შინაარსზე გადასვლა

დმიტარ ზვონიმირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დმიტარ ზვონიმირი
Dmitar Zvonimir
ხორვატიის სამეფოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1075
მმართ. დასასრული: 1089
წინამორბედი: პეტარ კრეშემირ IV
მემკვიდრე: სტეფან II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 20 აპრილი, 1089
გარდ. ადგილი: კნინი
მეუღლე: ელენა
შვილები: რადოვანი, კლავდია
დინასტია: ტრპიმიროვიჩები
მამა: სტეფან I

დმიტარ ზვონიმირი (ხორ. Dmitar Zvonimir; გ. 1089) — ხორვატიის მეფე 1075-1089 წლებში. მისი მეფობის დროს ხორვატიის სამეფომ თავისი ძლიერების პიკს მიაღწია, ხოლო გარდაცვალების შემდეგ ქვეყანამ სწრაფი ვარდნა განიცადა.

იგი იყო ტრპიმიროვიჩების დინასტიის უფროსი შტოს წარმომადგენელი. 1075 წელს ნორმანები თავს დაესხნენ ხორვატიას და დაიპყრეს კუნძული რაბი. მალევე გარდაიცვალა მეფე პეტარ კრეშემირ IV, ზოგიერთი ცნობით იგი ნორმანთა ტყვეობაში დაიღუპა. მისი გარდაცვალების შემდეგ ხორვატი თავადების ნაწილი განეწყო ზვონომირის საწინააღმდეგოდ და მეფედ აირჩიეს სლავაცი (1074-1075 წწ.). პაპ გრიგოლ VII-ის დახმარებით ზვონომირი ხორვატიის მმართველობის სათავეში მოექცა, მისი კორონაცია მოხდა სპლიტში 1076 წელს.

დაქორწინებული იყო ელენაზე, უნგრეთის მეფის ბელა I-ის ქალიშვილზე. ქორწინების შედეგად დაიბადა ბიჭი რადოვანი, რომელიც მამაზე ადრე გარდაიცვალა და გოგონა კლავდია. მემკვიდრის არ ყოლის გამო ხორვატიის ტახტი გადავიდა სტეფან I-ის შვილიშვილის სტეფან II-ის ხელში.

მის გარდაცვალების შესახებ არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად იგი მოკლეს საკუთარმა ჯარისკაცებმა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]