დიაკვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიაკვანი, დიაკონი (ბერძ. διάκονος — „მსახური“) — ქრისტიანული საეკლესიო იერარქიის სამი ხარისხიდან ერთ-ერთი, მასზე მაღლა დგას მღვდლის (პრესვიტერის) და ეპისკოპოსის ხარისხები.[1]

დიაკვნის მოვალეობაა ემსახუროს მღვდელს ლიტურგიისა და სხვა საიდუმლოთა (ნათლისღება, ქორწინება, მიცვალებულთა წესის აგება) აღსრულებაში. მას აქვს საკურთხეველში შესვლის, კვერექსების კითხვის, საკმევად საცეცხლურის ხელში პყრობის, ანუ კმევის უფლება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]