მარიო გეცე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარიო გეცე
Mario Götze, Germany national football team (07).jpg
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
3 ივნისი, 1992
დაბადების
ადგილი
მემინგენი, გერმანია
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბაიერნი
ნომერი 19
ახალგაზრდული კარიერა
1995–1998 როზენბერგი
1998–2001 აინტრახტი ჰომბრუხი
2001–2009 დორტმუნდი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2009–2013 დორტმუნდი 83 (22)
2013– ბაიერნი 27 (10)
ეროვნული ნაკრები
2010– გერმანია 40 (13)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით. ბოლოს განახლდა: 3 მაისი, 20134.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობისა და გოლების მაჩვენებელი ბოლოს განახლდა:
15 ნოემბერი, 2014.

მარიო გეცე (გერმ. Mario Götze; დ. 3 ივნისი, 1992, მემინგენი) — გერმანელი ფეხბურთელი, გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ „ბაიერნისა“ და გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი. ის ასევე თამაშობს მარჯვენა და მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე.

გეცე არის „დორტმუნდის ბორუსიას“ ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილი. მისი დებიუტი ბუნდესლიგაში შედგა 2009 წლის 21 ნოემბერს „მაინც 05-თან“ ფრედ, 0-0 დასრულებულ მატჩში, სადაც ის შეცვლაზე შევიდა მოედანზე 88-ე წუთზე.

გერმანიის ეროვნულ ნაკრებში გეცეს დებიუტი შედგა 2010 წლის 17 ნოემბერს შვედეთთან მატჩში.

ეროვნული ნაკრების მაისურით პირველი გოლი გაიტანა ბრაზილიასთან 3-2 მოგებულ მატჩში. მაშინ ის იყო 19 წლის და 68 დღის და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებში ომისშემდგომ კლაუს სტიურმერთან ერთად, რომელმაც 1954 წელს გაიტანა გოლი საფრანგეთთან მატჩში. მონაწილეობა მიიღო 2014 წლის მუნდიალზე და გუნდთან ერთად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ფინალურ მატჩში დამატებითი დროის მიწურულს გაიტანა მატჩის ერთადერთი გოლი და დასახელდა ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად.

კარიერის სტატისტიკა[რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება]

განახლდა: 21 ნოემბერი 2012.[1]
კლუბი გათამაშება თასი საკონტინენთთაშორისო სხვა ჯამში
კლუბი ჩემპიონატი სეზონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
გერმანია გათამაშება თასი ევროთასები Other ჯამში
დორტმუნდის ბორუსია ბუნდესლიგა 2009–10 5 0 0 0 0 0 5 0
2010–11 33 6 2 0 6 2 41 8
2011–12 17 6 2 1 6 0 1 0 26 7
2012–13 11 5 2 1 5 1 1 0 19 7
კარიერის სტატისტიკა 66 17 6 2 17 3 2 0 91 22

სანაკრებო გოლები[რედაქტირება]

გოლების და ანგარიშების დაფა. გერმანიის გოლი ნაჩვენებია პირველად:

გოლი თარიღი ადგილი მეტოქე გატანა შედეგი გათამაშება
1. 10 აგვისტო 2011 Mercedes-Benz Arena, შტუტგარტი, გერმანიის დროშა გერმანია ბრაზილიის დროშა ბრაზილია 2–0 3–2 ამხანაგური
2. 2 სექტემბერი 2011 ველტინს-არენა, გელზენკირხენი, გერმანიის დროშა გერმანია ავსტრიის დროშა ავსტრია 6–2 6–2 ევრო 2012-ს შესარჩევი
3. 7 სექტემბერი 2012 AWD-Arena, ჰანოვერი, გერმანიის დროშა გერმანია ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულები 1–0 3–0 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი

ტიტულები[რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება]

ბორუსია დორტმუნდი

გერმანია[რედაქტირება]

ინდივიდუალური[რედაქტირება]

  • ფრიც ვოლტერის მედალი 2009 ოქრო (U17)
  • ფრიც ვოლტერის მედალი 2010 ოქრო (U18)
  • „კიკერის“ წლის გუნდის წევრი (2010–11)
  • ოქროს ბიჭის ჯილდო: 2011

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Mario Götze. ESPN Soccernet. წაკითხვის თარიღი: 5 November 2011.