სლავონსკი-ბროდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
სლავონსკი-ბროდი
Slavonski Brod
Brodsko korzo (ljeto 2008).jpg
დროშა გერბი
Vlag slavonski brod.gif Slavonski Brod (grb).gif

ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
ოლქი ბროდ-პოსავინა
კოორდინატები 45°10′00″ ჩ. გ. 18°01′00″ ა. გ. / 45.16667° ჩ. გ. 18.01667° ა. გ. / 45.16667; 18.01667
ფართობი 50,27 კმ²
ცენტრის სიმაღლე 92±1 მეტრი
მოსახლეობა 53 131 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1 100 კაცი/კმ²
აგლომერაცია 59 141
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 035
საფოსტო ინდექსი 35000
საავტომობილო კოდი SB
ოფიციალური საიტი slavonski-brod.hr
სლავონსკი-ბროდი — ხორვატია
სლავონსკი-ბროდი

სლავონსკი-ბროდი — ქალაქი აღმოსავლეთ ხორვატიაში. ბროდ-პოსავინას ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი და უმსხვილესი ქალაქი. სლავონსკი-ბროდი არის ხორვატიის მნიშვნელოვანი ფინანსური, კულტურული, სამრეწველო და სასამართლო ცენტრი. აგლომერაციის მოსახლეობასთან ერთად არის ხორვატიის მეექვსე უმსხვილესი ქალაქი ზაგრების, სპლიტის, რიეკას, ოსიეკისა და ზადარის შემდეგ. 2009 წელს „ხორვატიის ტურისტულმა საბჭომ” სლავონსკი-ბროდი ხორვატიის ყველაზე ლამაზ ქალაქად დაასახელა.[1].

სახელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა „brod” თანამედროვე ხორვატულში „გემს” ნიშნავს, თუმცა ქალაქის სახელწოდებაში ის ძველი მნიშვნელობითაა დამკვიდრებული, სადაც იგი „წყლის გადაკვეთას” ნიშნავს.

რომის იმპერიის დროს ქალაქს მარსონია ერქვა, გერმანულენოვანი ავსტრიის შემადგენლობაში ყოფნისას — Brood (პური), 1934 წლის შემდეგ კი ბროდ ნა სავი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს ზაგრებიდან სამხრეთით 197 კილომეტრის დაშორებით. ზღვის დონიდან 96 მეტრზე. იგი განვითარდა მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო ბოსნია და ჰერცეგოვინასთან.

ქალაქი მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს, რადგან იგი მდებარეობს ზაგრები-ვინკოვცი-ბელგრადის რკინიგზასა და ზაგრები-ლიპოვაცი-ბელგრადის გზატკეცილზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლავონსკი-ბროდის ისტორია დაახლოებით 2 500 წელს შეადგენს. ქალაქის ტერიტორიაზე პირველი დასახლებები ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა. დაახლ. ძვ. წ. 300 წელს ამ ადგილას კელტებმა ციხე ააგეს მისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე. რომის იმპერიის პერიოდში ციხის ირგვლივ დასახლება გაჩნდა, რომელსაც მარსონია ერქვა.[2]

რომის იმპერიის დაცემის შემდეგ დასახლება მრავალჯერ დაარბიეს ჰუნებმა, ავარებმა და სლავებმა. IX საუკუნეში სლავები საბოლოოდ დამკვიდრდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ პერიოდში ქალაქი იყო ჯერ ადგილობრივი მთავრების, ხოლო შემდეგ უნგრულ-ხორვატიული სამეფოს მფლობელობაში.

1244 წელს ქალაქი პირველად მოიხსენიება ბროდის სახელით.

XV საუკუნეში დაიწყო თავდაცვითი მშენებლობები ქალაქის თურქებისაგან დასაცავად, თუმცა 1536 წელს ბროდი თურქებმა მაინც აიღეს და 150 წელზე მეტხანს ინარჩუნებდნენ მას. 1691 წელს საღვთო რომის იმპერია-თურქეთის ომისას ქალაქი ავსტრიულმა არმიამ დაიკავა, მისი მუსლიმი მოსახლეობა კი ბოსნიაში გადასახლდა. ამ დროიდან ქალაქი ავსტრია-თურქეთისა და შესაბამისად ქრისტიანულ-ისლამური სამყაროების საზღვრად იქცა. მისი საზღვრისპირა მდებარეობიდან გამომდინარე ქალაქში დაიწყო ინტენსიური საფორტიფიკაციო მშენებლობები. XVIII საუკუნეში პრინცი ევგენი სავოიელის გეგმების მიხედვით აშენდა ახალი ძლიერი ციხე, რომელიც კარგადაა შემონახული.

როგორც ავსტრიის ნაწილი, ქალაქი სწრაფად იქცა მსხვილ სავაჭრო ცენტრად, რომლის საშუალებითაც ჰაბსბურგთა იმპერია აღმოსავლეთთან ვაჭრობდა. XIX საუკუნეში ქალაქის მოსახლეობა მრავალეროვანი იყო. ხორვატების გარდა აქ ცხოვრობდნენ სერბები, უნგრელები, ებრაელები, ბოსნიელები, გერმანელები და ავსტრიელები.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ქალაქი გახდა ჯერ სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს, ხოლო შემდეგ იუგოსლავიის სამეფოს ნაწილი.

1934 წელს ქალაქმა თანამედროვე სახელი მიიღო.

სლავონსკი-ბროდი მნიშვნელოვნად დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ომის დასრულების შემდეგ ის აღადგინეს, რის შემდეგაც იგი ხორვატიის მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრი გახდა. იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ (1991 წ.) ქალაქი ხორვატიის შემადგენლობაში შევიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Slobodna Dalmacija - Hrvatska turistička zajednica: Slavonski Brod - najljepši grad u Hrvatskoj, Aleksandra Primorac/EPEHA, Danijel Soldo/CROPIX, objavljeno 25. rujna 2009. god.
  2. არ არსებობს საყოველთაოდ აღიარებული მოსაზრება მარსონია იყო საფოსტო სადგური, ღამის გასათევი საცხოვრებელი თუ მუდმივი დასახლება.