პანამის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პანამის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
ასოციაცია პანამის ფეხბურთის ფედერაცია
კონფედერაცია კონკაკაფი
მთავარი მწვრთვნელი არგენტინის დროშა ამერიკო გალიეგო
კაპიტანი ფელიპე ბალოი
ყველაზე მეტი კეპი გაბრიელ გომესი (143)
ბომბარდირი ლუის ტეხადა (43)
ბლას პერესი (43)
სტადიონი რომელ ფერნანდესი
ფიფა-ს რეიტინგი 55 (17 მაისი, 2018)
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი 29 (მარტი, 2014)
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი 150 (აგვისტო, 1995)
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
პანამის დროშა პანამა 2–1 ვენესუელა ვენესუელის დროშა
(პანამა, პანამა; 12 თებერვალი, 1938) [1]
უდიდესი გამარჯვება
პანამის დროშა პანამა 12–1 პუერტო-რიკო პუერტო-რიკოს დროშა
(ბარანკილია, კოლუმბია; 13 დეკემბერი, 1946) [2]
უდიდესი დამარცხება
პანამის დროშა პანამა 0–11 კოსტა-რიკა კოსტა-რიკას დროშა
(პანამა, პანამა; 16 თებერვალი, 1938) [3]
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლა 1 (პირველად 2018)
საუკეთესო შედეგი ჯგუფური ეტაპი, 2018
კონკაკაფის ოქროს თასი
გამოსვლა 8 (პირველად 1963)
საუკეთესო შედეგი მე-2 ადგილი, 2005, 2013

პანამის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ესპ. Selección de fútbol de Panamá) წარმოადგენს პანამას საერთაშორისო ასპარეზზე ფეხბურთში, იმართება პანამის ფეხბურთის ფედერაციის მიერ, არის კონკაკაფის და ფიფას წევრი და მონაწილეობს მათ მიერ მოწყობილ ტურნირებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში პანამა ეთამაშებოდა აშშ-ის ნაკრებს, ხოლო მის კონკურენტს, მექსიკას უწევდა გასვლითი მატჩი კოსტა-რიკის წინააღმდეგ. საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფი შედგებოდა ექვსი ნაკრებისგან, აქედან პირველი სამი პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს შორის ხვდებოდა, ხოლო მეოთხეს უნდა ეთამაშა გადათამაშება სხვა კონტინენტის წარმომადგენელთან. აშშ-ს, კოსტა-რიკას და ჰონდურასს გარანტირებული ჰქონდათ პირველი, მეორე და მესამე ადგილები, ხოლო მეოთხე ადგილზე მოსახვედრად იბრძოდნენ პანამა და მექსიკა. მექსიკას ბოლო ტურში ფრეც ხელს აძლევდა, პანამას კი ესაჭიროებოდა აშშ-ის დამარცხება და მისი კონკურენტის მარცხი. ბოლო ტურში მექსიკა დამარცხდა კოსტა-რიკასთან 2–1, ხოლო პანამა 93-ე და 94-ე წუთებზე გაშვებული გოლებით დამარცხდა აშშ-ს ნაკრებთან 2–3 და მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა. [4][5]

2017 წლის 11 ოქტომბერს პანამასთვის ნანატრი დღე დადგა და პანამის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. შესარჩევი ეტაპის ჯგუფში პანამასთან ერთად კიდევ ხუთი გუნდი იბრძოდა ტურნირზე მოსახვედრად: მექსიკა, კოსტა-რიკა, აშშ, ჰონდურასი და ტრინიდადი და ტობაგო. აქედან მხოლოდ პირველი სამი გუნდი ხვდებოდა მსოფლიო ჩემპიონაზე პირდაპირი გზით, მეოთხე გადათამაშებას თამაშობდა ოკეანეთის წარმომადგენელთან. მექსიკას და კოსტა-რიკას მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ბოლო ტურისთვის უკვე გარანტირებული ჰქონდათ, მესამე (და მეოთხე) ადგილისთვის კი სწორედ პანამა, აშშ და ჰონდურასი იბრძოდნენ. ბოლო ტურში აშშ-ის ნაკრებს ფრეც კი ხელს აძლევდა მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად, თუმცა ისინი დამარცხდნენ ჯგუფის აუტსაიდერ ტრინიდად და ტობაგოსთან, საპირისპიროდ პანამას ნაკრებმა კი ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოახერხა კოსტა-რიკის დამარცხება და მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიცირდა. თავისი მატჩი ჰონდურასმაც მოიგო, თუმცა ბურთების უარესი სხვაობის გამო იგი მეოთხე ადგილზე გავიდა.

11 ოქტომბერი პანამის პრეზიდენტმა ხუან კარლოს ვარელამ ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.

2018 წლის მუნდიალზე, რომელიც რუსეთში გაიმართა, პანამის და ისლანდიის ეროვნული გუნდები იყვნენ ერთადერთი დებიუტანტები. პანამას ჯგუფში კენჭისყრის შედეგად მოხვდნენ ინგლისის, ბელგიის და ტუნისის ნაკრებები. პირველი მატჩი პანამას უნდა გაემართა ბელგიის წინააღმდეგ. ბელგიის ნაკრები თავისი „ოქროს თაობის“ ვარსკვალავებით იყო დაკომპლექტებული. პანამის ნაკრების მწვრთნელმა ერნან გომესმა იმედიანი განცხადება გააკეთა მატჩის წინ: „თუ ისლანდიამ მიაღწია წარმატებას არგენტინასთან, პანამამაც შეიძლება აჩვენოს კარგი შედეგი“ (წინა დღეს ისლანდიის ნაკრებმა 1–1 ითამაშა არგენტინასთან). ამის მიუხედავად, პანამამ 0–3 წააგო. მეორე მატჩში პანამა ინგლისს დაუპირისპირდა და 1–6 დამარცხდა. პანამას მხრიდან ერთადერთი გოლი გაიტანა ფელიპე ბალოიმ. ბოლო ტურში პანამა 1-2 დამარცხდა ტუნისთან და ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა ტურნირს. [6][7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]