შინაარსზე გადასვლა

გარნის ტაძარი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გარნი (ძეგლი))
გარნის ტაძარი

გარნის წარმართული ტაძარი

გარნის ტაძარი — სომხეთი
გარნის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
მუნიციპალიტეტი კოტაიქის პროვინცია
ადგილმდებარეობა გარნისი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება ძვ. წ. I საუკუნე

გარნის წარმართული ტაძარი (სომხ. Գառնիի հեթանոսական տաճար) — ძვ. წ. I საუკუნის წარმართული ტაძარი სომხეთში. მდებარეობს ერევნიდან 28 კილომეტრში კოტაიქის პროვინციის დაბა გარნისში, მდინარე აზატის ხეობაში.

გარნის ტაძარი ერთადერთი წარმართული ტაძარია სომხეთის ტერიტორიაზე. ტაძარი აგებულია დიდი ზომის ბაზალტის ქვებით. ტაძარი აგებულია ელინიზმისათვის დამახასიათებელ არქიტექტურულ სტილში. გარნის ტაძარი აღადგინეს 1966-1976 წლებში. ტაძრის გარშემო შემონახულია ძველი ციხესიმაგრისა და სამეფო სასახლის, ასევე აბანოს ნანგრევები, რომლებიც III საუკუნეს განეკუთვნება.

გარნის ციხესიმაგრეს იხსენიებს ტაციტუსი სომხეთის ამბების თხრობის დროს I საუკუნეში. ტაძარი აუშენებია თრდატ I-ს 76 წელს, რაც დასტურდება აქ აღმოჩენილი ბერძნული წარწერის მიხედვითაც:

ვიკიციტატა
„ჰელიოს!, თრდატ დიდი, დიდი არმენიის მეფე, როდესაც მეფობდა ააგო ეს მიუდგომელი ციხესიმაგრე დედოფლისთვის, თავისი მმართველობის მეტერთმეტე წელს[1][2]

მოვსეს ხორენაცი ამ წარწერასაც და ციხესიმაგრის აგებასაც თრდატ III-ს მიაწერს.

1679 წლის ძლიერმა მიწისძვრამ ტაძარი თითქმის მთლიანად გაანადგურა. გარნის წარმართულთა ტაძარმა სწავლულთა ყურდღება XIX საუკუნეში მიიპყრო. XX საუკუნის დასაწყისიდან კი დაიწყო არქეოლოგიური გათხრები. პირველ გათხრებს ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ნიკო მარი. 1930-იან წლებში ერევნის მთავარმა არქიტექტორმა ნიკოლოზ ბუნიათიანმა შეიმუშავა ტაძრის რეკონსტრუქციის გეგმა. გარნიში წარმართული ტაძრის აღდგენის საკითხებით დაინტერესდა იოსებ ორბელი. 1966 წელს დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, რომელსაც ხელმძღვანელობდა არქიტექტორი ა. საინიანი. აღდგენითი სამუშაოები გაგრძელდა 1976 წლამდე და კომპლექსმა მიიღო დღევანდელი სახე.

  • Буниатов Н. Г. Языческий храм при дворце Трдата в крепости Гарни. — 1933. — 122 с.
  • Гарни. Крепость и поселение, т. 1-2, Ер. 1951-57.
  • Саинян А. А. Архитектурные памятники Гарни и Гегарда. — 1969.
  • Саинян А. А. Теория Витрувия о строении храмов и античный храм в Гарни // II Международный симпозиум по армянскому искусству. — АН АрмССР, 1978..
  • Саинян А. А. Архитектура античных сооружений Гарни. — Советакан грох, 1988. — 228 с.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. К. В. Тревер, Очерки по истории культуры древней Армении (II в. до н. э. — IV в. н. э.), М. Л.,= 1953 გვ. 187
  2. 1700 лет христианской Армении