აშშ-ის საზღვაო ძალები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები
Seal of the United States Department of the Navy.svg
აშშ-ის საზღვაო ძალების დეპარტამენტის ემბლემა
აქტიური 13 ოქტომბერი, 1775 (1775-10-13) (240 წლის)— დღემდე
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტიპი საზღვაო ძალები
როლი ძალის წარმოჩინება, კრიზესებზე პასუხი და პირდაპირი მოქმედება
ნაწილი აშშ-ის საზღვაო ძალების დეპარტამენტი
ალიანსი აშშ-ის კონსტიტუცია
შტაბ-ბინა პენტაგონი
არლინგტონის ოლქი, ვირჯინია, აშშ
დევიზი „Non sibi sed patriae“ (ლათ. არა თავისთვის, არამედ ქვეყნისთვის) (არაოფიციალური)
ფერები ლურჯი, ოქროსფერი         
მარში "Anchors Aweigh" დაკვრა 
მხატვრული გაფორმება Streamer PUC Navy.PNG
პრეზიდენტის მადლიერება

Navy Unit Commendation streamer.png
საზღვაო ძალების მადლიერება ქვედანაყოფს
Meritorious Unit Commendation (Navy-Marine) Streamer.jpg
ქებური მადლიერება ქვედანაყოფს

მეთაურები
მთავარსარდალი აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა
საზღვაო ძალების მდივანი რაიმონდ მაბუსი
საზღვაო ოპერაციების უფროსი ადმირალი ჯონ რიჩარდსონი
განმასხვავებელი ნიშნები
დროშა Flag of the United States Navy (official specifications).svg
გიუისი Naval Jack of the United States.svg
საფრენი აპარატები
მოიერიშე F/A-18A/B/C/D, F/A-18E/F
ელექტრონული E-2C, EP-3E, E-6, EA-6B, EA-18G
გამანადგურებელი F/A-18A/B/C/D, F/A-18E/F
ვერტმფრენი UH-1, CH-53D, MH-53E, SH-60B/F, HH-60H, MH-60R/S
საპატრულო P-3 Orion
მზვერავი RQ-2, MQ-8B, RQ-4
სავარჯიშო F-5, F-16N, T-2C, T-6, T-34, T-39, T-44, T-45, TH-57
სატრანსპორტო C-2, C-9, C-12, C-20, C-40, C-130

აშშ-ის საზღვაო ძალები (ინგლ. United States Navy, USN) — აშშ-ის საზღვაო ოპერაციების უწყება და შეიარაღებული ძალების სახეობა, ასევე, აშშ-ის შვიდი ძალოვანი უწყებიდან ერთ-ერთი. აშშ-ის საზღვაო ძალები, ამდროისთვის, ითვლება ყველაზე მსხვილ და მძლავრ საზღვაო ძალებად მსოფლიოში[1][2], კომბინირებული საბრძოლო ფლოტის ყველაზე მაღალი ტონაჟით.[3] მის დაქვმდებარებაშია მსოფლიოში უმსხვილესი ავიამზიდური ფლოტი, რომელთა შორის ათი მწყობრშია, ოთხი სარეზერვო ფლოტშია[4] და სამი ახალი კლასის ავიამზიდი მშენებლობის პროცესშია. აშშ-ის საზღვაო ძალების სტრუქტურაში 328,186 აქტიური მოსამსახურეა, ხოლო 110,882 ადამიანი საზღვაო ძალების რეზერვში იმყოფება. 2015 წლის სექტემბრის მონაცემებით, მის დაქვემდებარებაშია 272 საბრძოლო გემი და 3,700-ზე მეტი მწყობრში მყოფი საფრენი აპარატი.[5]

აშშ-ის საზღვაო ძალები თავის სათავეს კონტინენტური ფლოტიდან იღებს, რომელიც ამერიკის რევოლუციური ომის დროს ჩამოყალიბდა და მალევე დაიშალა ცალკეული უწყების სახით. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამერიკის სამოქალაქო ომისას, რა დროსაც ახორციელებდა კონფედერატების ბლოკადას და მდინარეებზე კონტროლის მოპოვებას. მან მთავარი როლი შეასრულა II მსოფლიო ომის დროს იაპონიის დამარცხებაში. 21-ე საუკუნეში აშშ-ის საზღვაო ძალები ახორციელებს მნიშვნელოვან გლობალურ სამხედრო დასრებას, რომელსაც იგი უზრუნველყოფს ისეთ რეგიონებში გაშლით, როგორიცაა სამხრეთი აზია, ხმელთაშუა ზღვა და ახლო აღმოსავლეთი. იგი წარმოადგენს ოკეანურ ფლოტს, რომელსაც შეუძლია თავისი ძალის წარმოდგენა მსოფლიოს ზღვისპირა რეგიონებში, მიიღოს მონაწილეობა მოწინავე ზონებში მშვიდობიანობის დროს და სწრაფი რეაქცია იქონიოს რეგიონალურ კრიზისებზე, რაც მას აშშ-ის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს.

აშშ-ის საზღვაო ძალების ადმინისტრაციულ მართვას აწარმოებს საზღვაო ძალების დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს საზღვაო ძალების მდივანი, სამოქალაქო პირი. საზღვაო ძალების დეპარტამენტი, თავის მხრივ, თავდაცვის დეპარტამენტის განყოფილებაა, რომელსაც თავდაცვის მდივანი ხელმძღვანელობს. საზღვაო ოპერაციების უფროსი არის ოთხვარსკვლავიანი ადმირალი და საზღვაო ძალების დეპარტამენტის უფროსი საზღვაო ოფიცერი. მაგრამ, საზღვაო ოპერაციების უფროსი ვერ იქნება შეიარაღებულ ძალებში უმაღლესი წოდების საზღვაო ოფიცერი, თუ შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე არიან საზღვაო ოფიცრები, რადგან კანონით მათი წოდება საზღვაო ოპერაციების უფროსზე აღმატებულია.

მისია[რედაქტირება]

აშშ-ის საზღვაო ძალების განცხადება მისიის თაობაზე:[6]

ვიკიციტატა
„საზღვაო ძალების მისიაა მხარი დაუჭიროს, გაწვრთნას და აღჭურვოს ბრძოლისუნარიანი საზღვაო ძალები, რომლებსაც შეეძლებათ ომების მოგება, აგრესიების მოგერიება, და ზღვებზე თავისუფლების შენარჩუნება.“

ახალწვეულის სახელმძღვანელოდან:[7]

ვიკიციტატა
„აშშ-ის საზღვაო ძალების მისიაა შეერთებული შტატების და ჩვენი მოკავშირეების უფლების დაცვა ვიმოძრაოთ თავისუფლად ოკეანეებზე და ჩვენი ქვეყნის დაცვა მისი მტრებისგან.“

აშშ-ის საზღვაო ძალები არის აშშ-ის შეიარაღებული ძალების საზღვაო განშტოება. საზღვაო ძალებს აქვთ პასუხისმგებლობის სამი ძირითადი მიმართულება:[8]

  • საზღვაო ძალების საჭირო მომზადება ომის ეფექტური წარმოებისთვის.
  • საზღვაო ავიაციის, მათ შორის სახმელეთო ბაზირების საზღვაო ავიაციის, საზღვაო ოპერაციებისთვის მნიშვნელობანი საჰაერო ტრანსპორტის, ყველა სახის საჰაერო შეიარაღებისა და მეთოდების შენახვა და მხარდაჭერა, რომლებიც ჩართულნი არიან ოპერაციებსა და საზღვაო ძალების ღონისძიებებში.
  • საფრენი აპარატების, იარაღების, ტაქტიკის, მეთოდის, ორგანიზაციის განვითარება და საზღვაო საბრძოლო და მომსახურე ელემენტების აღჭურვა.

სქოლიო[რედაქტირება]