შინაარსზე გადასვლა

ხორვატიის ადმინისტრაციული დაყოფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქ სპლიტის ცენტრი, რომელიც იმპერატორ დიოკლეტიანეს სასახლის ირგვლივაა გაშენებული

ხორვატიის ადმინისტრაციული დაყოფა — ხორვატია არის უნიტარული სახელმწიფო, რომელიც დაყოფილია 21 ჟუპანიად და 566 მუნიციპალიტეტად. მუნიციპალიტეტებია 128 ქალაქი (ხორ. grad) და 428 თემი (ხორ. općine),[1] თითოეული ეს მუნიციპალიტეტი მოიცავს რამდენიმე დასახლებას პუნქტს (naselja). დედაქალაქ ზაგრებს ერთდროულად აქვს როგორც ქალაქის, ისე ოლქის სტატუსი.

პირველად, ხორვატია ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაიყო საგრაფოებად.[2] დროთა განმავლობაში, ოსმალთა მიერ ტერიტორიების დაპყრობისა და შემდეგ მათი გათავისუფლების კვალდაკვალ, დაყოფა იცვლებოდა. იცვლებოდა დალმაციის, დუბროვნიკისა და ისტრიის პოლიტიკური სტატუსი. 1920-იან წლებში, გაუქმდა ქვეყნის ტრადიცული, საგრაფოებად დაყოფა, როდესაც სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფო და მისი შემდგომი იუგოსლავია ობლასტებად და ბანოვინებად დაიყო.[3]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ხორვატიას, როგორც იუგოსლავიის ნაწილს, კომუნისტები მართავდნენ. მათ გააუქმეს არსებული ადმინისტრაციული დაყოფა და ხორვატია დაახლოებით ას მუნიციპალიტეტად დაყვეს. 1992 წლის კანონმდებლობით, შემუშავდა ოლქებად დაყოფა, რაც მნიშვნელოვნად წააგავდა 1920 წლამდე არსებული დაყოფის მოდელს; ქვეყანა 14 ოლქად დაიყო.[4][5]

მხარეგერბიცენტრიფართობი (კმ²)მოსახლეობა
2011 წლის აღწერით
ბელოვარ-ბილოგორაCoat of arms of Bjelovar-Bilogora Countyბელოვარი2,652119,743
ბროდ-პოსავინაCoat of arms of Brod-Posavina Countyსლავონსკი-ბროდი2,043158,559
დუბროვნიკ-ნერეტვაCoat of arms of Dubrovnik-Neretva Countyდუბროვნიკი1,783122,783
ისტრიაCoat of arms of Istria Countyპაზინი2,820208,440
კარლოვაციCoat of arms of Karlovac Countyკარლოვაცი3,622128,749
კოპრივნიცა-კრიჟევციCoat of arms of Koprivnica-Križevci Countyკოპრივნიცა1,746115,582
კრაპინა-ზაგორჟეCoat of arms of Krapina-Zagorje Countyკრაპინა1,224133,064
ლიკა-სენჟიCoat of arms of Lika-Senj Countyგოსპიჩი5,35051,022
მედიმურჟეCoat of arms of Međimurje Countyჩაკოვეცი730114,414
ოსიეკ-ბარანიაCoat of arms of Osijek-Baranja Countyოსიეკი4,152304,899
პოჟეგა-სლავონიაCoat of arms of Požega-Slavonia Countyპოჟეგა1,84578,031
პრიმორიე-გორსკი-კოტარიCoat of arms of Primorje-Gorski Kotar Countyრიეკა3,582296,123
შიბენიკ-კნინიCoat of arms of Šibenik-Knin Countyშიბენიკი2,939109,320
სისაკ-მოსლავინაCoat of arms of Sisak-Moslavina Countyსისაკი4,463172,977
სპლიტ-დალმაციაCoat of arms of Split-Dalmatia Countyსპლიტი4,534455,242
ვარაჟდინიPost-1992 coat of arms of Varaždin Countyვარაჟდინი1,261176,046
ვიროვიტიცა-პოდრავინაCoat of arms of Virovitica-Podravina Countyვიროვიტიცა2,06884,586
ვუკოვრ-სრიემიCoat of arms of Vukovar-Srijem Countyვუკოვრი2,448180,117
ზადარიCoat of arms of Zadar Countyზადარი3,642170,398
ზაგრების ოლქიPost-1992 coat of arms of Zagreb Countyზაგრები3,078317,642
ზაგრებიCoat of arms of the city of Zagrebზაგრები641792,875
  1. ↑ „Zakon o područjima županija, gradova i općina u Republici Hrvatskoj“ [Territories of Counties, Cities and Municipalities of the Republic of Croatia Act]. Narodne novine (Croatian). 28 July 2006. ციტირების თარიღი: 9 September 2011.
  2. ↑ Oleg Mandić (1952). „O nekim pitanjima društvenog uređenja Hrvatske u srednjem vijeku“ [On some issues of social system of Croatia in the Middle Ages] (PDF). Historijski zbornik (Croatian). Školska knjiga. 5 (1–2): 131–138. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 8 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი 2014. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |accessdate= და |access-date= (დახმარება)
  3. ↑ Frucht 2005, pp. 429–429
  4. ↑ Biondich 2000, p. 11
  5. ↑ „Zakon o područjima županija, gradova i općina u Republici Hrvatskoj“ [Territories of Counties, Cities and Municipalities of the Republic of Croatia Act]. Narodne novine (Croatian). 30 December 1992. ციტირების თარიღი: 9 September 2011.