არტაშატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
არტაშატი
სომხ. Արտաշատ
დროშა გერბი

ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
კოორდინატები 39°57′14″ ჩ. გ. 44°33′02″ ა. გ. / 39.95392500° ჩ. გ. 44.55055611° ა. გ. / 39.95392500; 44.55055611
მმართველი Q134222953?[1]
დაარსდა 1828
ფართობი 18.3 კმ²
ცენტრის სიმაღლე 830 მეტრი
ოფიციალური ენა სომხური ენა
მოსახლეობა 21 300 (2015)[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი 235
საფოსტო ინდექსი 0701–0706
საავტომობილო კოდი 25
ოფიციალური საიტი https://artashat.am
არტაშატი — სომხეთი
არტაშატი

არტაშატი (სომხ. Արտաշատ) — არარატის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი, მდინარე არაქსის ნაპირზე, ერევან-ჯულფის გზატკეცილზე, რკინიგზის სადგური ერევნიდან 29 კმ. უწინ დიდი სომხეთის დედაქალაქი.

არტაშატის ტერიტორიაზე დასახლება ჯერ კიდევ ურარტუს სახელმწიფომდე არსებობდა. ძვ. წ. 225-ძვ. წ. 190 წლებში სომხეთი დაიპყრეს სპარსელებმა. მას სელევკიდების მიერ დანიშნული ადგილობრივი მმართველი არტაშეს I მართავდა. ძვ. წ. 191 წელს არტაშესმა ისარგებლა სელევკიდების რომაელებთან ბრძოლაში დამარცხებით და ძვ. წ. 189 დიდი სომხეთი და სოფენა დამოუკიდებელ სამეფოებად გამოაცხადა. მან სათავე დაუდო არტაშესიანთა სამეფო დინასტიას (თვითონ თავს ერვანდუნების გამგრძელებლად თვლიდა).

  1. https://www.karlenmkrtchyan.com/about
  2. https://www.armstat.am/file/article/bnakch_01.07.2015.pdf