კასტელიერის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გამაგრებული დასახლებების ნანგრევები კოლფორიტოს პლატოზე

კასტელიერის კულტურა, გამაგრებული დასახლებების კულტურაბრინჯაოს ხანაში ძვ. წ. XV-III საუკუნეებში არსებობდა თანამედროვე ისტრიის ტერიტორიაზე. თანდათანობით გავრცელდა იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში. სახელწოდება წარმოსდგება იტალიური სიტყვისაგან Castelliere - რაც ნიშნავს „პატარა ციხესიმაგრეს“. სწორედ მსგავსი ტიპის გამაგრებული ციხესიმაგრეებით ხასიათდება აღნიშნული კულტურა.

კულტურის შემქმნელები იყვნენ ხალხი, რომელთა ცხოვრებაში ზღვა წამყვან როლს ასრულებდა. პირველი გამაგრებული დასახლებები აშენდა ისტრიის სანაპიროს გასწვრივ. გამაგრებული დასახლებები ჩვეულებისამებრ მდებარეობდა მთებში და მაღლობებზე, ან მინიმუმ მთიან პლატოზე. შედეგებოდა ერთი ან რამდენიმე კონცენტრული, ელიფსური ან კვადრატული კედლებისაგან. კედლის სისქე 4-5 მეტრი, ხოლო სიმაღლე 5-7 მეტრი იყო. ფაქტობრივად კასტელიერები იყვნენ გამაგრებული ქალაქები, რომელთა პერიმეტრი 2-3 კმ-ს შეადგენდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • E. Montanari Kokelj (a cura di), Carlo Marchesetti e i castellieri, 1903-2003, Atti del Convegno internazionale di Studi, Editreg, Trieste 2005.
  • Roberto Bosi, L'Italia prima dei Romani, Milano 1989
  • Gianna Buti e Giacomo Devoto, Preistoria e storia delle regioni d'Italia, Firenze 1974