ბუნების მსოფლიო ფონდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბუნების მსოფლიო ფონდი
World Wide Fund for Nature
WWF logo (Text only).svg
WWF logo.png
დევიზი ცოცხალი პლანეტისთვის
შეიქმნა 29 აპრილი, 1961
ტიპი არასამთავრობო ორგანიზაცია
მიზანი გარემოს დაცვა, კონსერვაცია, ეკოლოგია
ემსახურება რეგიონს მსოფლიო მასშტაბის
პრეზიდენტი იოლანდა კაკაბაძე
დამფუძნებელი (-ები) ჯულიან ჰაქსლი, Peter Scott, Yolanda Farr, ბერნარდ ცურ ლიპე-ბისტერფელდი, ფილიპე, ედინბურგის ჰერცოგი, Edward Max Nicholson, Guy Mountfort და Godfrey A. Rockefeller
თავმჯდომარე Pavan Sukhdev
კავშირები European Environmental Bureau
https://www.worldwildlife.org/

ბუნების მსოფლიო ფონდი (ინგლ. World Wide Fund for Nature; WWF) — საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოღვაწეობს ბუნებრივი გარემოს კონსერვაციის, კვლევებისა და აღდგენის საკითხებში. წარსულში მას მსოფლიოს ველური ბუნების ფონდი ერქვა, რაც დღემდე ოფიციალურ სახელად რჩება კანადასა და აშშ–ში. იგი მსოფლიოში უდიდესი დამოუკიდებელი ბუნიბისდაცვითი ორგანიზაციაა, რომელსაც მთელ მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მოღვაწეობს 100–ზე მეტ ქვეყანაში და მხარს უჭერს დაახლოებით 1 300 საკონსერვაციო და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პროექტს.[1] conservation and environmental projects. WWF is a foundation,[2] 2010 წელს, ფონდმა სუბსიდირების 57% კერძო პირებისგან მიიღო, 17% სამთავრობო წყაროებისგან (მაგალითად მსოფლიო ბანკისა და USAID–ისგან), 11% კი კორპორაციებისგან.[3]

ორგანიაციის ჯგუფის მოსაზრებით, მათი მისიაა „ჩვენი გარემოს ნგრევის შეჩერება და წინააღმდეგობის გაწევა“.[4] ამჟამად, ფონდის სამუშაოების უმრავლესობა ფოკუსირდება სამი ბუნებრივი ზონის კონსერვაციაზე, სადაც განთავსებულია მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების უმეტესი ნაწილი: ტყეები, მტკნარი წყლის ეკოსისტემები, ოკეანეები და სანაპიროები. სხვა სსაკითხებს შორის, ფონდი კონცენტრირებულია საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებზე, დაბინძურებასა და კლიმატის ცვლილებაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.panda.org/about_wwf/where_we_work/project/
  2. How is WWF run?. ციტირების თარიღი: 21 July 2011.
  3. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის WWF-INT Annual Review არ არის მითითებული ტექსტი; $2
  4. Finland - Organization of the World Wildlife Fund