ხორვატიის პარლამენტი
| ხორვატიის საბორი Hrvatski sabor | |
|---|---|
|
| |
| ტიპი | |
| ორგანოს ტიპი | ერთპალატიანი |
| ხელმძღვანელები | |
| თავმჯდომარე |
იოსიფ ლეკო 2011-დან |
| სტრუქტურა | |
| წევრები | 151 დეპუტატი |
|
| |
| პოლიტიკური ჯგუფები |
სამთავრობო კოალიცია
|
| არჩევნები | |
| ბოლო არჩევნები | 4 დეკემბერი, 2011 |
| სხდომების ადგილი | |
|
| |
| საიტი | |
| www.sabor.hr | |
ხორვატიის პარლამენტი — ხორვატიის ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო. ისტორიული სახელწოდებაა - „საბორი“.
საბორის წევრთა რაოდენობა მერყეობს 100-დან 161-მდე. ირჩევენ პირდაპირი, საყოველთაო, ფარული კენჭისყრის საფუძველზე ოთხწლიანი ვადით. დეპუტატთა მანდატი შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ საომარი ვითარების პერიოდში. ადგილების გარკვეული რაოდენობა განკუთვნილია ეროვნული უმცირესობებისათვის და ხორვატიული დისაპორისათვის. ამჟამინდელ პარლამენტში 8 ადგილი უწირავს ეროვნულ უმცირესობებს, ხოლო 5 ადგილი ხორვატიულ დიასპორას.
1990-2001 წლებში ხორვატიის პარლამენტი ორპალატიანი იყო და შედგებოდა დეპუტატთა პალატისა (ირჩევდნენ პირდაპირი არჩევნების გზით) და ჟუპანიების პალატისაგან (3 წარმოამადგენელს ნიშნავდა თითოეული ჟუპანია მოსახლეობის რაოდენობის მიუხედავად).