ხორვატიის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხორვატიის სამეფო

ხორვატიის სამეფო845-1102 წლებში არსებული დამოუკიდებელი სახელმწიფო. სამეფოს საზღვრები ხშირად იცვლებოდა, თუმცა ყველაზე დიდი აღმავლობის პერიოდში იგი სრულად მოიცავდა დღევანდელ ხორვატიას, ასევე მის შემადგენლობაში შედიოდა ბოსნია და ჰერცოგოვინის დიდი ნაწილი. სამეფოს ძირითადად მართავდა ხორვატული ტრპიმიროვიჩების დინასტია. სამეფომ დამოუკიდებლობა 1102 წელს დაკარგა, როდესაც იგი უნიით უნგრეთს შეურთდა.

თანამედროვე ხორვატიის ტერიტორიაზე ხორვატების წინაპრები განსახლდნენ VII საუკუნეში. სავარაუდოდ ისინი ხორვატიაში თანამედროვე პოლონეთისა და უკრაინის ტერიტორიიდან გადასახლდნენ. თუმცა არც ერთი იმდროინდელი ისტორიული წყარო არ მოგვეპოვება რომელიც აღწერდა ხორვატების გადასახლებას. პირველი ცნობები მათი ხორვატიის ტერიტორიაზე განსახლების ისტორიის შესახებ რამდენიმე ასეული წლის შემდეგაა დაწერილი.

თანამედროვე ხორვატიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ორი ადრეფეოდალური სამთავრო ჩრდილოეთში - პანონია ხოლო სამხრეთში - დალმაცია. ამავე VII საუკუნეში რომის პაპ იოანე IV-ის ინიციატივით (რომელიც თავად წარმოშობით დალმაციიდან იყო) დაიწყო ხორვატების გაქრისტიანების პროცესი, რომელიც IX საუკუნეში დასრულდა.

799 წელს კარლოს დიდი, ფრანკთა იმპერატორი შეიჭრა დალმაციაში და დაიპყრო იგი, რამაც ბიზანტიურ-ფრანკული ომი გამოიწვია, რადგან ბიზანტიის ხელისუფლებას შეეშინდა დალმაციაში მათ კონტროლ ქვეშ მქოფი ქალაქების დაკარგვის. 803 წელს ომი დასრულდა,დალმაცია ფრანკების ხელში გადავიდა მაგრამ ბიზანტიელებმა შეძლეს ცალკეული ქალაქების შენარჩუნება. 814 წელს მას შემდეგ რაც კარლოს დიდი მოკვდა, ფრანკების გავლენა დალმაციაზე შესუსტდა რასაც 819-822 წლებში აჯანყებების სერია მოჰყვა. დალმაციის ნაწილი გათავისუფლდა ფრანკთა ბატონობიდან მაგრამ ნაწილი საუკუნის ბოლომდე დარჩა ფრანკთა კონტროლის ქვეშ. მალე ფრანკებს ხორვატიის გამო ახალი კონფლიკტი წარმოეშვათ ბულგარელებთან რომლებიც აღმოსავლეთ სლავონიის და სრემის დაპყრობას ცდილობდნენ, საბოლოოდ 845 წელს ხელმოწერილი საზავო ხელშეკრულებით აღმოსავლეთ სლავონია ფრანკების ხელში დარჩა ხოლო სრემი ბულგარელებმა დაიპყრეს.

ამ პერიოდში ფრანკების დაქვემდებარებაში მყოფი ხორვატები გადავიდნენ კარლოს დიდის ვაჟის ლოთარის განმგებლობის ქვეშ. 839 წელს დალმაციელმა თავადმა მისლავმა შექმნა ძლიერი ფლოტი, დაუკავშირდა ვენეციელებს და მათთან ერთად დაიწყო ბრძოლა პაგანიელი მეკობრეების წინააღმდეგ, ასევე დაიწყო ბრძოლა ბულგარელებთან და მათ რაშკელ მოკავშირეებთან.

845 წელს მისლავის მემკვიდრემ ტრპიმირ I შეძლო ბულგარელების და რაშკელების დამაცხება და ხორვატიის მთავრად გამოაცხადა თავი. იგი აწარმოებდა დაპყრობით პოლიტიკას და თავის სამთავროს ტერიტორიას შეურთა ბოსნიის ნაწილი მდინარე დრინამდე და ასევე პანონიის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ხორვატიის მმართველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხორვატიის მთავრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხორვატიის მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]