ფეხბურთი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე
იერსახე
დაარსდა | 1900 |
---|---|
რეგიონი | საერთაშორისო |
გუნდების რაოდენობა | 16 |
ყველაზე ტიტულ. გუნდი |
დიდი ბრიტანეთი (კ) უნგრეთი (კ) (3 წოდება) აშშ (ქ) (4 წოდება) |
მოქმედი გამარჯვებული |
მექსიკა (კ) (პირველი წოდება) აშშ (ქ) (მე-4 წოდება) |
ფეხბურთი ზაფხულის ოლიმპიური სახეობაა 1900 წლიდან. სპორტის ეს სახეობა მხოლოდ 1896 და 1932 წლების თამაშების პროგრამაში არ იქნა შეტანილი. თავდაპირველად, ოლიმპიურ ფეხბურთში მხოლოდ კაცთა გუნდები მონაწილეობდნენ, 1996 წლიდან კი ასპარეზობენ ქალთა ნაკრებებიც.
პრიზიორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაცები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1900 წლის ოლიმპიური ტურნირი საჩვენებელი ხასიათისა იყო, რომელშიც სამი ქვეყნის წარმომადგენელი გუნდები მონაწილეობდნენ. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გაერთიანებულ სამეფოს (ოქრო), საფრანგეთსა (ვერცხლი) და ბელგიას (ბრინჯაო) განიხილავს, როგორც მედალოსან ქვეყნებს და ტურნირის შედეგები შეტანილია ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ სტატისტიკაში.
- ↑ 1904 წლის ოლიმპიური ტურნირი საჩვენებელი ხასიათისა იყო, რომელშიც სამი ქვეყნის წარმომადგენელი გუნდები მონაწილეობდნენ. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კანადასა (ოქრო) და აშშ-ს (ვერცხლი და ბრინჯაო) განიხილავს, როგორც მედალოსან ქვეყნებს და ტურნირის შედეგები შეტანილია ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ სტატისტიკაში.
- ↑ 3.0 3.1 1920 წლის ოლიმპიადის ფინალური მატჩის მე-40 წუთზე ჩეხოსლოვაკიის გუნდმა თამაში შეწყვიტა, რის შემდეგადაც გუნდი დისკვალიფიცირებულ იქნა; ჩატარდა დამატებითი მატჩი ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის მეორე-ადგილოსნის გასარკვევად, — ესპანეთმა გაიმარჯვა 3–1.
- ↑ 1964 წელს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებში შედიოდნენ ფეხბურთელები, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკიდან, ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან.
- ↑ 1972 წელს, მატჩი მესამე ადგილისათვის, საბჭოთა კავშირსა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დასრულდა ფრედ 2-2; თერთმეტმეტრიანების სერია აღარ დანიშნულა და ორივე გუნდს მიენიჭა ბრინჯაოს მედალი.