შინაარსზე გადასვლა

ზაგრების ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟუპანია
ზაგრების ჟუპანია
Zagrebačka županija
დროშა გერბი

ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
ადმ. ცენტრი ზაგრები
შიდა დაყოფა Dugo Selo, Ivanić-Grad, Jastrebarsko, Samobor, Sveta Nedelja, Sveti Ivan Zelina, Velika Gorica, Vrbovec, Zaprešić, Bedenica, Bistra, Brckovljani, Brdovec, Dubrava, Dubravica, Farkaševac, Gradec, Jakovlje, Klinča Sela, Kloštar Ivanić, Krašić, Kravarsko, Križ, Luka, Marija Gorica, Orle, Pisarovina, Pokupsko, Preseka, Pušća, Rakovec, Rugvica, Stupnik და Žumberak
კოორდინატები 45°44′56″ ჩ. გ. 15°34′16″ ა. გ. / 45.74889° ჩ. გ. 15.57111° ა. გ. / 45.74889; 15.57111
დაარსდა 1 იანვარი, 1997
ფართობი 3 078 კმ²
მოსახლეობა 317 642 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 103 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი ცენტრალური ევროპის დრო და ცენტრალური ევროპის საზაფხულო დრო
სატელეფონო კოდი 01
ოფიციალური საიტი zagrebacka-zupanija.hr
ზაგრების ოლქი — ხორვატია
ზაგრების ოლქი

ზაგრების ჟუპანია (ხორ. Zagrebačka županija) — ჟუპანია ხორვატიის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში. იგი გარს ეკვრის ქვეყნის დედაქალაქ ზაგრებს, თუმცა ქალაქი არ შედის მის შემადგენლობაში და წარმოადგენს ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულს. თავდაპირველად, ჟუპანია და დედაქალაქი ერთ ერთეულს წარმოადგენდნენ, თუმცა 1997 წელს ისინი განცალკევდნენ მას შემდეგ, რაც დედაქალაქს სპეციალური სტატუსი მიენიჭა. ამის მიუხედავად, ოლქს კვლავ მნიშვნელოვანი ტერიტორიული თუ ადმინისტრაციული კავშირები აქვს ზაგრებთან. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ჟუპანიაში ცხოვრობს 317 642 ადამიანი.

ზაგრების ჟუპანიას, დედაქალაქ ზაგრების გარდა, ესაზღვრება ექვსი ჟუპანია: კარლოვაცი (სამხრეთ-დასავლეთით), სისაკ-მოსლავინა (სამხრეთ-აღმოსავლეთით), ბელოვარ-ბილოგორა (აღმოსავლეთით), კოპრივნიცა-კრიჟევცი (ჩრდილო-აღმოსავლეთით), ვარაჟდინი (ჩრდილოეთით) და კრაპინა-ზაგორჟე ჩრდილო-დასავლეთით.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაგრების ჟუპანია ადმინისტრაციულად იყოფა 9 ქალაქად და 25 მუნიციპალიტეტად.

სახელი
მოსახლეობა[1]
ფართობი[2]
დუგო-სელო17 46652,22 კმ2
ივანიჩ-გრადი14 548173,57 კმ2
იასტრებარსკო15 866226,50 კმ2
სამობორი37 633250,73 კმ2
სვეტა ნედელია18 05941,43 კმ2
სვეტი ივან ზელინა15 959184,68 კმ2
ველიკა-გორიცა63 517328,65 კმ2
ვრბოვეცი14 797159,05 კმ2
ზაპრეშიჩი25 22352,60 კმ2

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Census of Population, Households and Dwellings 2011. მოსახლეობის აღწერა, კომლები და საცხოვრებელი ადგილები 2011. ხორვატიის სტატისტიკის ბიურო (2012 წლის დეკემბერი).
  2. Sustav središnjih naselja i razvojnih središta Croatian. Prosorni plan Zagrebačke županije. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-13. ციტირების თარიღი: 2008-09-21.