ბელოვარი
იერსახე
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბელოვარი Bjelovar | |||||
| |||||
ქვეყანა | ხორვატია | ||||
ოლქი | ბელოვარ-ბილოგორა | ||||
შიდა დაყოფა | ბელოვარ-ბილოგორა | ||||
კოორდინატები | 45°54′00″ ჩ. გ. 16°50′00″ ა. გ. / 45.90000° ჩ. გ. 16.83333° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1756 | ||||
ფართობი | 191,9 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 135±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 40,276 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 210 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | 043 | ||||
საფოსტო ინდექსი | 43000 | ||||
საავტომობილო კოდი | BJ | ||||
ოფიციალური საიტი | bjelovar.hr | ||||
ბელოვარი (ხორვატ. Bjelovar) — ქალაქი ცენტრალურ ხორვატიაში. ბელოვარ-ბილოგორას ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 40,276 ადამიანს, რომლის 91.25% ხორვატი იყო.[1]
ბელოვარი წყაროებში პირველად 1413 წელს მოიხსენიება, თუმცა მნიშვნელობა მხოლოდ 1756 წელს შეიძინა, მას შემდეგ, რაც იმპერატრიცა მარია ტერეზიას ბრძანებით აქ ახალი სიმაგრე აშენდა. ქალაქის თავდაპირველ დანიშნულებას ცენტრალური ხორვატიის ოსმალების შემოსევებისაგან დაცვა წარმოადგენდა.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წმინდა ტერეზას ბაროკოს სტილის ტაძარი წარმოადგენს, რომელიც 1772 წელსაა აგებული. 2009 წლის დეკემბერში ტაძარს ეპარქიული კათედრალის სტატუსი მიენიჭა.[2][3][4]
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- — იმოტსკი, ხორვატია
- — ნოვალია, ხორვატია
- — პაკრაცი, ხორვატია
- — რუბიერა, იტალია
- — ვისოკო, ბოსნია და ჰერცეგოვინა
ცნობილი ბელოვარელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯურჯა ადლეშიჩი — ხორვატი პოლიტიკოსი
- მომჩილო ბაიაგიჩი — სერბი როკ მუსიკოსი
- ბოგდან დიკლიჩი — სერბი მსახიობი
- ოგნიენ ვუკოევიჩი — ხორვატი ფეხბურთელი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბელოვარი“ ვიკისაწყობში.
- ქალაქის ოფიციალური გვერდი
- ვირტუალური ტური ბელოვარში დაარქივებული 2009-04-17 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Census of Population, Households and Dwellings 2011. მოსახლეობის აღწერა, კომლები და საცხოვრებელი ადგილები 2011. ხორვატიის სტატისტიკის ბიურო (2012 წლის დეკემბერი).
- ↑ http://www.glas-koncila.hr/index.php?option=com_content&view=article&id=62&Itemid=56
- ↑ http://www.biskupija-bk.hr/index.php/bk-biskupija/katedrala
- ↑ http://www.tzbbz.hr/index.php/turisticka_ponuda/katedrala-sv.-terezije-avilske-u-bjelovaru