სავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სავა
Sava river in Belgrade, view from Kalemegdan fortress.jpg
მდინარე სავა ბელგრადში, სერბეთი.
ქვეყნები სლოვენიის დროშა სლოვენია; ხორვატიის დროშა ხორვატია; ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა; სერბეთის დროშა სერბეთი.
ქალაქები ლიუბლიანა, ზაგრები, ბელგრადი.
სათავე ზელენცი
46°29′31″ ჩ. გ. 13°44′16″ ა. გ. / 46.49194° ჩ. გ. 13.73778° ა. გ. / 46.49194; 13.73778
სიგრძე 990 კმ
აუზის ფართობი 97,713.2 კმ²

სავა — მდინარე სამხრეთ ევროპაში, დუნაის მარჯვენა შენაკადი. ის გაედინება სლოვენიაში, ხორვატიასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩრდილოეთ საზღვარზე და სერბეთში და უერთდება დუნაის ბელგრადში. სავა ასევე ქმნის ბუნებრივ საზღვარს ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და შუა დუნაის დაბლობს შორის.

სავა ფორმირდება ქალაქ რადოვლიცასთან სავა-დოლინკასა და სავა-ბოჰინკას შეერთებით. მისი სიგრძე სავა-დოლინკას ჩათვლით შეადგენს 990 კილომეტრს. წყლის მასის მიხედვით ის დუნაის უდიდესი შენაკადია, ხოლო სიგრძისა და აუზის ფართობით (97,713.2 კმ²) მიხედვით ტისას შემდეგ მეორეა. სავა დინარის მთიანეთის რეგიონის უდიდესი ნაწილის დრენაჟია. მისი მთავარი შენაკადებია: დრინა, ბოსნა, კუპა, უნა, ვრბასი. ის სიგრძის მიხედვით ევროპაში XV-ა.

სავას აუზში ცხოვრობს დაახლოებით 8,176,000 ადამიანი და აკავშირებს სამი ქვეყნის დედაქალაქს: ლიუბლიანას, ზაგრებს და ბელგრადს. მდინარის დაახლოებით ორი მესამედი გამოსადეგია დიდი ხოლმალდებით ნაოსნობისთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სავა&oldid=3010804“-დან