ვანაძორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ვანაძორი
Վանաձոր
Vanadzor01.jpg
გერბი
Coat of Arms of Vanadzor.gif

ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
რეგიონი ლორეს პროვინცია
კოორდინატები 40°48′46″ ჩ. გ. 44°29′18″ ა. გ. / 40.81278° ჩ. გ. 44.48833° ა. გ. / 40.81278; 44.48833
დაარსდა 1828
ადრეული სახელები ყარაქილისი (1935 წლამდე)
 კიროვაკანი (1993 წლამდე)
ამჟამინდელი სტატუსი 1828
ფართობი 25.1 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1,350±1 მეტრი
ოფიციალური ენა სომხური ენა
მოსახლეობა 116 929 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC+4, ზაფხულში UTC+5
სატელეფონო კოდი +374 (322)
საფოსტო ინდექსი 2001-2024
საავტომობილო კოდი 36
ოფიციალური საიტი vanadzor.am
ვანაძორი — სომხეთი
ვანაძორი

ვანაძორიქალაქი სომხეთში. იგი სიდიდით მესამეა ერევნისა და გიუმრის შემდეგ, ლორის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს თბილისი-გიუმრის სარკინიგზო ხაზზე, ბაზუმისა და პამბაკის ქედებს შორის არსებულ მთათაშორის ქვაბულში. მოსახლეობა 116 929 ადამიანი (2008). ძირითადად ცხოვრობენ სომხები, მცირე რაოდენობით რუსი, ბერძენი და უკრაინელი. განვითარებულია მანქანათმშენებლობა, ქიმიური და მსუბუქი მრეწველობა. მოქმედებს თბოელექტროსადგური.

ქალაქის წინა სახელია ყარაქილისი (თურქულად "შავი ეკლესია"). 1935 წელს სერგეი კიროვის გარდაცვალების შემდეგ მის პატივსაცემად ეწოდა კიროვაკანი. ქალაქმა თანამედროვე სახელწოდება მიიღო 1993 წელს. ვანაძორში მდებარეობს ოვანეს თუმანიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ერევნის არქიტექტურის უნივერსიტეტის ფილიალი, სახელმწიფო აგრარული აკადემია, ოვანეს აბელიანის სახელობის დრამატული თეატრი და თოჯინების თეატრი.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბათუმი, საქართველოს დროშა საქართველო
  2. ბანო, საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
  3. პასადენა, აშშ-ის დროშა აშშ
  4. პოდოლსკი, რუსეთის დროშა რუსეთი

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: