დრავა (მდინარე)
იერსახე
| დრავა | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| ქალაქები |
ფილახი მარიბორი პტუი ვარაჟდინი ოსიეკი. |
| სათავე |
კარნის ალპები 46°43′42″ ჩ. გ. 12°15′42″ ა. გ. / 46.72833° ჩ. გ. 12.26167° ა. გ. |
| სიგრძე | 707 კმ |
| აუზის ფართობი | 11,828 კმ² |
დრავა (იტალ. Drava, გერმ. Drau, უნგრ. Dráva) — მდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. მიედინება იტალიის, ავსტრიის, სლოვენიის, ხორვატიისა და უნგრეთის ტერიტორიებზე. სიგრძე 707 კმ, აუზის ფართობი 11,828 კმ². დუნაის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს იტალიაში, კარნის ალპებში. მთავარი შენაკადებია: მარცხენა — გურკი და მურა; მარჯვენა — გაილი, კარაშიცა. გაზაფხულზე წყალუხვია, ზამთარში წყალმცირეა. აგებულია დიდი ჰესები. სანაოსნოა ქალაქ ფილახამდე (650 კმ შესართავიდან). დიდ მონაკვეთზე წარმოადგენს უნგრეთისა და ხორვატიის სასაზღვრო მდინარეს.
დიდი სატრანსპორტო მნიშვნელობისაა. მდინარე დრავის ნაპირებზე მდებარეობს ქალაქები: ფილახი, მარიბორი, პტუი, ვარაჟდინი, ოსიეკი. წყლის საშუალო ხარჯია 670 მ³/წმ.