ბოშები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოშა გოგონები

ბოშები — ერი. საკუთარ თავს უწოდებენ "რომა"–ს. ზოგიერთი ჯგუფები საკუთარ თავს მოიხსენიებენ როგორც "სინტი". ბოშები წარმოშობით ინდოეთიდან მომდინარე ეთნიკური ჯგუფია. ცხოვრობენ ევროპის, აზიის, ამერიკისა და აფრიკისა მრავალ ქვეყანაში, ასევე ავსტრალიაში.

ინგლისელები მათ ტრადიციულად უწოდებენ Gypsies (Egyptians — «ეგვიპტელები»), ესპანელებიGitanos, ფრანგებიBohémiens (ბოჰემიელები), Gitans ან Tsiganes, გერმანელებიZigeuner, იტალიელებიZingari, ჰოლანდიელებიHeidens ("კერპთაყვანისმცემლები"), უნგრელებიCigany ან Pharao nerek ("ფარაონის ტომი"), ფინელებიmustalaiset ("შავები"), თურქები — Çingerie, Çingane; ებრაელები — Tso’anim (צוענים), მომდინარეობს ბიბლიური ეგვიპტური პროვინცია – "ცოანი"–დან. ამჟამად ევროპულ ენებში ფართოდ მკვიდრდება ბოშების ეთნონიმი – "რომა".

სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემით ბოშათა რიცხვი მსოფლიოში 2,5 – 12 მილიონ ადამიანამდე მერყეობს. ყოფილ საბჭოთა კავშირში მათი რიცხი ოფიციალური მონაცემით 175,3 ათასი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით 20 ათასი ბოშა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნაცისტებმა დახოცეს (იხ.პარაიმოსი).

ბოშები საუბრობენ ბოშების ენაზე, რომელიც რამდენიმე დიალექტად იყოფა. ასევე საუბრობენ იმ ერების ენაზეც, რომელთა შორისაც მომთაბარეობენ და ცხოვრობენ. ისინი ეწევიან მარგინალურ (მარგინალი-მომთაბარე) ცხოვრებას, რაც იმით გამოიხატება რომ ისინი საზოგადოების მიერ გარიყულნი არიან და იძულებულნი არიან რომ მომთაბარე ცხოვრებას მიჰყონ ხელი, რათა ცხოვრებისთვის საჭირო პირობები შეიქმნან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]