კოპრივნიცა
| ქალაქი | |||
|---|---|---|---|
|
კოპრივნიცა Koprivnica | |||
|
| |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| ოლქი | კოპრივნიცა-კრიჟევცი | ||
| კოორდინატები | 46°09′46″ ჩ. გ. 16°49′42″ ა. გ. / 46.16278° ჩ. გ. 16.82833° ა. გ. | ||
| მმართველი | Mišel Jakšić[1] | ||
| პირველი ხსენება | 1272 | ||
| ფართობი | 91,94 კმ² | ||
| ცენტრის სიმაღლე | 149 მეტრი | ||
| ოფიციალური ენა | ხორვატული ენა | ||
| მოსახლეობა | 30 854 კაცი (2011) | ||
| სიმჭიდროვე | 340 კაცი/კმ² | ||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
| სატელეფონო კოდი | 048 | ||
| საფოსტო ინდექსი | 480000 | ||
| საავტომობილო კოდი | KC | ||
| ოფიციალური საიტი | koprivnica.hr | ||
კოპრივნიცა (ხორვ. Koprivnica) — ქალაქი ჩრდილოეთ ხორვატიაში, კოპრივნიცა-კრიჟევცის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 2011 წლის აღწერის მიხედვით, კოპრივნიცა არის (ქალაქური მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით) სიდიდით მე-17 ქალაქი ხორვატიაში.[2]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი მდებარეობს დედაქალაქ ზაგრებიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 75 კმ-ის დაშორებით, უნგრეთის საზღვრიდან 10 კმ-ში. კოპრივნიცა მსხვილი სატრანსპორტო ცენტრია, აქ იკვეთება ზაგრები-ბუდაპეშტისა და ვარაჟდინ-ოსიეკის რკინიგზები. გადის მნიშვნელოვანი მაგისტრალებიც.

ქალაქი მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრიცაა. აქ მდებარეობს ქიმიური, ხის გადამამუშავებელი და ლუდის საწარმოები, ასევე ხორვატიის მნიშვნელოვანი კომპანია პოდრავკა.
ისტორია და ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ადგილას დასახლებული პუნქტი ისტორიულ წყაროებში პირველად 1272 წელს მოიხსენიება, 1356 წელს კი კოპრივნიცას ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
რეგიონის ბევრი სხვა ქალაქის მსგავსად, XVI საუკუნის ბოლოს კოპრივნიცაშიც აშენდა ციხე-სიმაგრე თურქების ლაშქრობებისაგან თავდასაცავად. XVII საუკუნეში ქალაქი სწრაფად განვითარდა ჰაბსბურგების მმართველობისას.
1685 წელს დასრულდა წმ. ანტონ პადუელის სახელობის ფრანცისკანელთა მონასტრის მშენებლობა; იმავე XVII საუკუნეში აიგო წმ. ნიკოლოზის ბაროკოს სტილის ეკლესია. ქალაქის კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს 1793 წელს დასრულებული სულიწმინდის ეკლესია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://gradonacelnik.hr/gradonacelnici/misel-jaksic/
- ↑ Census of Population, Households and Dwellings 2011. მოსახლეობის აღწერა, კომლები და საცხოვრებელი ადგილები 2011. ხორვატიის სტატისტიკის ბიურო (2012 წლის დეკემბერი).