ბრანიმირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბრანიმირი
Branimir
Dux Branimir of Croatia front.JPG
ხორვატიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 879
მმართ. დასასრული: 892
წინამორბედი: ზდესლავი
მემკვიდრე: მუნციმირი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 892
მეუღლე: მარუშა (მარია)
დინასტია: დომაგოევიჩები
მამა: დომაგოი ან ილიაკო
რელიგია: ქრისტიანობა

ბრანიმირი (ხორ. Branimir; გ. 892) — ხორვატიის თავადი (879-892 წწ.). დომაგოევიჩების დინასტიის წარმომადგენელი. დამოუკიდებელი ხორვატიის სამთავროს პირველი მთავარი. სრულიად დამოუკიდებელი იყო ფრანკებისაგან და ბიზანტიისაგან. რომის პაპ იოანე VIII-საგან მიიღო ხორვატიის მთავრის (Dux Chroatorum) ტიტული.

რიგი ისტორიკოსების ცნობით იგი არ მიეკუთვნებოდა ტრპიმიროვიჩების დინასტიას დაიყო თავად დომაგოის შთამომავალი. ასევე ნაწილი ისტორიკოსებისა თვლის, რომ მის მეუღლეს ერქვა მარუშა (მარია).

ბრანიმირი ტახტზე ავიდა რომის პაპთან მოკავშირეებისა და ბიზანტიის მოწინააღმდეგეების მხარდაჭერით. 879 წელს ბრანიმირის წინამორბედი, თავადი ზდესლავი, მისმა მომხრეებმა მოკლეს კნინთან ახლოს. მალევე რომის პაპისაგან მიიღო ხორვატიის თავადის ტიტული, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავდა სამთავროს დამოუკიდებლობის აღიარებას. ბრანიმირის რეზიდენცია იყო ქალაქი ნინი.

ბრანიმირი გარდაიცვალა 892 წელს, მისი მემკვიდრე გახდა ტრპიმირ I-ის შვილი მუნციმირი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Klaić, Vjekoslav (1985). Povijest Hrvata: Knjiga Prva, Druga, Treća, Četvrta i Peta (Croatian). Zagreb: Nakladni zavod Matice hrvatske. ISBN 978-86-401-0051-9.