ერმინიო მასანტონიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ერმინიო მასანტონიო
HMasantonio.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ერმინიო მასანტონიო
დაბადების
თარიღი
5 აგვისტო, 1910
დაბადების
ადგილი
ენსენადა,
ბუენოს-აირესი, არგენტინა
გარდაცვალების
თარიღი
11 სექტემბერი, 1956
(46 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
ბუენოს-აირესი, არგენტინა
სიმაღლე 180 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1931–1943 ურაკანი 337 (249)
1943 დეფენსორი 11 (3)
1944 ბანფილდი 9 (2)
1945 ურაკანი 12 (5)
სულ 369 (259)
ეროვნული ნაკრები
1935–1942 არგენტინა 19 (21)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ერმინიო მასანტონიო (ესპ. Herminio Masantonio; დ. 5 აგვისტო, 1910, ენსენადა, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა — გ. 11 სექტემბერი, 1956, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. იცავდა „ურაკანის“, „დეფენსორ სპორტინგის“, „ბანფილდისა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. არგენტინის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, გატანილი გოლების რაოდენობით არგენტინის პროფესიული საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1910 წლის 5 აგვისტოს იტალიელი ემიგრანტების ოჯახში ბუენოს-აირესის პროვინციის პატარა ქალაქ ენსენადაში. ფეხბურთის თამაშს ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ პლატენსეს ლიგის მონაწილე „სპორტივა ვილია ალბინოს“ შემადგენლობაში იწყებს. მისი თამაში ყურადღებას იქცევს და მასანტონიოს გასასინჯად „ესტუდიანტესისა“ და „ხიმნასია ლა-პლატას“ მესვეურები უკავშირდებიან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე კლუბები ვერ მიდიან. ერთ-ერთი ასეთი მორიგი გასინჯვის დროს საფეხბურთო კლუბ „ხიმნასია ლა-პლატას“ რიგებში, რომელსაც მასანტონიო ბავშვობიდან გულშემატკივრობდა, მისი თამაში „ურაკანის“ პრეზიდენტმა, ლეიტენანტმა ტომას ადოლფო დუსიმ შეამჩნია და კლუბში მიიწვია.[3]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1935–1942 წლებში იყო არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 19 მატჩი ითამაშა და 21 ბურთი გაიტანა.[4][5]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა ურაკანი
  • ბეკარ ვალერას თასი: 1933

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა არგენტინა
  • ლიპტონის თასი: 1933

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემატური საიტები
BDFA · FootballDatabase.eu · Transfermarkt · WorldFootball.net

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Grandes goleadores argentinos: Herminio Masantonio. La Refundación. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2020
  2. Herminio Masantonio en números. OtroFutbol.com.ar. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2020
  3. Debut de Herminio Masantonio. cahuracan.com. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2020
  4. Goalscoring for Argentina National Team. RSSSF.com (14 ივლისი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან17 იანვარი, 2010. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2020.
  5. Goalscoring for Argentina National Team. Roberto Mamrud for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2020
  6. Most goals in the Copa América. Martín Tabeira for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2020