ისტრია (ოლქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ისტრია
Istarska županija
Croatia location map, Istria county.svg
დროშა გერბი
Zastava Istarske županije.svg Grb Istarske županije.svg

ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
ადმ. ცენტრი პაზინი
კოორდინატები 45°14′21″ ჩ. გ. 13°56′19″ ა. გ. / 45.23917° ჩ. გ. 13.93861° ა. გ. / 45.23917; 13.93861
ფართობი 2 820 კმ²
მოსახლეობა 208 440 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 74 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი ცენტრალური ევროპის დრო და ცენტრალური ევროპის საზაფხულო დრო
სატელეფონო კოდი +385 52
საავტომობილო კოდი PU
ISO 3166 კოდი HR-18
ოფიციალური საიტი istra-istria.hr
Croatia - Istria County.svg

ისტრიის ჟუპანია (ხორვ. Istarska županija) — ჟუპანია ხორვატიის უკიდურეს დასავლეთში, ისტრიის ნახევარკუნძულზე.

ეთნიკური შემადგენლობა[1][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟუპანია იყოფა 10 ქალაქად და 31 მუნიციპალიტეტად.

ქალაქები
პულა
პაზინი
პორეჩი
ბუიე
ბუზეტი
ლაბინი
ნოვიგრადი
როვინი
უმაგი
ვოდნიანი

მუნიციპალიტეტები
ბალე
ბარბანი
ბრტონიგლა
ცეროვლიე
ფაჟანა
ფუნტანა
გრაჩიშჩე
გროჟნიანი
კანფანარი
კაროიბა
კაშტელირ-ლაბინცი
კრშანი
ლანიშჩე
ლიჟნიანი
ლუპოგლავი
მარჩანა
მედულინი
მოტოვუნი
ოპრტალი
პიჩანი
რაშა
სვეტა-ნედელია
სვეტი-ლოვრეჩი
სვეტი-პეტარ-უ-შუმი
სვეტვინჩენატი
ტარ-ვაბრიგა
ტინიანი
ვიშნიანი
ვიჟინადა
ვრსარი
ჟმინი

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პულას ახლოს მდებარეობს ქვის ხანის გამოქვაბულები, რომლებიც რეგიონის ისტორიის მნიშვნელოვანი ძეგლებია. აღმოჩენილია ქვისა და ბრინჯაოს ხანის ნივთები, რაც ადასტურებს ამ ტერიტორიაზე ადამიანთა დასახლებების არსებობას უძველესი დროიდან.

ისტრიის ნახევარკუნძული რომაელებისათვის ცნობილი იყო, როგორც ტერრა მაგიკა. მისი დღევანდელი სახელი მომდინარეობს ილირიული ტომის, ჰისტრის სახელიდან, რომელიც, სტრაბონის ცნობით ამ რეგიონში ცხოვრობდა. მისი საბოლოო დამორჩილება რომაელებმა მხოლოდ ორი რთული საბრძოლო ლაშქრობის შედეგად შეძლეს ძვ. წ. 177 წელს.

დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის (476 წ.) შემდეგ ისტრია ჯერ გუთებმა, შემდეგ კი ბიზანტიელებმა დაიპყრეს. მცირე ხნით ფლობდნენ ავარებიც. VIII საუკუნის ბოლოს კი ფრანკების მფლობელობაში გადავიდა.

1267 წელს ვენეციის რესპუბლიკამ მოახდინა ნახევარკუნძულის დასავლეთი და სამხრეთი სანაპიროების ანექსია. ისტრია აქტიურად ჩაერთო იტალიურ ცხოვრებაში. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისი აყვავება.

1797 წელს ნაპოლეონმა ნახევარკუნძული ვენეციის მთელ ტერიტორიასთან ერთად ავსტრიას გადასცა. 1805 წელს გადაეცა იტალიის სამეფოს, 1809 წელს კი საფრანგეთს. ვენის კონგრესმა ცნო ავსტრიის უფლებები ნახევარკუნძულზე. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ფლობდა იტალია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იუგოსლავიის შემადგენლობაში იყო, 1991 წლიდან კი დამოუკიდებელი ხორვატიის ნაწილია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2011 წლის მდგომარეობით — http://www.istra-istria.hr/index.php?id=14